ანდორის ეკონომიკა
ანდორის ეკონომიკა | |
---|---|
![]() | |
ვალუტა | ევრო (EUR, €) |
ფისკალური წელი | კალენდარული წელი |
სავაჭრო ორგანიზაციები | ევროპის კავშირის საბაჟო კავშირი |
სტატისტიკა | |
მშპ (ნომინალი) | 3.163 მლრდ $ (მუპ, 2012) |
მშპ (მუპ) | 3.163 მლრდ $ (მუპ, 2012) |
მშპ ზრდა | -1.6% (რეალური, 2012) |
მშპ ერთ სულზე | 37 200 $ (მუპ, 2012) |
მშპ სექტორით |
სოფლის მეურნეობა: 11.9% მრეწველობა: 33.6% მომსახურება: 54.5% (2017) |
ინფლაცია | 1.1% (სამომხმარებლო ფასის ინდექსი, 2012) |
შრომითი რესურსი |
30 060 (2012) |
შრომითი რესურსი საქმიანობით |
სოფლის მეურნეობა: 0.4% მრეწველობა: 4.7% მომსახურება: 94.9% (2010) |
უმუშევრობა | 2.9% (2012) |
მრეწველობის მთავარი დარგები | ტურიზმი (განსაკუთრებით თხილამურებით სრიალი), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხე-ტყე, საბანკო სფერო, თამბაქო, ავეჯი |
სავაჭრო პარტნიორები | |
ექსპორტი |
![]() |
საქონლის ექსპორტი | თამბაქოს ნაწარმი, ავეჯი |
ძირითადი პარტნიორები |
|
იმპორტი |
![]() |
საქონლის იმპორტი | სამომხმარებლო საქონელი, სურსათი, ელექტროენერგია |
სავაჭრო პარტნიორები |
|
საზოგადოებრივი ფინანსები | |
შემოსავლები | 403 მლნ $ (2011) |
გასავლები | 470 მლნ $ (2011) |
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები |
ანდორის ეკონომიკა განვითარებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა.[1] ანდორა თავისუფალი ეკონომიკური ზონაა და საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ვაჭრობის მოყვარულებს იზიდავს. ამასთან, ქვეყანაში განვითარებული ზაფხულისა და ზამთრის კურორტები.[2]
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდორის ეკონომიკის წამყვანი დარგი ტურიზმია, რომელზეც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 80% მოდის.[3] ყოველწლიურად ქვეყანას საშუალოდ 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ტურისტებისთვის ანდორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი და საზაფხულო და საზამთრო კურორტებია მიმზიდველი.[3] ანდორის შედარებითი უპირატესობა მეზობელი საფრანგეთისა და ესპანეთის მიერ საქონლის ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და დაბალი ტარიფების შემოღების შემდეგ შემცირდა.[3] ქვეყნის ეკონომიკის სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი სექტორი საბანკო სექტორია.[3] ნაყოფიერი მიწების შეზღუდულობის გამო სასოფლო-სამეურნეო წარმოებაც შეზღუდულია, რის გამოც საკვების დიდი ნაწილი იმპორტირებულია.[3] მეცხოველეობის მთავარი ფორმა მეცხვარეობაა. მრეწველობაში წამყვანია სიგარეტის, სიგარებისა და ავეჯის წარმოება.[3] ანდორა ევროპის კავშირის საბაჟო კავშირის წევრია და სამრეწველო საქონლით ვაჭრობაში ევროპის კავშირის წევრად მოიაზრდება (ტარიფები არ უწესდება).[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Andorra. CIA. ციტირების თარიღი: 29 October 2019
- ↑ Background Note: Andorra. U.S. Department of State (May 2000).
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Andorra. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 19, 2006. ციტირების თარიღი: სექტემბერი 23, 2022.