ნეგუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეგუსი („მეფეთა მეფე“) — ეთიოპიის იმპერატორის ტიტული. არსებობდა 1975 წლამდე, მონარქიის დამხობამდე. ნეგუსი იყო სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური. მის ხელში იყო კონცენტრირებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. წლების განმავლობაში ამ ტიტულს ატარებდნენ ეთიოპიის ფეოდალური კლასის წარმომადგენლები. იმპერატორმა მენელიკ II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციის გამო აღნიშნული ტიტული მხოლოდ იმპერატორის უფლებად გამოაცხადა. 1928 წელს იმპერატორ ზაუდიტუს მმართველობის დროს ეს ტიტული მიიღო რას ტაფარი მეკონინმა, რომელიც ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ გახდა იმპერატორი ჰაილე სელასიე I-ის სახელით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]