ატმანა
იერსახე
ატმანა, ატმანი (სანსკ. आत्मन् ātman „სული“) — ცნება ინდუიზმში, სული, რომლითაც განსჭვალულია ყველა სულიერი ქმნილება. ატმანი უკვდავია, იგი არსებათა სიკვდილის შემდეგ თავისი კარმის მიხედვით შემდეგ სხეულს, „გარსს“ პოულობს და ხელახლა იბადება.
ბიბლიური რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) სწავლებისგან განსხვავებით, მარადიული სული (ატმანი) არა მხოლოდ ადამიანს აქვს, არამედ ყველა ცოცხალ არსებას.
|