ბეტმენი: ანიმაციური სერიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეტმენი: ანიმაციური სერიალი
Batman the Animated Series logo.jpg
სატიტულო კადრი
ჟანრი სუპერგმირული ფილმი, მოქმედებითი, სათავგადასავლო, მისტიკა, დრამა, კრიმინალი, ნეო-ნუარი, მღელვარება
ავტორი
შეიმუშავა
სცენარი პოლ დინი
მაიკლ რივზი
რენდი როჯელი
სტივ პერი
ბრაიან სტივენსი
შონ კეთრინ დერეკი
ალან ბერნეტი
ლერენ ბრაიტი
გახმოვანება კევინ კონროი[1]
ეფრემ ციმბალისტ უმცროსი
ბობ ჰასტინგსი
რობერტ კოსტანცო
ლორენ ლესტერი
მარკ ჰემილი
არლინ სორკინი
თემის კომპოზიტორი დენი ელფმანი
კომპოზიტორი შირლი უოკერი
ჰარვი კოენი
ლოლიტა რიტმანისი
მაიკლ მაკ-კუიშენი
სტიუარტ ბოლკომბი
რიჩარდ ბრონსკილი
კარლ ჯონსონი
კრისტოფერ კარტერი
კარლოს როდრიგესი
უეინ კოსტერი
ქვეყანა აშშ
სეზონი 2 (წარმოების ქრონოლოგიით)
4 (ეთერში გასვლით)
ეპიზოდი 85 (ეპიზოდების სია)
კომპანია
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ჯინ მაკ-კერდი
ტომ რეგერი
პროდიუსერ(ებ)ი ალან ბერნეტი
პოლ დინი
ერიკ რადომსკი
ბრიუს ტიმი
ხანგრძლივობა 22 წთ.
კომპანია Warner Bros. Animation
დისტრიბუტორი Warner Bros. Television Distribution
ეთერი
პირველად ეთერში სექტემბერი 5, 1992 (1992-09-05)
უკანასკნელად ეთერში სექტემბერი 15, 1995 (1995-09-15)[2]
ქრონოლოგია
წინა სუპერმენი: ანიმაციური სერიალი
ბეტმენის ახალი თავგადასავლები
საიტი web.archive.org/web/20100918051130/http://batmantas.com/

ბეტმენი: ანიმაციური სერიალი (ინგლ. Batman: The Animated Series) — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი, რომელიც ეფუძნება DC Comics-ის სუპერგმირ ბეტმენის თავგადასავლებს. მისი შემქმნელები არიან ბრიუს ტიმი და ერიკ რადოვსკი. სერიალი გადიოდა Fox Network-ზე, 1992 წლის 5 სექტემბრიდან 1995 წლის 15 სექტემბრამდე. ეთერში Warner Bros. Animation-ის წარმოებული სულ 85 ეპიზოდი გავიდა.[2][3] მეორე სეზონს ეწოდებოდა ბეტმენის და რობინის თავგადასავლები.

სერიალმა დაიმსახურა მაყურებლების მოწონება თემატური სირთულეების, ბნელი ტონის, მხატვრული მხარის და პერსონაჟის თანამედროვე გარეგნობის გამო. IGN-ის აზრით, იგი არის ბეტმენის კომიქსების მიღმა საუკეთესო ადაპტირება და ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური ფილმი, რომელიც კომიქსს ეფუძნება.[4] მათივე აზრით, იგი არის სიმფსონების შემდეგ საუკეთესო ანიმაციური სერიალი.[5][6] Wizard-იც მას სიმფსონების შემდეგ მეორე ადგილზე აყენებდა, ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური სერიალების რიგში. TV Guide-ის 60 ადგილიან სიაში იგი ყველა დროის რიგით მეშვიდე საუკეთესო ანიმაციური ფილმია[7]. უნივერსალურ აღიარებას მოჰყვა ოთხი ემი და კიდევ ერთი ემი - გამორჩეული ანიმაციური გადაცემისთვის.

სერიალის გამოსვლას მოჰყვა რამდენიმე სხვა ანიმაციური სერიალი, კომიქსი და ვიდეო თამაში, ძირითადად შესრულებული იგივე ვიზუალურ სტილში. წარმატებას აგრეთვე მიჰყვა ორი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - ფანტაზმის ნიღაბი (1993) და ნულის ქვევით (1998).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Top 10 Comic to TV Adaptations“, IGN. წაკითხვის თარიღი: August 15, 2010. 
  2. 2.0 2.1 TV.com, Batman: The Animated Series - show overview.
  3. A History of Batman on TV“, IGN. წაკითხვის თარიღი: August 15, 2010. 
  4. Top 10 Comic to TV Adaptations. IGN (June 21, 2007). წაკითხვის თარიღი: July 30, 2015.
  5. 2. Batman: The Animated Series. IGN. წაკითხვის თარიღი: July 30, 2015.
  6. IGN's "100 Greatest Animated Series of All Time". IMDB (March 26, 2013). წაკითხვის თარიღი: July 30, 2015.
  7. Rich Sands. (September 24, 2013) TV Guide Magazine's 60 Greatest Cartoons of All Time. TV Guide. წაკითხვის თარიღი: July 30, 2015.