შინაარსზე გადასვლა

აუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აუმ)

აუმ, აგრეთვე ცნობილი როგორც ომ (სანს. ) — მარცვალი სანსკრიტულ ენაზე, რომელიც ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში წმინდად ითვლება. ინდუიზმის ფილოსოფიის მიხედვით მარცვალი აუმ მთელ სამყაროში გამუდმებით ჟღერს, იგია უპიროვნო ბრაჰმანი, ღმერთის ვიბრაციული ფორმა.

ღვთაებებისადმი მიმართული მანტრები (ლოცვები) ყოველთვის ამ მარცვლით იწყება. აუმ-ის გრაფიკული გამოხატულება სვასტიკასთან ერთად ძლიერ გავრცელებულია განსაკუთრებით ინდუისტურ საკულტო ადგილებში. იგი ინდუიზმის ისეთივე სიმბოლოა, როგორც ქრისტიანული ჯვარი და ისლამური ნახევარმთვარე.

რესურსები ინტერენტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აუმი&oldid=3549502“-დან