საქართველო (პარიზი)
იერსახე
„საქართველო“ — ქართული გაზეთი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანო. გამოდიოდა 1903–1905 წლებში პარიზში. რედაქტორები არჩილ ჯორჯაძე, გიორგი ლასხიშვილი და თედო სახოკია. გამომცემელი — გიორგი დეკანოზიშვილი, ასოთამწყობი — მიხეილ კიკნაძე, თანამშრომლობდნენ ა. ჯორჯაძე, თ. სახოკია; ზ. ავალიშვილი; გაზეთი გამოდიოდა აგრეთვე ფრანგულ ენაზე „ლა ჟორჟის” სახელწოდებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 171.