გაგა: ხუთი ფუტი და ორი დუიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაგა: ხუთი ფუტი და ორი ინჩი)
Jump to navigation Jump to search
გაგა: ხუთი ფუტი და ორი დუიმი
ჟანრი დოკუმენტური
რეჟისორი კრის მუკარბელი[1]
პროდიუსერი
როლებში ლედი გაგა
მონტაჟი გრეგ არატა
სტუდია
დისტრიბუტორი Netflix
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური

გაგა: ხუთი ფუტი და ორი დუიმი (ინგლ. Gaga: Five Foot Two) — 2017 წლის დოკუმენტური ფილმი ამერიკელი პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას შესახებ. ფილმი ასახავს მისი მეხუთე სტუდიური ალბომის Joanne (2016) შექმნისა და გამოშვების პროცესს. მასში აგრეთვე ნაჩვენებია გაგას მზადება სუპერ-ბოულ LI-ის შუალედური შოუსათვის.[2] ფილმის რეჟისორი არის ვიზუალური მხატვარი კრის მუკარბელი. მისი პრემიერა შედგა 2017 წლის 8 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო მოგვიანებით 22 სექტემბერს ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს მასშტაბით Netflix-ზე.[3][4][5]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Netflix-ის თანახმად, ფილმი არის სინემა ვერიტის სტილის, რომლის გათვალისწინებით იგი მაყურებელს აძლევს შანსს, დაინახოს გაგას ერთი წლის ცხოვრების „გაუფილტრავი, უკანა-სცენები“,[5] რომელშიც ნაჩვენებია მისი მეხუთე სტუდიური ალბომის Joanne (2016) შექმნისა და გამოშვების პროცესი. ფილმში ნაჩვენები მრავალი მოვლენა ასახავს მის პროფესიულ გამოცდილებას, მოულოდნელ შეხვედრებს გულშემატკივრებთან და მის ბრძოლას ფიბრომიალგიისგან გამწვეული მწვავე სხეულის ქრონიკულ ტკივილთან.[6][7][8] ფილმი მაყურებელს აგრეთვე სთავაზობს კრიტიკოსების მიერ აღიარებული სუპერ-ბოულ LI-ის შუალედური შოუს შესრულების მზადების პროცესს. დამატებით ფილმში აგრეთვე ნაჩვენებია გაგას შინაური ცხოვრება და ტელესერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეექვსე სეზონის,„როანოკის“ გადაღებები. სხვადასხვა საკითხებთან ერთად გაგა აგრეთვე განიხილავს მის დაპირისპირებას ამერიკელ მომღერალ მადონასთან.[9]

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gaga: Five Foot Two. Toronto International Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 აგვისტო, 2017.
  2. Moniuszko, Sara M. (24 აგვისტო, 2017) Lady Gaga is teasing a new Netflix documentary and it looks... intense en. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 აგვისტო, 2017. წაკითხვის თარიღი: 24 აგვისტო, 2017
  3. Quinn, Dace. (27 აგვისტო, 2017) Lady Gaga Sobs 'I'm Alone' in Mysterious New Preview for Her Five Foot Two Documentary en-US. People. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 აგვისტო, 2017. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო, 2017
  4. Vlessing, Etan. (August 24, 2017) Toronto: Lady Gaga to Perform as Netflix Doc 'Gaga: Five Foot Two' Bows. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 აგვისტო, 2017. წაკითხვის თარიღი: 24 აგვისტო, 2017.
  5. 5.0 5.1 Gaga: Five Foot Two. Netflix. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 აგვისტო, 2017. წაკითხვის თარიღი: August 26, 2017
  6. Lawrence, Derek. (6 სექტემბერი, 2017) Lady Gaga gives peek behind the curtain in trailer for Netflix documentary. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი, 2017.
  7. Raymos, Dino-Ray. (6 სექტემბერი, 2017) ‘Gaga: Five Foot Two’ Trailer: Lady Gaga Shops At Wal-Mart, Rocks The Super Bowl In Netflix Docu. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი, 2017.
  8. ladygaga. (12 სექტემბერი, 2017) In our documentary the #chronicillness #chronicpain I deal w/ is #Fibromyalgia I wish to help raise awareness & connect people who have it..
  9. de Santis, Carlo. (24 აგვისტო, 2017) 'The only thing that bothers me about her is...': Lady Gaga addresses her famous feud with Madonna in teaser for new documentary Five Foot Two. Daily Mail. წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი, 2017.
Applications-multimedia.svg კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.