ამერიკული საშინელებათა ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკული საშინელებათა ისტორია
ჟანრი
ავტორი
სცენარი
მონაწილეობენ
თემის კომპოზიტორი
კომპოზიტორ(ებ)ი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 6
ეპიზოდი 73 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ალექსის მარტინ ვუდალი (სეზონები 1–3)
  • პატრიკ მაკე
  • რობერტ მ. უილიამს უმცროსი
  • ნედ მარტელი
მონტაჟი
  • ბრედლი ბაკერი
  • დოკ კროტზერი
  • ადამ პენი
ადგილ(ებ)ი
ხანგრძლივობა 37–73 წუთი
კომპანია
დისტრიბუტორი 20th Television
ეთერი
ჩვენების ფორმატი 480i (SDTV),
1080i (HDTV)
ეთერში 5 ოქტომბერი, 2011 (2011-10-05) — დღემდე
ქრონოლოგია
შემდეგი ამერიკული კრიმინალური ისტორია
რესურსები ინტერნეტში
საიტი


ამერიკული საშინელებათა ისტორია (ინგლ. American Horror Story) — ამერიკული ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, რომელიც შექმნილია რაიან მერფისა და ბრედ ფელჩაკის მიერ. სერიალის ანთოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, თითოეული სეზონი წარმოადგენს მინისერიალებს სხვადასხვა ისტორიებითა და პერსონაჟებით, თითოეული სეზონის სცენარს გააჩნია საკუთარი დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. სცენარის ზოგიერთი დეტალი ეფუძნება ნამდვილ ისტორიებს.[2][3][4]

პირველი სეზონში, სახელწოდებით მკვლელი სახლი, სიუჟეტი მიმდინარეობს 2011 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში. მის ცენტრში არის ოჯახი, რომელიც საცხოვრებლად გადავიდა ახალ სახლში, რომელიც შეპყრობილი აქვს სახლის წინა მფლობელების და მათი მსხვერპლების მოჩვენებებს. მეორე სეზონში, სახელწოდებით ფსიქიატრიული კლინიკა, სიუჟეტი ვითარდება 1964 წელს მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ბრაირკლიფის ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც გადმოცემულია კლინიკის პერსონალის და პაციენტების ისტორიები, როგორც აწმყოდან, ისე წარსულიდან. მესამე სეზონში, სახელწოდებით ალქაჯთა კრება, სიუჟეტი ვითარდება 2013 წელს ახალ ორლეანში, სადაც გადმოცემულია უკანასკნელი სალემის ალქაჯთა კრების ბრძოლა გადარჩენისათვის. მეოთხე სეზონში, სახელწოდებით მახინჯების შოუ, სიუჟეტი ვითარდება 1952 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, სადაც გადმოცემულია აშშ-ში უკანასკნელი მახინჯების შოუს ისტორია. მეხუთე სეზონში, სახელწოდებით სასტუმრო, სიუჟეტი ვითარდება ლოს-ანჯელესში მდებარე იდუმალებით მოცულ სასტუმროს მომუშავე პერსონალისა და მისი სტუმრების გარშემო. მეექვსე სეზონში, სახელწოდებით როანოკი, სიუჟეტი ვითარდება 2016 წელს როანიკის კუნძულზე და მის ცენტრშია ერთ-ერთ ფერმაში მიმდინარე პარანორმალური მოვლენები.

ერთადერთი მსახიობები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სერიალის ყველა სეზონში, არიან: ივან პიტერსი, სარა პოლსონი და ლილი რეიბი, მათგან მხოლოდ პიტერსმა შეასრულა მთავარი როლი ყველა სეზონში.

სერიალის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 5 ოქტომბერს საკაბელო სატელევიზიო არხზე FX. 2015 წლის 10 ნოემბერს დაანონსდა სერიალის მეექვსე სეზონი, რომლის პრემიერაც სერიალის ისტორიაში პირველად ოქტომბრის ნაცვლად შედგა 2016 წლის 14 სექტემბერს. 2016 წლის 4 ოქტომბერს დაანონსდა სერიალის მეშვიდე სეზონი, სახელწოდებით კულტი, რომლის პრემიერაც შედგა 2017 წლის 5 სექტემბერს. 2017 წლის 12 იანვარს დაანონსდა სერილის მერვე და მეცხრე სეზონების გადაღება.

მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ სეზონებში მრავლადაა მრავალფეროვნება, ამერიკულმა საშინელებათა ისტორიამ სატელევიზიო კრიტიკოსებისაგან მიიღო დადებითი შეფასება, მათ ხაზი გაუსვეს მსახიობების შესრულებას — განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება დაიმსახურა ჯესიკა ლანგმა, რომელმაც მიიღო ორი ემის ჯილდო, ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო სერიალში შესრულებული როლებისთვის. დამატებით, კეთი ბეიტსმა და ლედი გაგამ მიიღეს ემის და ოქროს გლობუსის ჯილდო, შესაბამისად, მათი შესრულებული როლებისთვის. სერიალი ტელეკომპანია FX-ის ეთერში სარგებლობს მაღალი რეიტინგით, მისი პირველი სეზონი 2011 წელს დასახელდა ყველაზე რეიტინგულ ახალ საკაბელო სერიალად.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი 1: მკვლელი სახლი (2011)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონი არის ღალატის შესახებ. მოქმედება ხდება 2011 წელს და სეზონი გადაღებულია ლოს-ანჯელესში. პრემიერა გაიმართა 2011 წლის 5 ოქტომბერს FX-ზე. ეს სეზონი ეხება ჰარმონთა ოჯახს - ფსიქიატრს ბენს (დილან მაკდერმოტი), მის ცოლ ვივიენს (კონი ბრიტონი) და თინეიჯერ შვილ ვიოლეტს (ტაისა ფარმიგა), რომლებიც საცხოვრებლად გადავლენ ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში. როდესაც ვივიენი აღმოაჩენს, რომ ქმარი მას მოსწავლესთან ღალატობს, ისინი გადავლენ საცხოვრებლად სახლში, რომელშიც ბინადრობენ სულები. გადასვლისას გაიცნობენ ყოფილ მაცხოვრებლებს და მეზობლებს ლანგდონებს – კონსტანს ლანგდონს (ჯესიკა ლანგი) და მის შვილებს ედის (ჯემი ბრიუერი) და ტეიტ ლანგდონს (ივენ პიტერსი), აგრეთვე დამახინჯებულ ლარი ჰარვის (დენის ო'ჰარე). საბოლოოდ შეიტყობენ, რომ სახლში ბინადრობს მასში გარდაცვლილი ყველა ადამიანის სული.

სეზონი 2: ფსიქიატრიული კლინიკა (2012-13)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე სეზონის, ისევე, როგორც პირველის, გადაღებები მიმდინარეობდა კალიფორნიაში 2012 წლის ზაფხულში. პრემიერა გაიმართა 17 ოქტომბერს 2012 წელს. ამბავი ხდება 1964 წელს ბრაირკლიფის ფსიქიატრიულ კლინიკაში, მასაჩუსეტსში. ამ დაწესებულების ზედამხედველთა და მონაზონთა მმართველია მონაზონი ჯუდი მარტინი (ჯესიკა ლანგი), ხოლო ერთ-ერთი ზედამხედველია მისი პროტეჟე მონაზონი მარი ეუნისე (ლილი რეიბი). ამ დაწესებულების მმართველია მონსინიორი ტიმოტი ჰოვარდი (ჯოზეფ ფაინსი). ამ დაწესებულებაში არის ორი ექიმი ფსიქიატრი - ოლივერ ტრედსონი (ზაქარი კუინტო) და მეცნიერი არტურ არდენი (ჯეიმზ კრომველი). ამბავი იწყება მაშინ, როდესაც კლინიკაში გამოძიების მიზნით მიდის ლესბოსელი ჟურნალისტი ლანა უინტერსი (სარა პოლსონი). ამ დროს კლინიკაში გამოკეტავენ სერიულ მკვლელობაში დადანაშაულებულ კიტ უოკერს (ივან პიტერსი) და ლანა ცდილობს გაიგოს რაც შეიძლება მეტი ბრაირკლიფისა და ამ სერიული მკვლელის შესახებ და მარი ეუნისეს დახმარებით შეიჭრება ბრაირკლიფში. მაგრამ ჯუდი, შეიტყობს რა ამის შესახებ, მას გამოკეტავს და მის შეყვარებულს ხელს მოაწერინებს ფსიქიატრიულ კლინიკაში განთავსებაზე, ის კი იძულებულია გამოკეტოს ლანა ბრაირკლიფში, იმისათვის, რომ არავინ შეიტყოს მისი ორიენტაციის შესახებ. ბრაირკლიფში აგრეთვე იმყოფება ნიმფომანიაკი შეილი (კლოე სევინი) და სავარაუდო მკვლელი გრეის ბერტნარდი (ლიზი ბროშერე). ბრაირკლიფის პაციენტები ხშირად ხდებიან ზებუნებრივი მოვლენების მსხვერპლი.

