ალბანეთის ჰიმნი
ქართ. ”ჰიმნი დროშას” | |
ქვეყანა | ალბანეთი |
---|---|
ტექსტის ავტორი | ალექსანდრე ასდრენი, 1912 წელი |
მუსიკის ავტორი | ჩიპრიან პორუმბესკუ |
ალბანეთის ჰიმნის (”ჰიმნი დროშას”) ტექსტი დაწერა ალბანელმა პოეტმა ასდრენმა (ალექსანდრე სტავრე დრენოვმა), მუსიკა შექმნა რუმინელმა კომპოზიტორმა ჩიპრიან პორუმბესკუმ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰიმნი პირველად გამოქვეყნდა, როგორც პოემა, სახელწოდებით „Liri e Shqipërisë“ (ინგლისურად: „Freedom of Albania“ ) 1912 წლის 21 აპრილს სოფიაში (ბულგარეთი) ალბანურ გაზეთში. თავდაპირველად მისი ორიგინალური სათაური იყო "Betimi mi flamur". მოგვიანებით დაიბეჭდა ლექსი Endra e Lote (ინგლისურად: ოცნებები და ცრემლები ), რომელიც გამოქვეყნდა ბუქარესტში . მოგვიანებით შეიქმნა ადაპტირებული მუსიკა.
ლექსი თავიდანვე გამიზნული არ ყოფილა ჰიმნად, თუმცა იმდენად მომეწონა ხალხს, რომ 1912 წელს, როდესაც გამოცხადდა ალბანეთის დამოუკიდებლობა, სწორედ ამ ტექსტისა და სპეციალურად შექმნილი მუსიკის ფონზე აღმართეს ალბანეთის სახელმწიფო დროშა ქალაქ ვლორაში.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნგრელი მუსიკათმცოდნე გიორგი ლიგეტი აღნიშნავს, რომ ჰიმნი განიცდის გერმანული და ავსტრიული მუსიკალური ტრადიციების ღრმა გავლენას და ძალიან ჰგავს მე-19 საუკუნის გერმანულ სიმღერებს. ეს აიხსნება პორუმბესკუს მუსიკალური განათლებით. კომპოზიტორი სწავლობდა ვენაში მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში. ეს მოსაზრება გაიზიარა ალბანელმა მუსიკათმცოდნე - რამადან სოკოლიმაც.
ტექსტი და თარგმანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს ჰიმნის ორი ვარიანტი: ხანგრძლივი და მოკლე. ქვემოთ ტექსტი ხანგრძლივი ვერსია. მეორე სტროფი ითვლება მისამღერად, რომელიც მეორდება ტექსტში. მოკლე ვერსიაში იმღერება პირველი ორი სტროფი მხოლოდ და იმეორებს ბოლო ორი სტროფიდან მე-2 სტროფს. როგორც წესი, მოკლე ვერსია სრულდება სპორტულ ღონისძიებებზე, მათ შორის ეროვნულ ნაკრებების შეკრებებზე მოკლე ვერსია ოფიციალურად გამოიყენება. ლექსის ორიგინალს აქვს დამატებით კიდევ სამი სტროფი, რომელიც არ წარმოადგენს ჰიმნის ნაწილს. ისინი არის ლექსის ბოლოს დამატებული და არ იმღერება ჰიმნის შესრულების დროს.
ალბანური ვერსია | ინგლისური ვერსია |
---|---|
პირველი სტროფი | |
Rreth flamurit të përbashkuar |
Around our flag we stand united, |
მეორე სტროფი | |
Prej lufte veç ai largohet |
From war abstains only he, |
მესამე სტროფი (როგორც წესი, არ სრულდება) | |
Në dorë armët do t'i mbajmë, |
With weapons in our hands a-brandished, |
მეოთხე სტროფი (როგორც წესი, არ სრულდება) | |
Se Zoti vetë e tha me gojë |
For God himself proclaimed: |
მეხუთე სტროფი (არ სრულდება) | |
O Flamur, flamur, shenj' e shenjtë |
O Flag, flag, you sacred symbol |
მეექვსე სტროფი (არ სრულდება) | |
Trim burrë quhet dhe nderohet |
Brave man is named and honoured |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Web.archive.org. 2009-10-26. მოძიებული 2013წ-03-25.
- მოძიებული 17-11-2014წ. დაარქივებული 08-06-2023 საიტზე Wayback Machine.
- ალბანეთი. ეროვნული ჰიმნი
- ჰიმნის ტექსტი დაარქივებული 2015-06-16 საიტზე Wayback Machine.