ბეტმენი (1989 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეტმენი
ჟანრი ფანტასტიკა
რეჟისორი ტიმ ბარტონი
პროდიუსერი პეტერ გუბერი
ჯონ პეტერსი
მაიკლ უისლენი
ბენჟამენ მელნიკერი
სცენარის ავტორი სემ ჰამი
უორენ სკაარენი
ნაწარმოები კომიქსი: ბილ ფინგერი
ბობ კეინი
ისტორია სემ ჰამი
როლებში მაიკლ კიტონი
ჯეკ ნიკოლსონი
კიმ ბესინჯერი
ჯეკ პალანსი
კომპოზიტორი დენი ელფმენი
პრინსი
ოპერატორი როჯერ პრეტი
მონტაჟი რეი ლავჯოი
მხატვარი ენტონ ფურსტი, პიტერ იანგი
სტუდია PolyGram Filmed Entertainment
The Guber-Peters Company
დისტრიბუტორი Warner Brothers
გამოსვლის თარიღი 23 ივნისი, 1989წ.
ხანგრძლივობა 126 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 48 მილიონი დოლარი.
შემოსავალი $411.35 მილიონი
შემდეგი: ბეტმენი ბრუნდება

ბეტმენი1989 წლის ფილმი, რომელიც ეფუძნება კომპანიის DC Comics კომიქსების გმირის ბეტმენის თავგადასავალს. ფილმის რეჟისორია ტიმ ბარტონი, ხოლო როლებს ასრულებენ: მაიკლ კიტონი (ბეტმენი), ჯეკ ნიკოლსონი (ჯოკერი) და კიმ ბესინჯერი (ვიკი ვეილი). ეს ფილმი არის პირველი კომპანიის Warner Brothers მიერ ბეტმენის თემაზე გადაღებული ფილმებიდან.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს შეძენილი იქნა უფლებები ფილმის გადაღებაზე, მაგრამ სანამ ამ საქმეს ბარტონმა მოჰკიდა ხელი, ბევრი რამ შეიცვალა და მსახიობების სიებიც გადახალისდა. ფილმი გადაღებული იქნა ცნობილ სტუდიაში Pinewood Studios, 1988 წლის ოქტომბერში - 1989 წლის იანვარში. სტუდიაში შეეცადნენ გოთემის ქალაქი გადმოეცათ ისეთი სახით, როგორიც იგი კომიქსში გვხვდება.

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსებმა ფილმს მაღალი შეფასება მისცეს, რომ არაფერი ვთქვათ ფინანსურ წარმატებაზე, თუმცა 2008 წლის ფილმმა ბნელი რაინდი მოხსნა მისი რეკორდი. 1989 წლის ფილმის გავლენით შეიქმნა ანიმაციური სერიალი ბეტმენი: ანიმაციური სერიალი და საფუძველი ჩაეყარა ბეტმენის სხვა ფილმების ციკლებს. მაგრამ 1992 წელს ფილმის პროდიუსერებმა, უსლანმა და მელნიკერმა დატოვეს პროექტი, რადგანაც ფილმის შემოსავლიდან სულ მცირე თანხა მიიღეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]