მარია ტეკელი
| მარია ტეკელი | |
|---|---|
| Mary af Teck | |
|
| |
| დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრიტანეთის დომინიონების დედოფალი ინდოეთის იმპერატრიცა | |
| კორონაცია: | 22 ივნისი, 1911 |
| მმართ. დასაწყისი: | 6 მაისი, 1910 |
| მმართ. დასასრული: | 20 იანვარი, 1936 |
| წინამორბედი: | ალექსანდრა დანიელი |
| მემკვიდრე: | ელისაბედ ბოუზ-ლაიონი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 26 მაისი, 1867 |
| დაბ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
| გარდ. თარიღი: | 24 მარტი, 1953, (85 წლის) |
| გარდ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
| მეუღლე: |
ჯორჯ V, დიდი ბრიტანეთის მეფე (ქ. 1893 - გარდ. 1936) |
| შვილები: |
ედუარდ VIII, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI, დიდი ბრიტანეთის მეფე მერი, ჰერვუდის გრაფინია ჰენრი, გლოსტერის ჰერცოგი ჯორჯი, კენტის ჰერცოგი ჯონი |
| სრული სახელი: | ვიქტორია მარია ავგუსტა ლუიზა ოლღა პაულინა კლოდინა აგნესა |
| მამა: | ფრანცი, ტეკის ჰერცოგი |
| დედა: | მერი ადელაიდა კემბრიჯელი |
| რელიგია: | ანგლიკანიზმი |
მარია ტეკელი (გერმ. Maria von Teck), აგრეთვე ცნობილია როგორც დედოფალი მერი ( ინგლ. Queen Mary, სრული სახელი — Victoria Mary Augusta Louise Olga Pauline Claudine Agnes — ვიქტორია მარია ავგუსტა ლუიზა ოლღა პაულინა კლოდინა აგნესა; დ. 26 მაისი, 1867 — გ. 24 მარტი, 1953) — ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის მეუღლე, ედუარდ VIII-ისა და ჯორჯ VI-ის დედა. 1910 წლიდან იყო ინდოეთის იმპერატრიცა და ირლანდიის დედოფალი.
მარიას მამა უფლისწული ფრანცი გერმანელ თავადთა ოჯახს ეკუთვნოდა (ტეკელთა გვარი), ვიურტემბერგის მეფეთა შთამომავლებს მორგანატთა ქორწინებიდან. დაბადებიდან მარია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინგლისთან: ის ლონდონში კენსინგტონის სასახლეში დაიბადა. დედამისი ჯორჯ III-ის შვილიშვილი იყო. მეუღლის გამეფებამდე ის ასევე იყო უელსის პრინცესა და კორნუოლის ჰერცოგინია (1901–1910) და იორკის ჰერცოგინია (1901 წლამდე).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||
| |||||