სევეროდვინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასახლებული პუნქტი
სევეროდვინსკი
რუს. Северодвинск
Severodvinsk view from the plane.JPG
გერბი
Coat of Arms of Severodvinsk.svg

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 64°34′00″ ჩ. გ. 39°51′00″ ა. გ. / 64.56667° ჩ. გ. 39.85000° ა. გ. / 64.56667; 39.85000
მმართველი მიხეილ გმირინი
დაარსდა 1936
ფართობი 1,200 კმ²
ცენტრის სიმაღლე 7 მეტრი
მოსახლეობა 183,996 (2017)[1]
სასაათო სარტყელი მოსკოვის დრო
სატელეფონო კოდი 8184
საფოსტო ინდექსი 164500–164502, 164504, 164505, 164507, 164509, 164510, 164512, 164514, 164515 და 164520–164529
საავტომობილო კოდი 29
ოფიციალური საიტი http://severodvinsk.info/
სევეროდვინსკი — რუსეთი
სევეროდვინსკი

სევეროდვინსკი (რუს. Северодви́нск) — ქალაქი (1938 წლიდან) რუსეთში, არხანგელსკის ოლქში. მდებარეობს სევეროდვინსკის საქალაქო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წარმოადგენს რუსეთის ატომური გემთმშენებლობის ცენტრს. 2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 193 519 ადამიანს შეადგენდა. მიეკუთვნება სევეროდვინსკის საქალაქო ოკრუგს, რომლის ტერიტორია 119 349 ჰექტარს შეადგენს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ დვინის სანაპიროზე მიწები პირველად აითვისეს ვიკინგებმა IX საუკუნეში. XII საუკუნის დასაწყისიდან კი ეს მიწები უკვე ნოვგოროდის შემადგენლობაში იყო. 1419 წელს ამ ტერიტორიებზე დაარსდა ნიკოლო-კორელსკის მონასტერი, 1553-1584 წლებში მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე აშენდა პირველი რუსული სავაჭრო პორტი, რომელიც ზოგიერთ უცხოურ წყარობეში მოხსენიებულია, როგორც „წმინდა ნიკოლოზი“.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ეს განპირობებული იყო ქალაქში მდებარე საწარმოებში კვალიფიციური სპეციალისტებისა და მუშა-მოსამსახურეების მნიშვნელოვანი დეფიციტით. 1992 წლებიდან კი მოსახლეობა უკვე თანდათან მცირდებოდა, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]