ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი | |
---|---|
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე-კონსორტი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 თებერვალი, 1840 |
მმართ. დასასრული: | 14 დეკემბერი, 1861 |
წინამორბედი: | ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი |
მემკვიდრე: | ალექსანდრა დანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 აგვისტო, 1819 |
დაბ. ადგილი: | კობურგი, გერმანიის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 14 დეკემბერი, 1861, (42 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
მეუღლე: | ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი |
შვილები: |
ვიქტორია, გერმანიის დედოფალი ედუარდ VII, დიდი ბრიტანეთის მეფე ალისა, ჰესენის ჰერცოგინია ალფრედი, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი ჰელენა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცესა ლუიზა, არგილის ჰერცოგინია არტური, კონაქტის ჰერცოგი ლეოპოლდი, ოლბანის ჰერცოგი ბეატრისი, ბატენბერგის პრინცესა |
სრული სახელი: | ფრანც ალბერტ ავგუსტ კარლ ემანუელი |
მამა: | ერნესტ I, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი |
დედა: | ლუიზა საქსენ-გოთა-ალტენბურგელი |
რელიგია: | პროტესტანტიზმი |
ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი (გერმ. Albert von Sachsen-Coburg-Gotha, ინგლ. Albert of Saxe-Coburg and Gotha; დ. 26 აგვისტო, 1819 — გ. 14 დეკემბერი, 1861) — დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე-კონსორტი 1840-1861 წლებში როგორც დედოფალ ვიქტორიას მეუღლე.
იგი დაიბადა გერმანიის იმპერიაში შემავალ პატარა საქსონიურ საქსენ-კობურგ-გოთას საჰერცოგოში. მართალია მისი საჰერცოგო ძალიან პატარა იყო, თუმცაღა მისი ნათესავები იყვნენ უამრავი ევროპელი მონარქი. ოცი წლის ასაკში მან ცოლად შეირთო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ვიქტორია ჰანოვერელი, რომელთაც ცხრა შვილი შეეძინათ. მან თავიდანვე იგრძნო თავისი, როგორც კონსორტის როლი, რომელიც მას არანაირ ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას არ აძლევდა. თუმცაღა მან თანდათანობით ხალხში დიდი რეპუტაცია მოიპოვა, თავისი რეფორმებით, რომლებიც ძირითადად მოიცავდა განათლების სისტემის დახვეწასა და მთელს მსოფლიოში მონობის გაუქმების პროგრამის წარმოებას. 1851 წელს სწორედ მისი ხელშეწყობით ჩატარდა ლონდონის დიდი გამოფენა, რამაც საკმაოდ დიდი წარმატებით ჩაიარა.
ვიქტორია თანდათან უფრო დაუახლოვდა მეუღლეს და დიდწილად მისი მხარდაჭერის იმედად იყო ხოლმე. მალევე ალბერტმა დაარღვია კონსორტთათვის დამახასიათებელი უუფლებობა და ჩაება დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი ნიჭიერებისა და შეხედულებების გამო იგი პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრადაც დანიშნა, 1857 წლიდან კი პრინც-კონსორტის წოდებაც მიენიჭა.
ალბერტი შედარებით ახალგაზრდა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფალი ვიქტორია იმდენად გაანადგურა საყვარელი მეუღლის დაკარგვამ, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე შავ სამოსს ატარებდა და ალბერტს გლოვობდა. მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, 1901 წელს გარდაიცვალა ვიქტორიაც, ტახტზე კი მათი ვაჟი ედუარდ VII ავიდა. იგი პირველი მონარქი იყო დიდი ბრიტანეთის ტახტზე, რომელიც საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი იყო, რაც ალბერტის დამსახურება და მემკვიდრეობა იყო.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბერტი დაიბადა 1819 წლის 26 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ კობურგში. იგი იყო საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგ ერნესტ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა საქსენ-გოთა-ალტენბურგელის ვაჟი. ამავე წელს დაიბადა ალბერტის მომავალი მეუღლე ვიქტორიაც. 1819 წლის 19 სექტემბერს ალბერტი მონათლულ იქნა ლუთერანულ ევანგელისტური წესით, ადგილობრივ მდინარე იტცში. მისი ნათლიები იყვნენ საქსენ-კობურგ-საარფელდის ქვრივი ჰერცოგინია, საქსენ-გოთა-ალტენბურგის ჰერცოგინია (ანუ ბებიამისი), ავსტრიის იმპერატორი, ტესჩენის ჰერცოგი და მესნდორფის გრაფი. 1825 წელს გარდაიცვალა ალბერტის ბიძა, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი ფრიდრიხ IV. ვინაიდან მას შვილები არ ჰყავდა ჰერცოგი ალბერტის მამა გახდა, თავად ალბერტი კი მისი ტახტის პირველი მემკვიდრე.
