ბიჰორის ჟუდეცი
ბიჰორის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Bihor) — ჟუდეცი დასავლეთ რუმინეთში, ტრანსილვანიის ოლქში, დასავლეთ რუმინეთის მთების კალთებზე, ნაწილობრივ შუა დუნაის დაბლობზე. ფართობი 7544 კმ², მოსახლეობა 549 752 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ორადია. ბიჰორი სამთომომპოვებელი რაიონია. არის კურორტები. დასავლეთით ესაზღვრება უნგრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია ბიჰორის მასივი, სადაც განვითარებულია კარსტი, არის მიწისქვეშა ნაკადები და მღვიმეები. ჟუდეცის ტერიტორიას კვეთს მდინარეები ბირკეუ, შებეშ-კერეში, კრიშუ-ნეგრუ და სხვა. ორადია საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო კვანძია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||