მანტრა (სანსკ. मन्त्र mantra ”საფიქრელი”) — ინდუისტური სალოცავი ფორმულა, ძირითადად მოკლე, რამდენიმე სიტყვის შემცველი გამონათქვამი სანსკრიტულ ენაზე. მანტრა მიმართულია რომელიმე ღვთაებისადმი და მის განსადიდებლად წარმოითქმის.
მანტრების უმეტესობა მარცვალი აუმ-ით იწყება, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანტრაა შივასადმი მიმართული: aum namah shivaaya "აუმ, თაყვანისცემა შივას!"