ბიჰორი
იერსახე
ბიჰორი | |
---|---|
ბიჰორი | |
კოორდინატები: 46°27′ ჩ. გ. 22°41′ ა. გ. / 46.450° ჩ. გ. 22.683° ა. გ. | |
ქვეყანა | რუმინეთი |
უმაღლესი წერტილი | კურკუბეტა-მარე |
სიმაღლე | 1848 მ |
სიგრძე | 25 კმ |
სიგანე | 14 კმ |
ბიჰორი (რუმ. Bihor) — მთის მასივი რუმინეთში, დასავლეთ რუმინეთის მთების ნაწილი. მოქცეულია მდინარეების კრიშულ-ალბისა და კრიშულ-რეპედეს შორის. მაქსიმალური სიმაღლე 1848 მ (მთა კურკუბეტა-მარე). აგებულია კრისტალური ფიქლებითა და გრანიტებით, მეზოზოური ასაკის ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებით, კირქვებით. დამახასიათებელია კარსტი. ჭარბობს დამრეცტალღოვანი ქედები და მასივები. არის ჩამქრალი ვულკანები. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით. მოიპოვება რკინის მადნისა და ბოქსიტების საბადო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიჰორი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)