სეზონი 3: ალქაჯთა კრება (2013-14)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე სეზონის გადაღებები მიმდინარეობდა ნიუ-ორლეანში და ლუიზიანაში 2013 წლის ზაფხულში. პრემიერა გაიმართა 2013 წლის 9 ოქტომბერს. მესამე სეზონი ეხება ზეწოლას, კონკრეტულად კი მარგინალური ჯგუფებისა და ქალების ძალაუფლების წინსვლის წინააღმდეგ. როდესაც სალემის ალქაჯთა სასამართლოები მიმდინარეობდა, გადარჩენილი ალქაჯები გადასახლდნენ ნიუ-ორლეანში და მას ახალი სალემი ეწოდა. დაარსდა სკოლა სპეციალურად ასეთი გოგონების გარე სამყაროსგან დასაცავად და მათი ნიჭის გასაკონტროლებლად და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მატულობდა საფრთხე, რომ მათ შესახებ ყველა შეიტყობდა. წლების განმავლობაში მათი რაოდენობა საგრძნობლად იკლებდა. სკოლაში ბრუნდება ამ თაობის ყველაზე ძლიერი და უმაღლესი ალქაჯი ფიონა გუდი (ჯესიკა ლანგი), რათა დარწმუნდეს მათ უსაფრთხოებაში. მისი შვილი არის ამ სკოლის მასწავლებელი კორდელია (სარა პოლსონი) და ამ დროს სკოლაში ახალი სტუდენტია ზოი ბენსონი (ტაისა ფარმიგა). ქალაქი გაყოფილია ორად - ერთ ნაწილში ალქაჯები ცხოვრობენ, მეორეში კი - ცნობილი ვუდუ დედოფალი მარი ლავო (ანჯელა ბასეტი) მმართველობს, რომელიც ვერ იტანს ვერც ფიონას და ვერც მარი დელფინა ლა ლორის (კეთი ბეიტსი) რომელიც არის რასისტი და სერიული მკვლელი. ვუდუსა და ალქაჯებს შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო, სანამ წინა თაობის უძლიერესმა ალქაჯმა მშვიდობის ხელშეკრულებას არ მოაწერა ხელი. ფიონას მოსვლით კი მათ შორის ომი თავიდან იწყება. ამ სეზონის მთავარ თემებს შორისაა ვუდუ, ალქაჯები, რასიზმი და შვილსა და დედას შორის მძაფრი ურთიერთობა. სეზონი მოიცავს როგორ დღევანდელ, ასევე წარსულ დროებს - 1830-1970 წლებს.

სეზონი 4: მახინჯების შოუ (2014-15)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე სეზონის გადაღებები მიმდინარეობდა ფლორიდაში 2014 წლის ზაფხულში. პრემიერა გაიმართა 2014 წლის 8 ოქტომბერს. მეოთხე სეზონი ეხება ხალხის მიერ კერძოდ ეგრეთ წოდებული "მახინჯების" დისკრიმინაციას. მოქმედება ვითარდება 1952 წელს და ეხება ამერიკაში ძალიან იშვიათ მახინჯების შოუს და მის მონაწილეებს. წლების წინ ეს შოუ ძალიან პოპულარული იყო, ახლა კი კარგავს პოპულარობას და ამ შოუს მმართველი, ელზა მარსი (ჯესიკა ლანგი) ყველანაირად ცდილობს, რომ შოუ პოპულარული გახადოს და მისი ოცნებაა, თვითონაც გახდეს პოპულარული მომღერალი. როდესაც ორი სიამის ტყუპი, დოტი და ბეტი ტატლერი (სარა პოლსონი) აღმოჩნდებიან საავადმყოფოში, ელზა ცდილობს მათ შოუში გამოჩენას და ამით შოუს პოპულარობის გაზრდას. შოუს წევრები არიან ჯიმი დარლინგი (ივენ პიტერსი, ეგრეთ წოდებული "ლობსტერი ბიჭი", რომელიც ნატრობს ნორმალურ ცხოვრებაზე) და დედამისი, ეტელ დარლინგი (კეთი ბეიტსი) - წვერებიანი ქალი, რომელიც ინარჩუნებს წესრიგს შოუში და ელზას მეგობარია. შოუში აგრეთვე მონაწილეობენ მძლეოსანი დელ ტოლედო (მაიკლ ჩიკლისი) და მისი ცოლი, სამ მკერდიანი დეზირე დუპრე (ანჯელა ბასეტი). რაც უფრო მეტი დრო გადის, ირკვევა ქალაქ ჯუპიტერში დატრიალებული უბედურებების მთელი რიგის შესახებ.

