ოლტის ჟუდეცი
ოლტის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Olt) — ჟუდეცი სამხრეთ რუმინეთში, ვლახეთის ისტორიულ ოლქში. ტერიტორია გაშლილია ქვემო დუნაის დაბლობზე. ფართობი 5498 კმ², მოსახლეობა 415 530 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი სლატინა. აღმოსავლეთით ესაზღვრება ტელეორმანის ჟუდეცი, დასავლეთით დოლჟის ჟუდეცი, ჩრდილოეთით არჯეშისა და ვილჩის ჟუდეცები, სამხრეთით ბულგარეთის ვრაცისა და პლევენის ოლქები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||
