ამირანი (გაზეთი)
იერსახე
„ამირანი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური-ლეტერატურული გაზეთი. ქართველ სოციალურ-ფედერალისტების ცენტრალური ორგანო. გამოდიოდა 1908 წელს (მარტიდან ნოემბრამდე) თბილისში გაზეთ „ისრის“ ნაცვლად. თანამშრომლობდნენ არჩილ ჯორჯაძე, კიტა აბაშიძე, გრიგოლ რობაქიძე, ილია ნაკაშიძე, სამსონ ფირცხალავა, ვასილ წერეთელი, მიხეილ წერეთელი, მალაქია ბოლქვაძე, ვ. ბარნოვი, დუდუ მეგრელი, ვ. შალიკაშვილი, ა. ფურცელაძე და სხვა. რედაქტორ-გამომცემელი - ქაიხოსრო ქავთარაძე. გამოვიდა სულ 197 ნომერი. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 397.