გოლესტანის სასახლე
| გოლესტანის სასახლე | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა და Iranian National Heritage[1] |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
| რეგიონი | აზია |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2013 (37-ე სესია) |
| ნომერი | 1422 |
![]() | |
| https://golestanpalace.ir | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1422 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გოლესტანის სასახლე (სპარს. کاخ گلستان) — სასახლე და მუზეუმი თეირანში. „გოლესტანი“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ვარდების სასახლე“.
სასახლე ააგეს შაჰ-თამაზ I-ის მეფობის პერიოდში (1524-1576 წწ.), მაგრამ მუდმივად მიმდინარეობდა მისი რესტავრაცია XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში. გოლესტანის მშენებლობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ქერიმ-ხანმა (1750-1779 წწ.), აღა-მაჰმად-ხანმა (1742-1797 წწ.), რომელმაც თეირანი თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია და ნასრედინ-შაჰმა (1848-1896 წწ.), რომელიც დაკრძალულია სასახლის კომპლექსის ტერიტორიაზე.
გოლესტანის სასახლე-მუზეუმი დაყოფილია 7 ნაწილად, რომელშიც გაერთიანებულია 20-მდე ნაგებობა: ანთროპოლოგიური მუზეუმი, ბრილიანტის დარბაზი, აქს-ხანე (ფოტოგრაფიის მუზეუმი), ხოუზ-ხანე (პორტრეტების გალერეა), ნეგარ-ხანე (სურათების გალერეა), შამს-ულ-ემანეხის პავილიონი და მარმარილოს სატახტო დარბაზი.
2013 წლის 23 ივნისს სასახლე შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||
