შინაარსზე გადასვლა

ჩოღა-ზანბილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩოღა-ზანბილი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 32°00′30″ ჩ. გ. 48°31′15″ ა. გ. / 32.00833° ჩ. გ. 48.52083° ა. გ. / 32.00833; 48.52083
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 113
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 113
ინგლ.რუს.ფრ.

ჩოღა-ზანბილი (სპარს. چغازنبيل) — უძველესი, ელამის სახელმწიფოს დროინდელი კომპლექსი ირანში, ხუზისტანის პროვინციაში. ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე ზიკურათიდან, რომლებიც მესოპოტამიის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ. მდებარეობს ქალაქ სუზიდან 39 კმ-ით დასავლეთით.

ჩოღა-ზანბილი ძვ.წ 1250 წლით თარიღდება და აგებულიე მეფე უნტაშ-ნაპირიშას მიერ, დიდებული ღმერთის - ინშუშინაკის პატივსაცემად. მისი თავდაპირველი სახელი დურ-უნტაში იყო (უნტაშის ქალაქი). კომპლექსი დაცულია სამი კონცენტრირებული კდელით. ძვ.წ. 640 წელს, კომპლექსი ასურეთის მეფე ასურბანიფალმა მნიშვნელოვნდა დაანგრია.

მიჩნეულია, რომ ჩოღა-ზანბილი საუკეთესოდ შემონახული ზიკურათია მთელ მსოფლიოში. 1979 წელს, ის პირველი ძეგლი გახდა ირანიდან, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: