ბრინჯაოსფერი დათვისსოკო
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბრინჯაოსფერი დათვისსოკო}} |
| ბრინჯაოსფერი დათვისსოკო | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Boletus aereus Bull. (1788) | |||||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ბრინჯაოსფერი დათვისსოკო (ლათ. Boletus aereus) — ბოლეტუსის გვარის სოკო, ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკას.
სოკო პირველად 1789 წელს ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა აღწერა. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული რამდენიმე სხვა ევროპულ ბოლეტებთან (მილებიანი სოკოები), მათ შორის Boletus reticulatus-თან, Boletus pinophilus-თან და Boletus edulis-თან (ქართ. დათვისსოკო). ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელებული ზოგიერთი პოპულაცია წარსულში კლასიფიცირებული იყო როგორც ცალკეული სახეობა Boletus mamorensis, თუმცა მოგვიანებით ფილოგენეტიკური კვლევებით დადასტურდა, რომ ის Boletus aereus-ის იდენტურია და დღესდღეობით მის სინონიმად განიხილება.
ნაყოფსხეული ზაფხულსა და შემოდგომაზე იზრდება. ნაყოფსხეულს აქვს დიდი, მუქი ყავისფერი ქუდი, რომლის დიამეტრი 30 სმ-მდე აღწევს. სხვა ბოლეტების მსგავსად, ბრინჯაოსფერი დათვისსოკოს ქუდის ქვედა მხარეს ფირფიტების ნაცვლად აქვს მილები. მომწიფებისას სპორები გარეთ სწორედ ამ მილებიდან გამოდის. ფორების ზედაპირი ნორჩობაში მოთეთროა, თუმცა ასაკთან ერთად მომწვანო-ყვითელ ფერს იღებს. მოკლე და სქელი ყავისფერი ფეხი 15 სმ-მდე სიმაღლისა და 10 სმ-მდე სისქისაა და ნაწილობრივ დაფარულია გამობურცული ბადისებრი სტრუქტურით.
სოკო ძირითადად იზრდება ფართოფოთლოვანი ხეებითა და ბუჩქებით მდიდარ ჰაბიტატებში, სადაც აყალიბებს სიმბიოზურ ექტომიკორიზულ კავშირს. მისი ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი კორპის მუხაა. ბრინჯაოსფერი დათვისსოკო ძვირფასი და მოთხოვნადი საჭმელი სოკოა და ფართოდ მოიხმარება მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული.
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1789 წელს როგორც Boletus aereus.[1][2] სახეობრივი ეპითეტი aerěus მომიდინარეობს ლათინურიდან და ნიშნვას „ბრინჯაოსგან ან სპილენძისგან დამზადებულს“.[3][4] 1886 წელს ლუსიენ კელემ ეს სახეობა Dictyopus-ის გვარში გადაიტანა , რის შედეგადაც წარმოიქმნა სინონიმი Dictyopus aereus,[5] ხოლო რენე მერმა 1937 წელს იგი დააკლასიფიცირა, როგორც B. edulis-ის ქვესახეობა.[6]
1987 წლამდე გამოქვეყნებულ ნაშრომებში ბინომიალური სახელწოდება სრულად იწერებოდა როგორც Boletus aereus Fr., რადგან ბულიარის მიერ გაკეთებული აღწერა 1821 წელს სანქცირებული იყო „მიკოლოგიის მამად“ წოდებული, შვედი ბუნებიისმეტყველის ელიას მაგნუს ფრისის მიერ. ზოგადი შეთანხმებით, ყველა სოკოს დასახელების ათვლის თარიღად დაწესებული იყო 1821 წლის 1 იანვარი — ფრისის ნაშრომის გამოცემის თარიღი. ბოტანიკური ნომენკლატურის საერთაშორისო კოდექსის 1987 წლის გამოცემამ გადახედა სოკოების სახელწოდებების ათვლის თარიღისა და პირველადი ნაშრომის წესებს; ამიერიდან სახელწოდებები ვალიდურად შეიძლება ჩაითვალოს 1753 წლის 1 მაისამდეც, რაც წინ უსწრებს ბულიარის ნაშრომის გამოქვეყნებას.[7]
ამერიკელმა მიკოლოგმა ჰარი თირსმა 1975 წელს კალიფორნიაში Boletus aereus აღმოაჩინა; თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ რეგიონების ბოლეტების ტაქსონომიური რევიზიის შედეგად, 2008 წელს ის უფიციალურად ცალკე სახეობად Boletus regineus გამოცხადდა. ის B. aereus-ისგან განსხვავდება ქუდის უფრო ლორწოვანი კანით[8] და მიეკუთვნებიან დათვის სოკოების სხვა გენეალოგიურ ხაზს.[9]
Boletus aereus კლასიფიცირებულია ბოლეტუსის გვარის ბოლეტუსისავე სექციაში, ისეთ ახლო ნათესავებთან ერთად, როგორებიცაა Boletus reticulatus, Boletus edulis და Boletus pinophilus. ოთხივე ევროპული სახეობის გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ B. aereus არის B. reticulatus-ის დობილი სახეობა.[10] მსოფლიო მასშტაბით ტაქსონების უფრო ფართო ტესტირებამ გამოავლინა, რომ B. aereus არის დობილი იმ ევოლუციური ხაზისა, რომელიც შემდგომ გაიყო B. reticulatus-ად და ორ სხვა ხაზად, რომლებიც სამხრეთ ჩინეთსა და კორეაში/ჩრდილოეთ ჩინეთში კლასიფიცირებული იყო როგორც B. edulis.[9] მოლეკულური ანალიზი მიუთითებს, რომ B. aereus/mamorensis და B. reticulatus / ჩინური B. edulis ხაზები ერთმანეთს დაახლოებით 6-7 მილიონი წლის წინ გამოეყვნენ.[11]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 15–30 სმ-მდე აღწევს. ხორციანი, მკვრივი, თავდაპირველად თითქმის სფეროსებრია, გადაბერებულ სოკოებს ბრტყლად ამოზნექილი ან გაშლილი. კანი გლუვი, ხავერდოვანი, ზოგჯერ მარცლოვანი ან დაფარულია წვრილი ნაპრალებით. მუქი ფერისაა, მოყავისფრო-მურა, ნორჩობაში თითქმის შავია.
