წაბლისფერი ხავსის სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Imleria badia)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
წაბლისფერი ხავსის სოკო
Imleria badia - Maronenröhrling cropped.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  იმლერია
სახეობა:  წაბლისფერი ხავსის სოკო
ლათინური სახელი
Imleria badia (Fr.) Vizzini (2014)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 138329440

წაბლისფერი ხავსის სოკო (ლათ. Imleria badia) — საჭმელი სოკო ბილეტუსისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ზომიერ სარტყლებში. საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. იზრდება წიწვოვან, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.

კლასიფიკაციის სხვადასხვა სისტემები წაბლისფერ ხავსის სოკოს მიაკუთვნებენ ბოლეტუსის ან ხავსის სოკოს გვარს, ან ცალკე გამოყოფილ გვარ იმლერიას.

პირველად აღწერა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Boletus castaneus ß badius. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა იტალიელმა მიკოლოგმა ალფრედო ვიცინიმ 2014 წელს.[1][2]

სამეცნიერო სინონიმები:[3]

  • Boletus castaneus ß badius Fr. (1818)
  • Boletus castaneus var. badius (Fr.) Fr. (1828)
  • Boletus badius (Fr.) Fr. (1832)
  • Rostkovites badia (Fr.) P.Karst. (1881)
  • Viscipellis badia (Fr.) Quél. (1886)
  • Ixocomus badius (Fr.) Quél. (1888)
  • Suillus badius (Fr.) Kuntze (1898)
  • Xerocomus badius (Fr.) E.-J.Gilbert (1931)

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი 5-15 სანტიმეტრამდე აღწევს. თავდაპირველად ბალიშისებრია, ხოლო შემდეგ — ბრტყელი. ქუდის ზედაპირი თავიდან ფიფქოვანია, შემდეგ კი — ლორწოვანი ან ლაბისებრი. გაშრობისას ბზინავს. მუქი წაბლისფერიდან შოკოლადისფერამდე.

ჰიმენალური შრე განიერკუთხოვანი ფორებითაა დაფარული, მომწვანო-მოყვითალო, ხელის დაჭერისას ლურჯ-მომწვანო შეფერილობას იღებს.[4]

ფეხი — 5-10 სმ-მდე სიგრძის, სისქე — 1-4 სმ. სწორი ან მოგრეხილია, ზოგ შემთხვევაში ძირისკენ წვრილდება ან ცოტათი გაბერილია, მურა ბოჭკოვანი, მოყავისფრო, ქუდისკენ უფრო ღია ფერის.

რბილობი — მოთეთრო ან მოყვითალო, ხორციანი, მკვრივი, ჰაერზე ლურჯდება; სოკოს დამახასიათებელი გემოთი და ხილის სუნით.[5]

სპორები — თითისტარისებრი, ყვითელი ფერის, 11-17X5-6 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი მიკორიზას ქმნის ფიჭვთან, ასევე ნაძვთან, წიფელთან და ევროპულ წაბლთან. იზრდება წიწვოვან, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში, ერთეულებად ან ჯგუფებად. ხშირად ქვიშიან ნიადაგზე. ზოგჯერ იზრდება ხის ტანის ძირზე ან ჯირკებზე.

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.

სეზონი — ივნისი-ნოემბერი.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭმელად გამოიყენება ახალი. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ხავსის სოკომ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.[6] საჭმელად საუკეთესოა ახალგაზრდა ეგზემპლარები, ხოლო შედარებით დამწიფებულები გამოიყენება გასაშრობად. ნორჩობაში იჭმება უმად. იხმარება ხორციანი და თევზეულის კერძების მოსამზადებლად. სოკოს აგრეთვე ყინავენ, ახმობენ[7] და ამარინადებენ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 64, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Šutara J. (2008). Xerocomus s. l. in the light of the present state of knowledge“ (PDF). Czech Mycology. 60 (1): 29–62. doi:10.33585/cmy.60104.
  2. Vizzini A. (12 June 2014). „Nomenclatural novelties“ (PDF). Index Fungorum (147): 1. ISSN 2049-2375.
  3. Synonymy: Boletus badius (Fr.) Fr., Syst. mycol., Index alphab. (Lundae): 56 (1832). Index Fungorum. CAB International. ციტირების თარიღი: 2013-07-12.
  4. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 64
  5. Zeitlmayr L. (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire: Garden City Press, გვ. 98–99. ISBN 978-0-584-10324-3. 
  6. Bennink A, de Vries B (2007). „Allergie voor boleten“ [Allergic to boletes] (PDF). Coolia (Dutch). 50 (1): 47–48.
  7. Carluccio A. (2003). The Complete Mushroom Book. London: Quadrille, გვ. 33–34. ISBN 978-1-84400-040-1.