მაიონეზი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|მაიონეზი}} |
![]() მაიონეზის ქილა | |
ტიპი | საკმაზი |
---|---|
მთავარი ინგრედიენტები |
ზეთი, მდოგვი, კვერცხის გული, და ძმარი ან ლიმნის წვენი |
|
მაიონეზი (ფრანგ. Mayonnaise) — ფრანგული წარმოშობის ცივი საწებელი, რომლის დასამზადებლადაც საჭიროა მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთი, კვერცხის გული, ძმარი, მდოგვი და შაქარი, გამოიყენება ასევე სანელებლებიც.[1]
საფრანგეთში მაიონეზის შექმნისა და სახელის წარმოშობაზე უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა არცერთი დაზუსტებული, ლიტერატურაში პირველად მე-18 საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრუ ლეგენდის თანახმად, 1757 წელს ფრანგების ჯარმა, ბალეარების ერთ-ერთ უდიდეს კუნძულ მენორკაზე ლაშქრობისას, ალყა შემოარტყა ინგლისელების მიერ დაკავებულ ქალაქ მაოს. გამანადგურებელი იერიშის შემდეგ ფრანგებმა მოწინააღმდეგე ქალაქიდან განდევნეს და გამარჯვება იზეიმეს, თუმცა ალყის დროს სურსათის მარაგი ძლიერ იყო შემცირებული. ფრანგების არმიის მეთაურის, ჰერცოგ ლუი დიუ პლეს რიშელიეს, კარდინალი რიშელიეს დისწულის შვილის, ბრძანებით, არმიის მზარეულმა ადგილობრივი რეცეპტის გამოყენებით დაამზადა ცივი საწებელი, რომლის ინგრედიენტებად ინდაურის კვერცხი, პროვანსული ზეთი, ლიმონის წვენი და წითელი წიწაკა გამოყენა, საწებელს ქალაქის პატივსაცემად მაონეზი უწოდეს.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 90.