აჰმედ ჯავადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აჰმედ ჯავადი
Ahmad Javad.jpg
დაბ. თარიღი 5 მაისი 1892(1892-05-05)[1]
დაბ. ადგილი Q12845681?
გარდ. თარიღი 12 ოქტომბერი 1937(1937-10-12)[1] (45 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი Q55202831?

აჰმედ ჯავადი (ნამდვილი სახელი ჯავად მამადალი-ოღლუ ახუნდზადე; დ. 5 მაისი, 1892, სოფ. სეიფალი, შამქორის რაიონი — გ. 12 ოქტომბერი, 1937) — აზერბაიჯანელი პოეტი. დაიბადა გლეხის ოჯახში. ლექსებს აქვეყნებდა 1913 წლიდან. უმღეროდა სამშობლოს, ხალხთა მეგობრობას. ერთხანს ცხოვრობდა საქართველოში. მეუღლე ქართველი ჰყავდა. იუსტინე აბულაძისა და სოლომონ იორდანიშვილის კონსულტაციით აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ვეფხისტყაოსანი (დაიბეჭდა დ. ალიევას რედაქციით. 1978, ბაქო). თარგმნიდა აგრეთვე შექსპირისა და პუშკინის ნაწარმოებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]