ბანდ-ე-კეისარი
| ირიგაციის ისტორიული სისტემა შუშტარში | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | Iranian National Heritage[1] |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, v |
| რეგიონი | აზია |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2009 (33-ე სესია) |
| ნომერი | 1315 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1315 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბანდ-ე-კეისარი (სპარს. قیصربند - კეისრის ხიდი) — უძველესი რომაული ხიდი ირანის ქალაქ შუშტარში, რომელიც ამავე დროს დამბის ფუნქციასაც ასრულებდა. ხიდი ახ. წ. III საუკუნეში რომაელმა ხელოსნებმა ააგეს სასანიდების ბრძანებით. იგი ყველაზე აღმოსავლეთით, სპარსეთის იმპერიის სიშრმეში მდებარე რომაულ დამბა-ხიდს წარმოადგენდა.
მდინარე ქარუნზე მდებარე ეს 500 მეტრი სიგრძის დამბა, წარმოადგენდა შუშტარის ირიგაციის ისტორიული სისტემის (سازههای آبی شوشتر) მთავარ ნაგებობას, რომელთა მეშვეობითაც ქალაქი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას ზრდიდა. ისლამური სპარსეთის პერიოდში, ხიდი მრავალჯერ შეაკეთეს და აქტიურად გამოიყენებოდა XIX საუკუნის ბოლომდე.
2009 წელს, ის გახდა მეათე ძეგლი ირანიდან, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||
