შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Dövlət Sərhədi) — ხაზი, რომელიც განსაზღვრავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მთლიანი სიგრძე 3370,4 კილომეტრია.

აზერბაიჯანის ტერიტორია 5 სახელმწიფოს ესაზღვრება — საქართველოს, თურქეთს, რუსეთს, ირანსა და სომხეთს. სახმელეთო საზღვრის მთლიანი სიგრძე 2657,4 კილომეტრია: 390,3 კმ რუსეთის ფედერაციასთან, 480 კმ საქართველოსთან, 1007,1 კმ სომხეთთან, 15 კმ თურქეთთან და 765 კმ ირანთან[1].

საზღვარი საქართველოსთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 480 კმ-ია. საქართველო ესაზღვრება ყაზახის, აღსთაფის, თოვუზის, სამუხის, კახის, ზაქათალის და ბელაქანის რაიონებს. საზღვართან აზერბაიჯანის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი მდებარეობს.

1996 წლიდან ორივე ქვეყანა მუშაობს საზღვრის დელიმიტაციაზე. დღემდე ამ მიმართულებით არანაირი წინსვლა არ შეიმჩნევა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთი ნაწილი რჩება სადაოდ. ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება სამონასტრო კომპლექსის „დავით გარეჯის“ ტერიტორიის თაობაზე. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ისტორიული ძეგლი ქართულია და საქართველოს ტერიტორიაზეა, ხოლო აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას დაობს[2].

რუსეთისა და აზერბაიჯანის თანამედროვე საზღვარი 390,3 კილომეტრია. რუსეთს ესაზღვრება ბელაქანის, ზაქათალას, კახის, შაქის, ოღუზის, გაბალის, გუსარისა და ხაჩმაზის რაიონები. საზღვარი დაარსებულია 2010 წლის 3 ოქტომბერს ბაქოში ხელმოწერილი შეთანხმებით. იგი ძალაში შევიდა 2011 წელს მე-7 მუხლის შესაბამისად, რატიფიცირების დოკუმენტების გაცვლის დღიდან[3].

საზღვარი სომხეთთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დახურულია, რადგან სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებზე სომხეთის დახმარებით შეიქმნა არაღიარებული მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კონტროლი. აზერბაიჯანი სომხეთს ოკუპანტ ქვეყნად მიიჩნევს. სომხეთთან საზღვარი შედგება ორი ნაწილისგან: საზღვრის ძირითადი ნაწილი მდებარეობს სომხეთის აღმოსავლეთით. იგი იწყება ჩრდილოეთით სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან და მთავრდება სამხრეთში სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვრების გადაკვეთით. სომხეთს აქ ესაზღვრება ყაზახის, აღსთაფის, თოვუზის, გედებეის, დაშქესანის, ქალბაჯარის, ლაჩინის, გუბადლისა და ზენგილანის რაიონები. ბოლო ოთხი რაიონი მთლიანად კონტროლდება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ. საზღვრის მეორე ნაწილი სომხეთის სამხრეთით მდებარეობს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ყოფს დანარჩენი აზერბაიჯანის ტერიტორიისგან. ამ მხარეს, სომხეთს ესაზღვრება სადარქის, შარურის, კენგერლის, ბაბეკის, შაჰბუზის, ჯულფინსკისა და ორდუბადის რაიონები. მხარეებს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია.

საზღვარი თურქეთთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვარი, რომლის სიგრძე მხოლოდ 15 კმ გადის მდინარე არაქსზე და მდებარეობს ნახიჩევანის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთზე. თურქეთს ესაზღვრება აზერბაიჯანის სადარაქსის რაიონი. საზღვარზე მდებარეობს აზერბაიჯანის უკიდურესი დასავლეთი წერტილი.

ირანი ესაზღვრება აზერბაიჯანის ასტარის რაიონს, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილს[4].

კასპიის ზღვით, აზერბაიჯანი ესაზღვრება რუსეთს, ყაზახეთს, თურქმენეთსა და ირანს. ზღვის საზღვრის სიგრძეა 713 კმ[5].

  1. www.azerbaijan.com
  2. საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ — sputnik-georgia.com
  3. Министры иностранных дел России и Азербайджана обменялись грамотами о госгранице — rosbalt.ru
  4. BORDER CROSSINGS — azerbaijan24.com დაარქივებული 2018-03-24 საიტზე Wayback Machine.
  5. COUNTRY REPORT: AZERBAIJAN BORDERS — uef.fi