შვიდკაცა რაგბი
იერსახე


შვიდკაცა რაგბი — სათამაშო სპორტის სახეობა. ჩვეულებრივი რაგბისგან განსხვავებით, თითოეული გუნდის შემადგენლობაში თამაშობს 7 მოთამაშე და თითოეული ტაიმი შედგება 7 წუთისგან. შვიდკაცა რაგბის მმართველი ორგანოა მსოფლიო რაგბი.
რაგბის ეს ვარიაცია განსაკუთრებით პოპულარულია სამხრეთ წყნარი ოკეანის ქვეყნებში. უმეტესად თამაშობენ ზაფხულის თვეებში.
შვიდკაცა რაგბი წარმოიშვა 1880-იან წლებში შოტლანდიის ქალაქ მელროსში; ქალაქში დღემდე იმართება ყოველწლიური ტურნირი. 1998 წელს, რაგბის ეს სახეობა პირველად შევიდა თანამეგობრობის თამაშების პროგრამაში, 1999 წელს დაარსდა ყოველწლიური მსოფლიო შვიდკაცა რაგბის სერია, ხოლო 2012 წელს, — მსოფლიო შვიდქალა რაგბის სერია. 2016 წლიდან, შვიდკაცა რაგბის (ასევე, შვიდქალა რაგბის) თამაშობენ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.