ტანაისი
იერსახე
ტანაისი, ტანაიდა — ძველი ქალაქი მდინარე დონის შესართავთან. ძვ. წ. III საუკუნეში დააარსეს ბერძნებმა. მდებარეობდა ახლანდელი დასახლების ნედვიგოვკის ადგილზე (როსტოვის ოლქი).
ტანაისი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო ბოსფორის ბერძნებსა და აზოვისპირა და დონის ველების მომთაბარეთა შორის. XIX საუკუნის შუა წლებიდან მიმდინარებდა ნაქალაქარისა და სამაროვნის არქეოლოგიური შესწავლა. 1961 წელს ტანაისში შეიქმნა არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი.
2009 წლის 24 თებერვლიდან ტანაისის არქეოლოგიური ძეგლი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 652.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: