არდებილი
ქალაქი | |
---|---|
არდებილი اردبیل | |
შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი | |
ქვეყანა | ირანი |
მუნიციპალიტეტი | არდებილი |
კოორდინატები | 38°14′58″ ჩ. გ. 48°18′05″ ა. გ. / 38.24944° ჩ. გ. 48.30139° ა. გ. |
ფართობი | 17,881 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1351 მ |
მოსახლეობა | 421 248 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+3:30 |
სატელეფონო კოდი | 0451 |
საფოსტო ინდექსი | +98 451 |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1345 ინგლ. • რუს. • ფრ. |
არდებილი (სპარს. اردبیل; აზერ. Ərdəbil اردبیل) — ისტორიული ქალაქი ჩრდილოეთ ირანში. სახელი არდებილი მომდინარეობს ზოროასტრული სიტყვა „ართავილიდან“, რაც წმინდა ადგილ ნიშნავს.[1] არდებილი წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს და უდიდეს ქალაქს. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 421 248 კაცი, ეთნიკური თვალსაზრისით მოსახლეობის უმრავლესობაში არიან აზერბაიჯანელები. ეს დასახლება ცნობილია თავისი ხალიჩების წარმოებით. არდებილში მდებარეობს მრავალი ისტორიული შენობა. აქ არსებული შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.
არდებილი პირველად მოხსენიებულია სასანიდურ წყაროებში. შუა საუკუნეებში არდებილში საკმაოდ განვითარებული იყო ვაჭრობა. 1220 წელს ქალაქი აიღეს და დაანგრიეს მონღოლებმა, თუმცა ის მოგვიანებით აღდგა.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არდებილი მდებარეობს კასპიის ზღვიდან დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით. ამ დასახლებიდან 210 კილომეტრში არის ქალაქი თავრიზი. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1351 მეტრ სიმაღლეზე, დასახლების ფართობი შეადგენს 18,011 კმ²-ს.
დასახლების აღმოსავლეთით მდებარეობს მთა სავალანი (4,811 მ).
არდებილის მნიშვნელოვანი შენობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისტორიულ-არქიტექტორული კომპლექსი (XVI—XVII სს.) შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი - შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
- მირზა ალი ალეკბერას მეჩეთი
- იმამზანდა სალეჰას მუზეუმი
- არდებილის მუზეუმი
- ძველი ხიდები რომლებიც ძირითადად სეფიანების მმართველობის პერიოდში აიგო.
- წმინდა მარიამის სომხური ეკლესია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|