დემიან უეინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემიან უეინი, რობინი.
Damianueinirobini.jpg
ბეტმენი და რობინი #1-ის გარეკანი. მხატვარი ფრენკ ქუიტლეი.
ისტორია
გამომცემელი DC კომიქსები
დებიუტი როგორც ჩვილი ბეტმენი: დემონის შვილი 1987წ.
როგორც დემიან უეინი ბეტმენი #655 (სექტემბერი, 2006წ.)
როგორც რობინი ბეტმენი და რობინი #1 (აგვისტო, 2009წ.)
ავტორ(ებ)ი თავდაპირველად
მაიკ ბერი
თანამედროვე ვერსია
გრანტ მორისონი
ენდი კუბერტი
დახასიათება
ალტერ ეგო რობინი
სრული სახელი დემიან უეინი
სახეობა ადამიანი
ფსევდონიმები რობინი
მოკავშირეები ბეტმენი
შესაძლებლობები აკრობატული უნარჩვევები;
საბრძოლო ხელოვნების ექსპერტი. გაწვრთნილია ასასინების მიერ;
დეტექტივის ჩვევები;
ბიზნესის მართვის ჩვევები;
ხმის იმიტირება.

დემიან უეინიDC კომიქსების გამოგონილი პერსონაჟი. დემიანი არის ბრიუს უეინის და ტალია ალ გულის შვილი[1]. ასევე ბეტმენის მეტოქე რას ალ გულის შვილიშვილი.

პესონაჟის დებიუტი შედგა ისტორიაში „ბეტმენი: დემონის შვილი“, 1987 წელს. 2006 წელს ის სცენარისტმა გრანტ მორისონმა ხელახლა შექმნა და დემიან უეინი დაარქვა. პირველად ის ბეტმენის 655-ე ნომერში გამოჩნდა, რომელიც იყო „ბეტმენი და შვილი“ს პირველი ნომერი.

დემიენმა დედა მიატოვა და წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო მამასთან დარჩენა. დემიენი არის მოძალადე და დამოუკიდებელი ადამიანი. იგი გაწვრთნილია ასასინების ლიგის მიერ. მამამისმა აუკრძალა ბრძოლის დროს ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა მეტოქის მოკვლა.ისტორიების „ბეტმენი R.I.P.“ და „ბრძოლა მოსასხამისთვის“ შემდეგ, ათი წლის ასაკში[2] დემიანი გახდა, მეხუთე რობინი. ის მუშაობს დიკ გრეისონთან ერთად, პირველი რობინი, რომელიც შემდეგ გახდა ბეტმენი.

ალტერნატიული ვერსია[რედაქტირება]

დემიანი როგორც მომავლის ბეტმენი. ბეტმენი #666-ის გარეკანი. მხატვარი ენდი კუბერტი.

ბეტმენის 666-ე ნომერში (2007წ.) გამოჩნდა მოწიფული დემიან უეინი, როგორც ბეტმენი. მან ბეტმენის მოსასხამი მოირგო მას შემდეგ, რაც მისი გადარჩენა ვერ შეძლო. ეს ბეტმენი მამამისზე უფრო ბნელია და მზადაა დამნაშავეებთან ბრძოლისას მათი დაზიანების ან მოკვლისათვის, გასამართლების შემდეგ(მიუხედავად იმისა რომ მამას დაპირდა არავის მოკლავდა.). დემიენის ბაზა უეინების კოშკის ქვეშაა, სადაც ინახება მამამისის რესურსები. მას ასევე ჰყავს კატა, რომელსაც ეძახის ალფრედს. დემიანს აქვს კონკურენცია კომიქსარ ბარბარა გორდონთან და ასევე ფლობს ზეადამიანურ შესაძლებლობებს. მათგან ყველაზე თვალსაჩინოა ძლიერი ჭრილობებისგან, სწრაფად განკურნების უნარი. ეს ნიშნავს რომ შესაძლო მომავალში დემიანმა დადო გარიგება დემონთან, რითაც მისი სული, გოთემის მარადიულ მცველობაზე გაცვალა. დემიანმა იცის რომ ვერ მიბაძავს მის წინამორბედებს, ბრიუს უეინს და დიკ გრეისონს, მაგრამ მისივე სიტყვებით: „თაღლითობს“. ამ მომავალში ის აღზრდის ტერი მაგგინესს, რომელიც შემდეგ გახდება ბეტმენი[3]. დემიანის ეს ვერსია ასევე გამოჩნდა სუპერმენი/ბეტმენის 75-ე ნომერში, კონერ კენტთან ერთად.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ბეტმენი #676
  2. ბეტმენი და რობინი #2
  3. ბეტმენი #700(2010წ.)