ეს იყო პირველი სეზონი, რომელშიც ძველი სეზონის პერსონაჟები გამოჩნდნენ, მათ შორის პეპერი, რომელიც პირველად მეორე სეზონში გამოჩნდა.

სეზონი 5: სასტუმრო (2015-2016)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე სეზონში მოქმედებები მიმდინარეობს 2015 წელს ლოს-ანჯელესში მდებარე რეტრო სასტუმრო კორტეზში, რომელიც ააშენა ჯეიმზ პატრიკ მარშმა (ივენ პიტერსი) სასტუმროს სტუმრების წამებისათვის და მათი გვამების დამალვისთვის. თანამედროვე დროში სასტუმროს მართავს 111 წლის მოდაზე შეყვარებული სისხლისმწოველი გრაფინია იგივე ელისაბედ ჯონსონი (ლედი გაგა) და სასტუმროს მენეჯერი აირისი (ეთი ბეიტსი). სასტუმროში მცხოვრებლები და სტუმრები მოიცავს: ნარკომანი მოჩვენება სალი მაკკენა (სარა პოლსონი), აირის შვილი ყოფილი ნარკომანი და ელისაბედის პარტნიორი დონოვანი (მეტ ბომერი), ტრანსგენდერი ბარმენი ლიზ ტეილორი (დენის ოჰარე), მსახიობი და ელისაბედის ყოფილი პარტნიორი რამონა როიალი (ანჯელა ბასეტი), მოდელი და ნარკომანი ტრისტან დაფი (ფინ ვიტროკი), ნიუ-იორკელი დიზაინერი და სასტუმროს ამჟამიდნელი მყიდველი ვილ დრეიკი (შეიენ ჯექსონი), დეტექტივი და შემდგომში სერიული მკვლელი ჯონ ლოველი (უეს ბენტლი) და მისი დეპრესიული მეუღლე ალექსი (კლოე სევინი). როდესაც ჯონი სასტუმროში დაბინავდა მან არ იცოდა რომ იგი მიზანში ამოიღო ათი მცნების სერიულმა მკვლელმა. სეზონის მთავარი თემაა ნარკოტიკი, სიგიჟე და პატიება. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება მინდინარეობს თანამედროვე დროში, ასევე ხდება დაბრუნება 1920-იან, 1970-იან, 1980-იან და 1990-იან წლებში. სეზონის ეპილოგი კი ვითარდება 2022 წელს.

სეზონი 6: როანოკი (2016)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს შელბი მილერი (ლილი რეიბი), მისი მეუღლე მეტ მილერი (ანდრე ჰოლანდი) და მეტის და ლი ჰარის (ადინა პორტერი) მონაწილეობას იღებენ დოკუმენტურ ფილმში „ჩემი როანოკის კოშმარი“, სადაც იხსენებენ მათზე გადამხდარ ზებუნებრივი მოვლენებს ჩრდილოეთი კაროლინაში. სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ხდება ზებუნებრივი მოვლენები, რადგან მათი სახლი აშენებულია მიწაზე სადაც გაუჩინარების შემდგომ დასახლდა როანოკის კოლონია. ამ ყველაფერს კი სათავეში უდგას ალქაჯი Scathach და ტომასიმ უაიტი იგივე ყასაბი. მსახიობი ოდრი ტინდელი (სარა პოლსონი) დოკუმენტურ ფილმში განასახიერებს შელბის, დომინიკ ბენკსი (კუბა გუდინგ უმცროსი) განასახიერებს მეტს და მონე ტუმუსიმი (ანჯელა ბასეტი) განასახიერებს ლის. ყასაბს განასახიერებს აგნეს მერი უინსტედი (კეთი ბეიტსი), მის შვილს, ამბროს უაიტს განასახიერებს დილანი (უეს ბენტლი) და სახლის დამაარსებელს, ედვარდ ფილიპ მოთს განასახიერებს რორი მონაჰანიმი (ივან პიტერსი). სახლის წინა მფლობელს, ელაიას კანინგემს განასახიერებს უილიამ ვან ჰენდერსონი (დენის ოჰარე) და ალქაჯ Scathach-ს განასახიერებს უცნობი მსახიობი (ლედი გაგა). 2016 წელს „ჩემი როანოკის კოშმარის“ წარმოუდგენელი წარმატების შემდგომ პროდიუსი, სიდნი აარონ ჯეიმზი (შეიენ ჯექსონი) გადაწყვეტს გადაიღოს მეორე სეზონი სახელწოდებით „დაბრუნება როანოკში: სამი დღე ჯოჯოხეთში“, რისთვისაც მილერების ოჯახს და მსახიობებს დააბრუნებს გადასაღებ მოედანზე. სამი დღის განმავლობაში, ყველა ადამიანი იღუპება გაურკვეველ ვითარებაში, გარდა ერთისა. სეზონი მიმდინარეობს თანამედროვე 2015 და 2016 წლებში, ხოლო დოკუმენტური ფილმის „ჩემი როანოკის კოშმარი“ მეშვეობით ხდება დაბრუნება 1500-იან, 1700-იან და 1990-იან წლებში. სეზონის ეპილოგი კი ვითარდება 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

