დასავლეთ რუმინეთის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასავლეთ რუმინეთის მთები
ტრასკეუ
ტრასკეუ
კოორდინატები: 46°30′ ჩ. გ. 23°00′ ა. გ. / 46.500° ჩ. გ. 23.000° ა. გ. / 46.500; 23.000
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
უმაღლესი წერტილი კურკუბეტა-მარე
სიმაღლე 1849 
დასავლეთ რუმინეთის მთები — რუმინეთი
დასავლეთ რუმინეთის მთები

დასავლეთ რუმინეთის მთები, აპუსენი (რუმ. Munţii Apuseni) — კარპატის მთათა სისტემის ნაწილი რუმინეთის დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება შუა დუნაის ვაკე, ჩრდილოეთით — სომეშის ხეობა, აღმოსავლეთით — ტრანსილვანიის პლატო, სამხრეთით — მურეშის ხეობა. აგებულია გრანიტებით, კრისტალური ფიქლებით, კირქვებითა და ვულკანური ქანებით. დასავლეთ რუმინეთის მთების სისტემაში გამოიყოფა ცენტრალური პლატოსებრი მასივი ბიჰორი, სიმაღლე 1849 მ-მდე; კირქვული მთები ტრასკეუ (1370 მ) და მეტალიჩი (1438 მ); დასავლეთით კოდრუს (1112 მ), ზერანდისა და პედურია-კრაიულუის (1000 მ-ზე დაბალი) ქედები. ჩრდილოეთით მეზეშის, პლოპიშისა და ფეჯეტის ქედები. მობრტყელებულ ქედებზე მთის მდელოებია, დაბლა — წიწვოვანი და წიფლის ტყეები. ამზადებენ ხე-ტყეს.

არის ოქროს, ვერცხლისა და პოლიმეტალების საბადოები; მარმარილოს, ანდეზიტისა და კირქვის სამტეხლოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]