ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა
| ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა უზბეკ. Buxoro Xalq Sho'ro Jumhuriyati, Бухоро Халқ Шўро Жумҳурияти ტაჯიკ. Ҷумҳурии Халқии Шӯравии Бухоро | |||||||||
| |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
| დედაქალაქი | ბუხარა | ||||||||
| ენა | უზბეკური, ტაჯიკური | ||||||||
| რელიგია | სუნიტური ისლამი, სუფიზმი, იუდაიზმი | ||||||||
| ფართობი | 182 193 კმ² | ||||||||
| მოსახლეობა | 2,2 მლნ-ზე მეტი (უზბეკები, ტაჯიკები, თურქმენები) | ||||||||
| მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
| დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს | |||||||||
ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა (ბსსრ) — საბჭოთა რესპუბლიკა შუა აზიაში 1920-24 წლებში. შეიქმნა წითელი არმიის მიერ 1920 წელს ბუხარის აღებისა და ბუხარის საამიროს გაუქმების შედეგად.
ტერიტორია შეადგენდა 182 193 კმ2-ს, მოსახლეობა 2,2 მლნ-ზე მეტს. ცხოვრობდნენ ძირითადად უზბეკები, ტაჯიკები, თურქმენები, ებრაელები და სპარსელები. ბსსრ-ს ესაზღვრებოდა თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკ და ავღანეთი. „სრულიად ბუხარის საბჭოების” V ყურულთაის 1924 წლის 19 სექტემბრის დადგენილებით ბსსრ-ს ეწოდა ბუხარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გამიჯვნის შედეგად 1924 წლის 27 ოქტომბერს გაუქმდა. მისი ტერიტორია შევიდა ახლად შექმნილ უზბეკეთის სსრ-ის, თურქმენეთის სსრ-ისა და ტაჯიკეთის ასსრ-ის შემადგენლობაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 596.