სეზონი 7: კულტი (2017)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მეშვიდე სეზონის პრემიერა შედგა 2017 წლის 5 სექტემბერს და მისი მთავარი თემა იყო 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები.

სეზონი 8: აპოკალიფსი (2018)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მე-8 სეზონის პრემიერა შედგა 2018 წლის 12 სექტემბერს და მისი მოვლენები ვითარდება ბირთვული ომის შემდეგ განადგურებულ სამყაროში.

სეზონი 9: 1984 (2019)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მე-9 სეზონის პრემიერა შედგა 2019 წლის 18 სექტემბერს. სეზონის შთაგონების წყარო გახდნენ სლეშერის ჯანრის ისეთი კლასიკური ფილმები, როგორიც არიან «პარასკევი, 13» და «ჰელოუინი». სეზონის მოვლენები ვითარდება საზაფხულო ბანაკ «რედვუდში», რომელსაც სერიული მკვლელი ატერორებს.

სეზონი 10: ორმაგი სეანსი (2021)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მე-10 სეზონის პრემიერა 2021 წლის 25 აგვისტოს შედგა, ეს სეზონი ორ ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილი - «წითელი ტალღა» მოგვითხრობს აბებზე, რობლებივ ნიჭიერ ადამიანებს გენიოსებად გადარქმნიან, მაგრამ საშინელი გვერდითი ეფექტი აქვს - ვამპირიზმი. ისინი კი, ვისაც არაფრის განსაკუთრებული ნიჭი არ აქვთ, უბრალოდ მონსტრები ხვდებიან. მეორე ნაწილი «სიკვდილის ველი» კი ინოპლანეტელების მიერ დედამიწის დაპყორბაზე მოგვითხრობს.

მომავალი სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 9 იანვარს სერიალის მე-11, მე-12 და მე 13 სეზონები დაანონსდა.[5].

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ შოუზე მუშაობა შოუს შემქნელებმა რაიან მერფიმ და ბრედ ფელჩაკმა დაიწყეს, სანამ სერიალ „კლუბის“ გადაღებები დაიწყებოდა. მერფის სურდა უწინდელთან შედარებით განსხვავებული შოუს შექმნა. „Nip/Tuck-იდან კლუბამდე გზის გავლის შემდეგ, რამე გაბედულისა და ბნელის შექმნის აზრი მქონდა. მე კი, ისევე, როგორც ბრედს, ყოველთვის მიყვარდა საშინელებათა ჟანრი. ამიტომ ეს ჩემთვის ბუნებრივი იყო.“

2011 წლის თებერვალში ტელეკომპანია FX-მა განაცხადა ახალი სერიალის დაწყების შესახებ და შეუკვეთა საპილოტო ეპიზოდი შესაძლო სერიალისთვის, რომლის სცენარისტები და შემქმნელები რაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი იქნებოდნენ, ხოლო (დანტე დი ლორეტო) სერიალის მთავარი პროდიუსერი გახდა. ივლისში დაიწყო გადაღებები და გამოცხადდა პრემიერის თარიღი.