ალბერტმა და მისმა უფროსმა ძმამ, პრინცმა ერნესტმა მთელი თავიანთი ბავშვობა უდიდეს სტრესში გაატარეს, რაც გამოწვეული იყო ჯერ მათი მშობლების მღელვარე ქორწინებით, ხოლო შემდეგ მათი პრობლემატური და ხმაურიანი განქორწინებით. 1824 წელს ლუიზა და ერნესტი საბოლოოდ განქორწინდნენ, რის შემდეგაც ლუიზამ მალევე გაიჩინა ახალი საყვარელი და მასთან ერთად გაიქცა, რის შემდეგაც შვილები აღარასდროს უნახავს, 1831 წელს კი იგი კიბოთი დაიღუპა. მომდევნო წელს მამამისი მეორედ დაქორწინდა ვიუტემბერგის მეფის ასულ მარია ვიუტემბერგელზე. მართალია დიდი სიმყარით არც ეს ქორწინება გამოირჩეოდა, თუმცა წინასთან შედარებით გაცილებით სტაბილური იყო და მარიაც კარგად ეპყრობოდა გერებს.
ალბერტმა და ერნესტმა ჯერ კიდევ მშობლიურ სასახლეში მიიღეს ბრწყინვალე განათლება, რის შემდეგაც ბრიუსელის სამეფო კარზე გაემგზავრნენ განათლების მისაღებად თავიანთ შორეულ ბიძაშვილთან (ბელგიის მეფეც ასევე საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი იყო). ბევრი სხვა გერმანელი პოლიტიკოსის მსგავსად, ალბერტმა უმაღლესი განათლება ბონის უნივერსიტეტში მიიღო. მან შეისწავლა სამართალი, პოლიტიკა, ეკონომიკა, ხელოვნება, ფილოსოფია და ისტორია. მას ასევე ძალიან უყვარდა მუსიკა, გარდა ამისა საუკეთესო იყო ფარიკაობასა და ცხენოსნობაში.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფე კონსორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეფორმატორი და ინოვატორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოჯახური და სახალხო ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავადმყოფობა და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიტულები და გერბი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ვიქტორია | 21 ნოემბერი,
1840 |
5 აგვისტო,
1901, (60 წლის) |
1858 წელს ცოლად შერთეს პრუსიის მეფე და გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ III-ს,
რომელთანაც შეეძინა რვა შვილი, მათ შორის გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II და საბერძნეთის დედოფალი სოფია პრუსიელი. იგი იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გერმანიის ისტორიაში | |
ედუარდ VII | 9 ნოემბერი,
1841 |
6 მაისი,
1910, (68 წლის) |
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე და ინდოეთის
იმპერატორი 1901-1910 წლებში. ცოლად შეირთო ალექსანდრა დანიელი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ჯორჯ V, ნორვეგიის დედოფალი მაუდ ბრიტანელი და ასევე ტეკის ჰერცოგი ალბერტი, რომელიც იყო მამა დიდი ბრიტანეთის დედოფალ მერი ტეკელისა | |
ალისა | 25 აპრილი,
1843 |
14 დეკემბერი,
1878, (35 წლის) |
1862 წელს ცოლად შერთეს ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ IV-ს, რომელთანაც შეეძინა
შვიდი შვილი, მათ შორის მომავალში რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცა ალისი, იგივე ალექსანდრა ფიოდოროვნა. იგი შეეწირა დიფტერიის ეპიდემიას | |
ალფრედი | 6 აგვისტო,
1844 |
30 ივლისი,
1900, (55 წლის) |
ედინბურგისა და საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი. 1874 წელს ცოლად შეირთო რუსეთის ცარის
ასული მარია ალექსანდროვნა რუსი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის მომავალში რუმინეთის დედოფალი მერი ბრიტანელი | |
ჰელენა | 25 მაისი,
1846 |
9 ივნისი,
1923, (77 წლის) |
1866 წელს ცოლად გაჰყვა შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინც კრისტიანს, რომელთანაც ოთხი შვილი
შეეძინა. მეუღლე პირველ მსოფლიო ომში დაკარგა, რის შემდეგაც იგი სამშობლოში დაბრუნდა | |
ლუიზა | 18 მარტი,
1848 |
3 დეკემბერი,
1939, (91 წლის) |
1871 წელს ცოლად გაჰყვა ბრიტანელ დიდგვაროვან ჯონ კამპელს, არგილის ჰერცოგს, რომელიც
1914 წელს გარდაიცვალა. მათ შვილები არ ჰყოლიათ | |
არტური | 1 მაისი,
1850 |
16 იანვარი,
1942, (91 წლის) |
სტრატეარნის ჰერცოგი. 1879 წელს ცოლად შეირთო ლუიზა მარგარეტა პრუსიელი, რომელთანაც
შეეძინა სამი შვილი, მათ შორის შვედეთის მეფე გუსტავ VI-ის პირველი ცოლი მარგარეტი | |
ლეოპოლდი | 7 აპრილი,
1853 |
28 მარტი,
1884, (30 წლის) |
ალბანის ჰერცოგი, 1882 წელს ცოლად შეირთო ჰელენა უოლდეკელი, რომელთანაც შეეძინა
ორი შვილი | |
ბეატრისი | 14 აპრილი,
1857 |
26 ოქტომბერი,
1944, (87 წლის) |
1885 წელს ცოლად გაჰყვა ბატენბერგის ჰერცოგ ჰაინრიხ ბატენბერგელს, რომელთანაც შეეძინა
ოთხი შვილი, მათ შორის ესპანეთის მომავალი დედოფალი ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|