ბუხარის საამირო
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ბუხარის სახანო)
ბუხარის საამირო სპარს. شاهنشاهی بخارا უზბეკ. Buxoro amirligi ტაჯიკ. Аморати Бухоро | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ბუხარის საამირო 1850 წლისათვის | |||||||
დედაქალაქი | ბუხარა | ||||||
ენა | სპარსული, უზბეკური, ტაჯიკური | ||||||
რელიგია | სუნიტური ისლამი, შიიტური ისლამი, სუფიზმი, იუდაიზმი | ||||||
მმართველობის ფორმა | აბსოლუტური მონარქია (1868-1917 წლებში რუსეთის პროტექტორატის ქვეშ) | ||||||
ემირი | |||||||
- 1911-1920 | მუჰამედ ალიმ ხანი (ბოლო) | ||||||
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს | უზბეკეთი (ძირითადად) | ||||||
ბუხარის საამირო — ფეოდალური სახელმწიფო შუა აზიაში, ძირითადად უზბეკეთის ტერიტორიაზე.
1740 წელს ბუხარის სახანო ნადირ-შაჰმა დაიპყრო. მისი სიკვდილის (1747) შემდეგ გაბატონდნენ მანღითები, რომელთა წარმომადგენლებიც ემირებად იწოდებოდნენ. სწორედ მათი მმართველობის პერიოდში არსებობდა ბუხარის საამირო. არსებითად ის წარმოადგენდა ბუხარის სახანოს მემკვიდრეს, რომელსაც მისი წინამორბედისაგან მმართველი დინასტია და მმართველის ტიტული განასხვავებდა.
1920 წელს წითელმა არმიამ ბუხარა აიღო და საამიროს არსებობაც დასრულდა. მის ტერიტორიაზე შეიქმნა ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 596.