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსთა შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველმა სეზონმა კრიტიკოსებისაგან მიიღო დადებითი შეფასება. Rotten Tomatoes-ზე ჰქონდა 64%, Metacritic-ის ნიშანი პირველ სეზონზე იყო 62 100-დან, დაფუძნებული 30 მიმოხილვაზე, კენ ტაკერმა, Entertainment Weekly-დან სეზონი აღწერა ასე: „ამერიკული საშინელებათა ისტორია არის ძალიან საშიში, უამრავი კივილით, სექსით, ფზიქოზური ქცევით, განადგურებული სახეებით და მკვდარი ბავშვებით“ და ამ სეზონს B+ დაუწერა.

მეორე სეზონმა მიიღო ძირითადად კარგი შეფასება კრიტიკოსებისგან. Rotten Tomatoes-ზე ჰქონდა 77%, Metacritic-ის ნიშანი იყო 65 100-დან, დაფუძნებული 23 მიმოხილვაზე. ორმოცდასამმა კრიტიკოსმა Rotten Tomatoes-ზე დადებითი შეფასება მისცა ამ სეზონს.

მესამე სეზონმა მიიღო ყველა სეზონს შორის ყველაზე კარგი შეფასება კრიტიკოსებისგან. Rotten Tomatoes-ზე ჰქონდა 81%, Metacritic-ის ნიშანი იყო 71 100-დან, დაფუძნებული 24 მიმოხილვაზე. ოცდათექვსმეტმა კრიტიკოსმა ამ სეზონს Rotten Tomatoes-ზე კარგი შეფასება მისცა: „აღსანიშნავია საუკეთესო ანსამბლი, შეზავებული საშიშ სცენართან და ეს აღმაშფოთებელი და ამაღელვებელია“.

მეოთხე სეზონმა მიიღო ძირითადად კარგი შეფასება კრიტიკოსებისაგან და ასევე ყველაზე მეტი ნომინაცია ემიზე. Rotten Tomatoes-ზე ჰქონდა 87%, ოცდათექვსმეტმა კრიტიკოსმა კარგი შეფასება მისცა Rotten Tomatoes-ზე. Metacritic-ის ნიშანი იყო 69 100-დან, დაფუძნებული 19 მიმოხილვაზე.

რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი დრო (ამერიკა) ეპიზოდი პრემიერა ფინალი მაყურებლები
(მილიონებში)
რიცხვი პრემიერის მაყურებლები
(მილიონებში)
რიცხვი ფინალის მაყურებლები
(მილიონებში)
მკვლელი სახლი ოთხშაბათი, 22:00 12
5 ოქტომბერი, 2011
3.18
21 დეკემბერი, 2011
3.22 2.82
ფსიქიატრიული კლინიკა 13
17 ოქტომბერი, 2012
3.85
23 იანვარი, 2013
2.29 2.53
ალქაჯთა კრება 13
9 ოქტომბერი, 2013
5.54
29 იანვარი, 2014
4.24 4.00
მახინჯების შოუ 13
8 ოქტომბერი, 2014
6.17
21 იანვარი, 2015
3.27 3.85
სასტუმრო 12
7 ოქტომბერი, 2015
5.81
13 იანვარი, 2016
2.24 2.89
როანოკი 10
14 სექტემბერი, 2016
5.14
16 ნოემბერი, 2016
2.45 2.93
კულტი ხუთშაბათი, 22:00 11
5 სექტემბერი, 2017
3.93
14 ნოემბერი, 2017
1.97 2.22
აპოკალიფსი ოთხშაბათი, 22:00 10
12 სექტემბერი, 2018
3.08
14 ნოემბერი, 2018
1.83 2.04
1984 9
18 სექტემბერი, 2019
2,13
13 ნოემბერი, 2019
1.08 1.31

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Droesch, Paul. American Horror Story TV Series (2011). AllMovie. ციტირების თარიღი: January 26, 2015.
  2. Pehanick, Maggie. (24 აპრილი, 2016) The True Stories Behind 18 American Horror Story Characters. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2016.
  3. Wood, Lucy. (18 ოქტომბერი, 2015) DID YOU KNOW THESE AMERICAN HORROR STORY PLOTLINES ARE BASED ON TRUE EVENTS?. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2016.
  4. Gennis, Sadie. (20 ოქტომბერი, 2015) The Real-Life Inspirations Behind American Horror Story: Hotel. TV Guide. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2016.
  5. White, Peter. (January 9, 2020) 'American Horror Story': FX Renews Anthology Series For Three More Seasons – TCA. ციტირების თარიღი: January 9, 2020.