რბილობი — თეთრი, დაზიანებისას ფერს არ იცვლის, მკვრივია, ტყის თხილის მსგავსი სასიამოვნო მძაფრი სუნითა და მოტკბო რბილი გემოთი.[12][13][14][15][16]
ფეხი — მასიური, მყარი, ცილინდრული, ძირში გამსხვილებული. ზედაპირი მოწითალო-ყავისფერი, გამობერილი ბადით, რომელიც დასაწყისში მოთეთროა, შემდეგ — კაკლის ფერი.
ფორების შრე — ღია, ნორჩობაში კრემისფერ-თეთრი, მოგვიანებით ღია ყვითელი. დაჭერისას მომწვანო-ზეთისხილისფერ შეფერილობას იღებს. ფორები მოკლე და წვრილი, მომრგვალებული.
სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერი, სპორები 15×6 მკმ, თითისტარისებრი, გლუვი.
ეკოლოგია და გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადად იზრდება ფოთლოვან ტყეებში (მუხნარში, წაბლნარში, მუხნარ-რცხილნარსა და წიფლნარში), ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. უპირატესობას ანიჭებს თბილ კლიმატს. იშვიათია მთებსა და მთაგორიან ადგილებში. სოკოს გავრცელების არეალი მოიცავს დასავლეთ და სამხრეთ ევროპას ესპანეთიდან დასავლეთ უკრაინამდე, შვედეთს, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკას.[17]
სოკო შეყვანილია ჩეხეთის, გერმანიის, დანიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, მონტენეგროს,[18] პოლონეთისა და ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[19]
სეზონი: ივლისი — ოქტომბერი.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვებითი ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთ ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება. მეტად დაფასებულია სამხრეთ იტალიაში. მაღალი გემოვნური თვისებების გამო, მას ზოგიერთები დათვისსოკოზე (ლათ. Boletus edulis) მაღლაც კი აყენებენ.[20][21]
იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. გახმობის შემდეგ მისი გემო და არომატი კიდევ უფრო ძლიერდება. მცირე რაოდენობის გამშრალ ბრინჯაოსფერ დათვისსოკოს შეუძლია ნაკლებად არომატული სოკოებისგან მომზადებული კერძის გემოს გაუმჯობესება.[20][22]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Васильков, Борис Павлович (1966). Систематическое описание видов и форм белого гриба. Л.: Наука.
- (2001) Грибы: Справочник. М.: „Астрель“, „АСТ“. ISBN 5-17-009961-4.
- (2002) Справочник-определитель: Грибы.
- Сержанина. Г. И. (1984). Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბრინჯაოსფერი დათვისსოკო“ ვიკისაწყობში.- ბრინჯაოსფერი დათვისსოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
- ბრინჯაოსფერი დათვისსოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "Bulliard 1789" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "urlMycoBank: Boletus aereus" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ Eggli, U.; Newton, L.E. (2004) Etymological Dictionary of Succulent Plant Names. Springer Berlin Heidelberg, გვ. 3. ISBN 978-3-540-00489-9.
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "Simpson 1979" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "Quélet 1835" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "Maire 1937" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "Hawksworth 2001" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "Arora 2008" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - 1 2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "Dentinger 2010" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "Beugelsdijk 2008" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვის "Feng 2012" არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ (2001) Les Bolets. Flore mycologique d'Europe, Documents Mycologiques Mémoire Hors série no. 6 (fr). Lille, France: Association d'Écologie et de Mycologie, გვ. 1–163.
- ↑ Estadès A, Lannoy G (2004). „Les bolets européens“. Bulletin Mycologique et Botanique Dauphiné-Savoie (ფრანგული). 44 (3): 3–79.
- ↑ Phillips R. (2006). Mushrooms. London, UK: Pan MacMillan, გვ. 275. ISBN 978-0-330-44237-4.
- ↑ Marchand A. (1971). Les champignons du Nord et du Midi. Tome 1 (fr). Perpignan, France. ISBN 84-499-0649-0.
- ↑ Alessio CL. (1985). Boletus Dill. ex L. (sensu lato), Fungi Europaei. Saronno, Italy: Libreria editrice Biella Giovanna.
- ↑ Bartault R. (1979). „Bolets du Maroc“. Bulletin de la Société Mycologique de France (ფრანგული). 95 (3): 297–318.
- ↑ The provisory red list of endangered macromycets of Montenegro. Eidg. Forschungsanstalt für Wald, Schnee und Landschaft WSL (Swiss Federal Institute for Forest, Snow and Landscape Research) (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016. ციტირების თარიღი: 28 August 2015.
- ↑ (2003) Checklist of Polisch Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Scienceas. ISBN 83-89648-09-1.
- 1 2 Carluccio A. (2003). The Complete Mushroom Book. London, UK: Quadrille, გვ. 37–38, 96–97. ISBN 978-1-84400-040-1.
- ↑ Athanasiou Z (2010). Μανιτάρια, οδηγός αναγνώρισης για 642 είδη (el). Athens, Greece: Εκδόσεις Ψύχαλου, გვ. 295. ISBN 978-960-8455-75-7.
- ↑ Zeitlmayr L. (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire, UK: Garden City Press, გვ. 96. ISBN 978-0-584-10324-3.