კოსოვოს ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Flag of Kosovo.svg
კოსოვოს ეკონომიკა
ვალუტა ევრო (€)
ფისკალური წელი 2014
სტატისტიკა
მშპ (მუპ) 7387 მლნ[1]
მშპ ზრდა 2,7%
მშპ ერთ სულზე 8000 (2014)
ინფლაცია 1.3% (2021)
მოსახლეობა
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
21,6 % (2017 წელი)
Gini index 29.0 (დაბალი) 2017
შრომითი რესურსი 500,300 ადამიანი (2017 წელი, ოფიციალური მონაცემები [2], მათ შორის, ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართული პირების მიახლოებითი რაოდენობა.
უმუშევრობა 25,9% (2017)
მრეწველობის მთავარი დარგები სასარგებლო წიაღისეული, სამშენებლო მასალები, ფერადი ლითონები, ტყავი, მანქანა, ელექტრო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, სასმელები და ტექსტილი.
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $577 მილიონი (2020)
საქონლის ექსპორტი ლითონის მოპოვება და დამუშავება, მინერალური პროდუქტები, კვების პროდუქტები და სასმელები, პლასტმასისა და რეზინის ნივთები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ტყავის ნაწარმი, ტექსტილი, მანქანა და ელექტრონული მოწყობილობები.
ძირითადი პარტნიორები

ევროპის დროშა ევროკავშირი 30.2%
ალბანეთის დროშა ალბანეთი 18.6%
მაკედონიის დროშა მაკედონია 11.9%

ინდოეთის დროშა ინდოეთი 9.8%
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 7.8%[3]
იმპორტი Increase2.svg $3.731 მილიარდი (2018)
საქონლის იმპორტი მინერალური პროდუქტები, კვების პროდუქტები და სასმელები, მოწყობილობები და ელექტროტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ქიმიური პროდუქცია, პლასტმასისა და რეზინის ნაწარმი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ტექსტილი, ცოცხალი საქონელი
სავაჭრო პარტნიორები

ევროპის დროშა ევროკავშირი 43.5%
თურქეთის დროშა თურქეთი 10%
ჩინეთის დროშა ჩინეთი 9.3%
ალბანეთის დროშა ალბანეთი 6.1%

მაკედონიის დროშა მაკედონია 5.1%[4]
სახელმწიფოს შიდა ვალი მშპ-ს 16.6% (2017)
საზოგადოებრივი ფინანსები
სახელმწიფო ვალი $1.175 მილიონი (2017)
შემოსავლები $2.256 მილიარდი (2017)
გასავლები $2.166 მილიარდი (2017)
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

კოსოვო — სერბეთის უღარიბესი რაიონი. კოსოვოს და მეტოქიის ეკონომიკური ავტონომია, უწინდებურად, სხვადასხვა ქვეყნებისა და ალბანური დიასპორების ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტით 8000 აშშ დოლარს შეადგენს.

განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი დახმარების მიუხედავად, კოსოვო ყოფილი იუგოსლავიის ყველაზე ღარიბი რეგიონი იყო. 1990-იანი წლების განმავლობაში, ცუდმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, საერთაშორისო სანქციებმა, საგარეო ბაზრებთან და ფინანსებთან სუსტმა წვდომამ, ასევე ეთნიკურმა კონფლიქტებმა, უდიდესი ზიანი მიაყენა ისედაც სუსტ ეკონომკას[5].

1999—2007 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევრო — კოსოვოს ძირითადი ვალუტაა, რომელსაც იყენებენ UNMIK და დე-ფაქტო სახელმწიფო ორგანოები.[6] სერბული დინარი გამოიყენება ავტონომიის (დე-ფაქტო კოსოვოს რესპუბლიკის) ჩრდილოეთით, სადაც სერბი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს.

2008 — დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელექტროსადგური კოსოვოში.

2009 წელს, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) საშუალო მაჩენებელი, საათში $2,98 შეადგენდა.

ეკონომიკას მნიშვნელოვნად ასუსტებს კოსოვოს გადაუჭრელი საერთაშორისო სტატუსი, რომელიც ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვას ართულებს[7]. რეგიონის ეკონომიკურმა სისუსტემ, ჩრდილოვან ეკონომიკას შეუწყო ხელი, რომელშიც ძირითად კონტრაბანდულ საქონელს წარმოადგენს ბენზინი, სიგარეტი და ცემენტი .

2002 წლიდან ევროპის კომისია კოსოვოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აკეთებს.

შემოსავლების უდიდეს ნაწილს, უცხოეთში მცხოვრებ პირთა ფულადი გზავნილები შეადგენს (2013 წელს — 633 მილიონი ევრო)[2].

კოსოვოში პრობლემად რჩება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი — 2013 წლის ოფიციალური მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობის 30,0%[2]. მართალია, 2000-იანი წლების ბოლოდან უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება. 2005 წელს, ადგილობრივი სტატისტიკის სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, კოსოვოში უმუშევრობა 39,7% შეადგენდა, 2010 წელს — უკვე 45,4% იყო[2].

კომპანიების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანკები და სადაზღვევო კომპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის დასაწყისში, ავტონომიის ტერიტორიაზე 9 კომერციული ბანკი და 13 სადაზღვევო კომპანია მუშაობდა[2].

  • Raifeisen
  • Procredit

ტელეკომუნიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kosova Steel

მოსახლეობის შემოსავლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) საშუალო მაჩვენებელი (ბრუტო) 558 და (ნეტო) 498 შეადგენდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]