შინაარსზე გადასვლა

დელოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დელოსი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

დელოსის მდებარეობა (წითლად)
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები საბერძნეთის დროშა საბერძნეთი | ქვეყნის დროშა2 | name = საბერძნეთის დროშა საბერძნეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
ნომერი 530
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 530
ინგლ.რუს.ფრ.

დელოსი (ბერძ. Δήλος) — კუნძული ეგეოსის ზღვაში. მდებარეობს წრიულად განლაგებული კიკლადის კუნძულების ცენტრში, კუნძულ მიკონოსის სიახლოვეს და წარმოადგენს საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს მითოლოგიურ, ისტორიულ და არქეოლოგიურ ძეგლს. კუნძულზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები ყველაზე მასშტაბურია მთელ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. სამუშაოებს აწარმოებს ათენის ფრანგული სკოლა. აქ აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტი გამოფენილია დელოსის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში.

დელოსი ძველი ბერძნებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენდა და მიიჩნეოდა აპოლონისა და არტემიდას სამშობლოდ. კუნძული იმდენად წმინდა ადგილად მიიჩნეოდა, რომ ბერძნები მის ბუნებრივ რესურსებს არასოდეს იყენებდნენ.

დელოსზე აღმოჩენილი ქვის ქოხები მეტყველებენ, რომ კუნძული ჯერ კიდევ ძვ. წ. III ათასწლეულში ყოფილა დასახლებული.

1990 წელს, დელოსი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://whc.unesco.org/en/list/530