ამერიკული საშინელებათა ისტორია: როანოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამერიკული საშინელებათა ისტორია: როანოკი
American Horror Story - Roanoke.jpg
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 10
ეთერი
ორიგინალური არხი FX
პირველად ეთერში სექტემბერი 14, 2016 (2016-09-14) – ნოემბერი 16, 2016 (2016-11-16)
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სასტუმრო
შემდეგი →
კულტი
ეპიზოდების სია

ამერიკული საშინელებათა ისტორია: როანოკი (ინგლ. American Horror Story: Roanoke) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეექვსე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2016 წლის 14 სექტემბერს და დასრულდა იმავე წლის 16 ნოემბერს. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც სერიალის პრემიერა ოქტომრის ნაცვლად გაიმართა სექტემბერში.

მის პრემიერამდე სრიალის შემქნელმა რაიან მერფიმ განაცხადა რომ მეექვსე სეზონი იქნებოდა „უფრო გაიძვერული“ და „მუქი“, ვიდრე მისი წინა სეზონი სასტუმრო. ინფორმაცია სეზონის სახელის, თემის და მისი მსახიობების შესახებ ინახებოდა საიდუმლოდ სანამ არ შედგა მისი პირველი ეპიზოდის პრემიერა. სერიალის ისტორიაში იგი გახდა პირველი სეზონი რომლის ქვესათაური არ იქნა დაანონსებული პრემიერამდე. ტელეკომპანია FX-მა პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო სერიალის სარეკლამო პოსტერების და ვიდეო რგოლების გამოქვეყნება რომლებიც სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მათგან მხოლოდ ერთი იყო კავშირში სერიალის თემასთან. მიუხედავად ამისა გამოქვეყნებული პოსტერებიდან მაინც გახდა ცნობილი რომ სერიალი იქნებოდა 1590-იანი წლების გაუჩინარებული როანოკის კოლონიის შესახებ. პირველი ეპიზოდის პრემიერის შემდგომ გახდა ცნობილი რომ სეზონში გაერთიანებულია პარანორმალური დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით — ჩემი როანოკის კოშმარი რომელიც აღწერს ჩრდილოეთი კაროლინაში მცხოვრები ოჯახის ისტორიას.

მეექვსე სეზონში წინა სეზონებიდან მონაწილეობა მიიღეს: ივან პიტერსი, სარა პოლსონი, ლილი რეიბი, დენის ოჰარე, კეთი ბეიტსი, ფრენსის კონროი, ანჯელა ბასეტი, უეს ბენტლი, ფინ ვიტროკი, ლედი გაგა, შეიენ ჯექსონი, ლესლი ჯორდანი, ადინა პორტერი, რობინ ვაიგერტი და ტაისა ფარმიგა. სერიალს ასევე დაემატა ორი ახალი მსახიობი კუბა გუდინგ უმცროსი და ანდრე ჰოლანდი. მეორე სეზონიდან ფსიქიატრიული კლინიკა დაბრუნდა პოლსონის პერსონაჟი ლანა უინტერსი. მეექვსე სეზონმა კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარანორმალური დოკუმენტური სერიები სახელწოდებით „ჩემი როანოკის კოშმარი“, მოგვითხრობს დაქორწინებული წყვილის ისტორიას რომელსაც გადმოსცემენ მსახიობები. შელბი და მეტ მილერები ლოს-ანჯელესიდან გადავიდნენ საცხოვრებლად ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ერთ-ერთ სახლში. სახლში ხდება ზებუნებრივი მოვლენები, რადგან მათი სახლი აშენებულია მიწაზე სადაც გაუჩინარების შემდგომ დასახლდა როანოკის კოლონია. სასტიკი თავდასხმების შედეგად მეტი საავადმყოფოში აღმოჩნდა, ხოლო შელბის მუცელი მოეშალა. მას შემდეგ რაც წყვილი გადავიდა საცხოვრებლად ახალ სახლში უცნაური და პარანორმალური მოვლენები მოსვენებას არ აძლევს.

სეზონის მეორე ნახევარში ნაჩვენებია ახალი სერიები სახელწოდებით „დაბრუნება როანოკში: სამი დღე ჯოჯოხეთში“ რომლის გადაღებების დროს მილერების ოჯახი და მსახიობები იმყოფებიან სისხლიანი მთვარის პერიოდში როანოკის სახლში. ნაპოვნი აწყობილი კადრებიდან ირკვევა, რომ სამი დღის განმავლობაში, ყველა ადამიანი იღუპება გაურკვეველ ვითარებაში, გარდა ერთისა.

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარა პოლსონი, კუბა გუდინგ უმცროსი და ანჯელა ბასეტი (მარცხნიდან მარჯვნივ) განასახიერებენ ოდრი ტინდელი, დომინიკ ბენკსი და მონე ტუმუსიმი.
ლილი რეიბი, კეთი ბეიტსი და ლესლი ჯორდანი (მარცხნიდან მარჯვნივ) განასახიერებენ შელბი მილერი, აგნეს მერი უინსტედი და ეშლი გილბერტი.

სპეციალურად მოწვეული მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამხმარე პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

^1 ეს მსახიობები განასახიერებენ თავიანთ პერსონაჟებს მხოლოდ დოკუმენტურ ფილმში ჩემი როანოკის კოშმარი.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
641„Chapter 1“ბრედ ფელჩაკირაიან მერფი და ბრედ ფელჩაკისექტემბერი 14, 2016 (2016-09-14)6ATS015.14[1]
652„Chapter 2“მაიკლ გოიტიმ მინერისექტემბერი 21, 2016 (2016-09-21)6ATS023.27[2]
663„Chapter 3“ჯენიფერ ლინჩიჯეიმზ ვონგისექტემბერი 28, 2016 (2016-09-28)6ATS033.08[3]
674„Chapter 4“მარტია გრაბიაკჯონ ჯ. გრეიოქტომბერი 5, 2016 (2016-10-05)6ATS042.83[4]
685„Chapter 5“ნელსონ კრეგიაკილა კუპერიოქტომბერი 12, 2016 (2016-10-12)6ATS052.82[5]
696„Chapter 6“ანჯელა ბასეტინედ მერტელიოქტომბერი 19, 2016 (2016-10-19)6ATS062.48[6]
707„Chapter 7“ელოდი კინიკრისტალ ლიუოქტომბერი 26, 2016 (2016-10-26)6ATS072.62[7]
718„Chapter 8“გვინეტ ჰორდერ-პეიტონიტოდ კუბრალონოემბერი 2, 2016 (2016-11-02)6ATS082.20[8]
729„Chapter 9“ალექსის ო. კორჩენსკიტიმ მინერინოემბერი 9, 2016 (2016-11-09)6ATS092.43[9]
7310„Chapter 10“ბრედლი ბეკერირაიან მერფი და ბრედ ფელჩაკინოემბერი 16, 2016 (2016-11-16)6ATS102.45[10]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსების გამოხმაურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საშინელებათა ისტორია (სეზონი 6): კრიტიკოსების შეფასება ეპიზოდის მიხედვით
  • სეზონი 6 (2016): Rotten Tomatoes-ზე გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების პროცენტი[11]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საშინელებათა ისტორია: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10ეპ. 11ეპ. 12ეპ. 13
მკვლელი სახლი3.182.462.592.962.742.833.062.812.852.542.593.22არ არის
ფსიქიატრიული კლინიკა3.853.062.472.652.781.892.272.362.222.212.512.302.29
ალქაჯთა კრება5.544.513.783.713.804.164.004.073.943.493.463.354.24
მახინჯების შოუ6.134.534.444.514.223.653.913.303.072.993.112.943.27
სასტუმრო5.814.063.203.042.872.642.642.312.141.851.842.24არ არის
როანოკი5.143.273.082.832.822.482.622.202.432.45არ არის
კულტი3.932.382.252.132.202.152.072.061.481.821.97არ არის


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Welch, Alex. (15 სექტემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' premiere wins the night. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი, 2016.
  2. Welch, Alex. (22 სექტემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' experiences major drop. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2016.
  3. Welch, Alex. (29 სექტემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' dips once again. წაკითხვის თარიღი: 29 სექტემბერი, 2016.
  4. Welch, Alex. (6 ოქტომბერი, 2016) Wednesday cable ratings: MLB Wild Card games stay on top. წაკითხვის თარიღი: 6 ოქტომბერი, 2016.
  5. Welch, Alex. (13 ოქტომბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story: Roanoke' bumps up. წაკითხვის თარიღი: 15 ოქტომბერი, 2016.
  6. Welch, Alex. (20 ოქტომბერი, 2016) Wednesday cable ratings: Third Presidential Debate wins the night. წაკითხვის თარიღი: 21 ოქტომბერი, 2016.
  7. Welch, Alex. (27 ოქტომბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' holds steady. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2016.
  8. Welch, Alex. (3 ნოემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' falls, 'Queen Sugar' holds steady. წაკითხვის თარიღი: 3 ნოემბერი, 2016.
  9. Welch, Alex. (10 ნოემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story' ticks back up. წაკითხვის თარიღი: 10 ნოემბერი, 2016.
  10. Welch, Alex. (17 ნოემბერი, 2016) Wednesday cable ratings: 'American Horror Story: Roanoke' season finale holds steady. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი, 2016.
  11. American Horror Story: Roanoke. Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 24, 2016.