აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო
Azərbaycan Respublikası Gənclər və İdman Nazirliyi
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო
უწყების შესახებ
შეიქმნა 1994
იურისდიქცია აზერბაიჯანი
მინისტრი აზად რაჰიმოვი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
mys.gov.az

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო (აზერ. Azərbaycan Respublikası Gənclər və İdman Nazirliyi) — ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკასა და რეგულაციას ქვეყანაში ახალგაზრდობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში.

სამინისტროს ხელმძღვანელობს აზად რაჰიმოვი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო შეიქმნა 1994 წლის 26 ივლისს, პრეზიდენტის ბრძანებულებით. დებულება სამინისტროს შესახებ დაამტკიცა აზერბაიჯანის ნაციონალურმა ასამბლეამ. სამინისტრო დაარსდა აზერბაიჯანული ახალგაზრდების განვითარების გადაუდებელი საჭიროების საპასუხოდ, მთიანი ყარაბაღის ომის ტრაგედიის შემდეგ. დადგენილია, რომ აზერბაიჯანელი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სულ მცირე 30% იყო 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. სამინისტროში ჩამოყალიბდა თოთხმეტი კომიტეტი, რათა გაანალიზებულიყო, თუ როგორ ეხმიანებიან ახალგაზრდები ისეთ თემებს, როგორიცაა რელიგია, ბიზნესი, დანაშაული, ნარკოტიკი, განათლება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სპორტი, იდეოლოგია, პოლიტიკა, გართობა. დაუყოვნებელი იყო სპორტისადმი მთავრობის ყურადღების შედეგები. 1995 წელს აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა სამშობლოში ჩაოიტანეს 52 მედალი, მათ შორის 23 ოქრო. მათ ყველაზე მეტ წარმატებებს მიაღწიეს ისეთ სპორტში, როგორიცაა ჭიდაობა, კრივი, ძიუდო და კარატე. 2001 წლის 18 აპრილს, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობით, საგარეო ტურიზმის საბჭო ლიკვიდირებულ იქნა და მისი ფუნქციები გადაეცა ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც შემდგომში კვლავ აღდგა, როგორც ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო. 2006 წლის 30 იანვარს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, სამინისტრო დაყოფილ იქნა ახლად აღდგენილი ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროდ და ახლად ჩამოყალიბებული ტურიზმის სამინისტროდ, რომელიც მოგვიანებით გადაიქცევა კულტურისა და ტურიზმის სამინისტროდ[1].

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი და მინისტრის ორი მოადგილე.

სამინისტროს პასუხისმგებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება
  • სამთავრობო პროგრამების განხორციელება შესაბამის სფეროში
  • შესაბამის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის განხორციელება
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების განხორციელება შესაბამის სფეროში, რომელშიც აზერბაიჯანი მონაწილეობს
  • სახელმწიფო კონტროლი შესაბამის სფეროში
  • შესაბამისი დარგის განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავება
  • შესაბამის სფეროში საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა
  • ერთიანი ინფორმაციის სისტემის შემუშავება შესაბამის სფეროში
  • შესაბამისი სფეროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა
  • ტრენინგის ჩატარება შესაბამის სფეროში

ძირითადი ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალგაზრდა თაობის განათლება და ტრენინგი ქვეყნის სტრატეგიის შესაბამისად, ახალგაზრდობის განვითარებისათვის;
  • ახალგაზრდების განათლება საყოველთაო და ეროვნული ფასეულობების პრიზმით;
  • ახალგაზრდების სოციალური, მორალური და ჯანმრთელი ფიზიკური განვითარების უზრუნველყოფა;
  • აზერბაიჯანის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვნების სწავლება და პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;
  • პატრიოტული მოვლენების პოპულარიზაცია სამშობლოს ერთგულების უზრუნველსაყოფად;
  • სხვა შესაბამის სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობა ახალგაზრდების სამუშაო ადგილების უზრუნველსაყოფად;
  • სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში დახმარების გაწევა, ღარიბი ოჯახების სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, ბავშვთა უფლებების დასაცავად;
  • ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნის სტიმულირება;
  • ახალგაზრდული ორგანიზაციების თანამშრომლობის საზღვარგარეთელ თანატოლებთან და საერთაშორისო კონფერენციებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;
  • სოციალურ ცხოვრებაში ყველა სპორტის პოპულარიზაცია.
  • სამინისტრო ასევე ატარებს კრეატიული სტუდენტების ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ესთეტიკური განათლების გაუმჯობესებას, შემოქმედებითი და ნიჭიერი ახალგაზრდების იდენტიფიცირებასა და მათ საზოგადოებრივი დახმარების გაზრდას.

ახალგაზრდული ფორუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლის 2 თებერვალს, მაშინდელი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ინიციატივით, პირველად გაიმართა აზერბაიჯანის ახალგაზრდული ფორუმი. 1997 წლიდან, ამ დღეს აზერბაიჯანში ახალგაზრდობის დღე აღინიშნება. 1999 წელს გაიმართა აზერბაიჯანის მეორე ახალგაზრდული ფორუმი. გარდა ამისა, 2003, 2005 და 2008 წლებში ასევე ჩატარდა აზერბაიჯანული ახალგაზრდული ფორუმები. აზერბაიჯანული ახალგაზრდების VI ფორუმი ჩატარდა 2011 წელს[2]. 2014 წლის 2 ივნისს, ჰეიდარ ალიევის სასახლეში გაიმართა აზერბაიჯანის VII ახალგაზრდული ფორუმი. 2018 წლის 16 ნოემბერს ბაქოს კონგრესცენტრში გაიმართა აზერბაიჯანული ახალგაზრდობის VIII ფორუმი[3].

საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ხელმოწერები:

  1. დამატებითი ოქმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის -  1997 წლის 5 მაისი, ანკარა;
  2. ურთიერთგაგების მემორანდუმი სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის (სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტი) - 1996 წლის 9 აპრილი, ისლამაბადი;
  3. შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ - 1996 წლის 16 სექტემბერს, ბაქო;
  4. შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1997 წლის 18 თებერვალს ახალგაზრდობის დასაქმების სფეროში თანამშრომლობის შესახებ - ბაქო;
  5. შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 18 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ - ტაშკენტი[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]