ივანე III
| ივანე III | |
|---|---|
| Иван III Васильевич | |
|
| |
| მოსკოვის დიდი მთავარი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1462 |
| მმართ. დასასრული: | 1505 |
| წინამორბედი: | ვასილი II |
| მემკვიდრე: | ვასილი III |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 22 იანვარი, 1440 |
| დაბ. ადგილი: | მოსკოვი |
| გარდ. თარიღი: | 27 ოქტომბერი, 1505 (65 წლის) |
| გარდ. ადგილი: | მოსკოვი |
| მეუღლე: |
1) მარია ბორისის ასული 2) ზოია (სოფია) პალეოლოგოსი |
| დინასტია: | რიურიკოვიჩები |
| მამა: | ვასილი II |
| დედა: | მარია იაროსლავის ასული |
ივანე III ვასილის ძე (რუს. Иван III Васильевич; დ. 22 იანვარი, 1440 — გ. 27 ოქტომბერი, 1505, მოსკოვი) — მოსკოვის დიდი მთავარი 1462-1505 წლებში. თვალსაჩინო რუსი სახელმწიფო მოღვაწე. მის დროს დასრულდა რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა. ივანე III-ის მმართველობისას რუსეთმა საბოლოოდ მოიშორა მონღოლ-თათართა უღელი (1480). გაიზარდა მოსკოვის საერთაშორისო ავტორიტეტი. მოსკოვის სახელმწიფოს გაძლიერება მხედველობიდან არ გამორჩენიათ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს. 1491 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა ელჩობა გაგზავნა მოსკოვში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საშინაო მდგომარეობის მოწესრიგება-განმტკიცებას. მისი მეორე ცოლი იყო ბიზანტიის იმპერატორთა გვარის ქალი ზოია (სოფია) პალეოლოგოსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაკაშიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 89.
| ||||||||||||||