ჯოკერი (კომიქსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოკერი
Joker comics.jpg
ჯოკერი, კომიქს Batman #613-ის მე-20 გვერდზე, მხატვარი ჯიმ ლი (2003 წ.)
ისტორია
გამომცემელი DC კომიქსები
დებიუტი Batman #1
(გაზაფხული 1940 წ.)[1]
ავტორ(ებ)ი ჯერი რობინსონი
ბილ ფინგერი
ბობ კეინი
დახასიათება
ალტერ ეგო უცნობია
მოკავშირეები დანაშაულის კლოუნი პრინცი, წითელი კაპიშონი, Jack, ჯოზეფ "ჯოი" კერი, კლიმ რასტი, Mr. Rekoj, ჯეკ უაიტი

ჯოკერიDC კომიქსების მიერ გამოგონილი სუპერბოროტმოქმედი, შექმნილი როგორც ბეტმენის მტერი. მისი შემქმნელები არიან ჯერი რობინსონი, ბილ ფინგერი და ბობ კეინი. ჯოკერის დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1 (1940 წლის გაზაფხულს).

კომიქსებში მთელი მისი არსებობის განმავლობაში, ჯოკერი წარმოჩენილია როგორც დამნაშავე, რომლის ხასიათიც ბოროტი ფსიქოპატიდან, სულელ მატყუარა ქურდად იცვლება. ის არის ბეტმენის მტერი, რომელსაც პასუხისმგებლობა აკისრია მის ცხოვრებაში მომხდარ უამრავ ტრაგედიაზე, ბარბარა გორდონის დაინვალიდების და ჯეისონ ტოდის (მეორე რობინი) სიკვდილის ჩათვლით.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ისტორია არსებობს; მათი მიხედვით ჯოკერი ჩავარდა ქიმიური ნარჩენებით სავსე ავზში, ამან განაპირობა მისი კანის გათეთრება, თმების სიმწვანე, და ტუჩების სიწითლე, რაც მას კლოუნის შესახედაობას აძლევს. ის ასევე განიცდის დიდ ტკივილს რამაც ფსიქოპატად გარდაქმნა.

პრესა და ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეტმენის ტელესერიალში ჯოკერი განასახიერა ცეზარ რომერომ. ტიმ ბარტონის ფილმში ბეტმენი ეს როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა, ხოლო ფილმში ბნელი რაინდი ჰიტ ლეჯერმა. ასევე სხვადასხვა ანიმაციურ სერიალებში ჯოკერს ახმოვანებდნენ ლარი სტორჩი, მარკ ჰემილი, კევინ მაიკლ რიჩარდსონი და ჯეფ ბენეტი.

ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვებით ჯოკერი 100 ყველა დროის საუკეთესო დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე გავიდა[2]. მეორე ადგილზე გავიდა IGN-ის გამოკითხვებში, სახელწოდებით ”კომიქსების 100, ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი” [3](IGN's list of the Top 100 Comic Book Villains of All Time List). მერვე ადგილი დაიკვა ჟურნალ Empire-ს გამოკითხვაში - ისტორიაში არსებული კომიქსების საუკეთესო ქმნილებები (the Greatest Comic Book Characters in History)(თუმცა სუპერბოროტმოქმედებს შორის მან პირველი ადგილი აიღო)[4]. ყველა დროის, კომიქსებში გამოგონილ სუპერბოროტმოქმედებს შორის, ჯოკერს მსოფლიო გამოკითხვებით პირველი ადგილი უკავია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Newsstand on-sale date April 25, 1940 per: The first ad for Batman #1. DC Comics. წაკითხვის თარიღი: 2006-10-23.
  2. Staff (July 2006). "Top 100 Greatest Villains". Wizard Magazine 1 (177).
  3. The Joker is Number 2
  4. [1]