„ალბა“ რუმინულსა და ლათინურიდან ითარგმნება როგორც „თეთრი“. ტერმინი მომდინარეობს ქალაქის ალბა-იულიას სახელწოდებისგან. უნგრულად ქალაქი ცნობილია, როგორც ფეჰერ მეგიე (Fehér megye), სადაც სახელწოდების პირველი ნაწილი ასევე თეთრს ნიშნავს. გერმანულად ქალაქს კრეის კარლსბურგი (Kreis Karlsburg) ეწოდება.
ალბის ჟუდეცის საერთო ფართობია 6 242 კმ², ხოლო მისი მთლიანი ფართობის 59% მთებს უჭირავს.
აპუსენის მთები ჟუდეცის ჩრდილო – დასავლეთითაა; პარანგის მთების ჯგუფის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე — შურიანუს და სინდრელის მთები — ჟუდეცის სამხრეთით მდებარეობს. აღმოსავლეთით მდებარეობს ტრანსილვანიის პლატო. ჟუდეცში გაედინება მდინარე მურეში.
მთავარი მდინარეებია მურეში და მისი შენაკადები: ტარნავა, სებეში და არიეში.
როშია მონტანაში მოპოვებული ოქროქაღალდისა და შესაფუთი მასალების ინდუსტრია
ქიმიური მრეწველობა
მინერალური რესურსები, რომლებიც ალბას რაიონში მოიპოვება, არის ლითონები (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი), მარილი და სამშენებლო მასალები, მათ შორის მარმარილო და გრანიტი.
ვიდრას დასავლეთით მდებარე დეალულ ქუ მელქი (Dealul cu melci; სიტყვა-სიტყვით ლოკოკინის გორა)
ქალნიქისა და გარბოვას ციხესიმაგრეები
სებეშის და აიუდის მცირე ქალაქები და ეკლესიები
კურორტი ოქნა მურეში
ცარა მოცილორის ეთნოგრაფიული მხარე, რომელიც აპუსენის მთიანეთში მდებარეობს. ის არის გამორჩეული რუმინული ტრადიციების მქონე რეგიონი.
როშია მონტანას სამთო კულტურული ლანდშაფტი — ობიექტი, რომლის მთა კირნიკზე რომაული სტილით დამუშავება 2000 წლის წინ დაიწყო. კანადურმა კომპანიამ ობიექტისთვის წარადგინა ღია საბადოს გეგმა, მაგრამ 2007 წლისთვის უარი თქვა პროექტზე. როშია მონტანაცნობილი ადგილია მინერალების შემგროვებლებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ ადგილობრივ ოქროს ნიმუშებს.[5][6]