აივი ლიგა
აივი ლიგა | |
---|---|
ინგლ. The Ivy League | |
შეიქმნა | 1954 |
ტიპი | საუნივერსიტეტო სპორტული კონფერენცია |
ქვეყანა | აშშ |
http://www.ivyleaguesports.com |
აივი ლიგა (ინგლ. The Ivy League, ქართ. სიტყვასიტყვით „სუროს ლიგა“) — ათლეტთა ასოციაცია, დაფუძნებული 1954 წელს აშშ-ს რვა უნივერსიტეტის მიერ. მას შემდეგ ეს ტერმინი აკადემიური წარმატებისა და ელიტიზმის სინონიმი გახდა.
აივი ლიგის ყველა უნივერსიტეტს რამდენიმე საერთო თვისება ახასიათებთ: ისინი აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ და რჩეულ უნივესიტეტებად ითვლებიან; ამერიკის რევოლუციამდე დაფუძნებული ცხრა კოლონიალური კოლეჯიდან შვიდი ამ ლიგაშია გაერთიანებული (დარჩენილი ორი სახელმწიფო დაფინანსების უნივესიტეტებია — რატგერსისა და უილიამ და მერის კოლეჯები; ისინი რანგით გამუდმებით უმაღლეს ადგილზე იმყოფებიან სხვა დანარჩენ კოლეჯთა და უნივესიტეტთა შორის; ისინი ასევე რანგით მსოფლიოს უნივერსიტეტთა უმაღლეს ერთ პროცენტში იმყოფებიან ფინანსური შემოწირულობების მიხედვით; აქ სწავლობენ და ასწავლიან საუკეთესო სტუდენტები და მასწავლებლები; ჰყავთ შედარებით მცირე ბაკალავრიატი (4100 სტუდენტიდან დართმუზში — 13700 სტუდენტამდე კორნელში); აიველები ასევე აშშ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობენ და ქვეყნის უძველეს უნივესიტეტებად ითვლებიან — რვიდან შვიდი (კორნელის გარდა) ამერიკის კოლონიურ ერაში იქნა დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ ლიგაში დაუშვებელია სტუდენტებისთვის ათლეტური სტიპენდიების გაცემა (განსხვავებით ყველა დანარჩენი უნივერსიტეტისაგან).
აივი ლიგის უნივესიტეტები კერძო ფინანსებითა და მმართველობით არსებობს. თუმცა ყველა მათგანი იღებს ფედერალურ ან საშტატო დაფინანსებას სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად, მხოლოდ კორნელს აქვს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი აკადემიური განყოფილებები, რომლებიც უნივერსიტეტის განუყოფელ ნაწილად ითვლება.
წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აივი ლიგის წევრები ანბანური თანმიმდევრობით:
- ბრაუნის უნივერსიტეტი, პროვიდენსი, როდ-აილენდი, დაფუძნდა 1764 წელს როგორც როდ-აილენდის კოლეჯი
- დართმუზის კოლეჯი, ჰანოვერი, ნიუ-ჰემფშირი, დაფუძნდა 1769 წელს.
- იელის უნივერსიტეტი, ნიუ-ჰავენი, კონექტიკუტი, დაფუძნდა 1701 წელს როგორც კოლეგიატთა სკოლა
- კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (შტატი), დაფუძნდა 1754 წელს როგორც კინგის კოლეჯი
- კორნელის უნივერსიტეტი, ითაკა, ნიუ-იორკი (შტატი), დაფუძნდა 1865 წელს.
- პენსილვანიის უნივერსიტეტი, ფილადელფია, პენსილვანია, დაფუძნდა 1740 წელს როგორც ფილადელფიის მეცნიერებათა სკოლა. აღსანიშნავია, რომ მას ჩარტერი და კოლეგიის დონის კლასები 1755 წლამდე არ ჰქონია.
- პრინსტონის უნივერსიტეტი, პრინსტონი, ნიუ-ჯერსი, დაფუძნდა 1746 წელს როგორც ნიუ-ჯერსის კოლეჯი
- ჰარვარდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, დაფუძნდა 1636 როგორც ნიუ კოლეჯი
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი.
- Ivy League Championships დაარქივებული 2015-02-17 საიტზე Wayback Machine. .