YouTube-ის ცენზურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუკაზე ნაჩვენებია იუთიბის ბლოკირების სტატუსი. ქვეყნები, რომლებშიც იუთუბი კვლავ დაბლოკილია, აღნიშნულია წითელი ფერით. იასამნისფრით არის ის ქვეყნები აღნიშნული, სადაც ვებ-გვერდთან მისაწვდომობა არის შეზღდული, მწვანედაა - ქვეყნები, რომელთაც საკუთარი იუთუბის ვერსია აქვთ, ხოლო ვარდისფრად - ქვეყნები, რომლებშიც წარსულში დაბლოკილი იყო იუთუბი

იუთუბი, მეოთხე ყველაზე ბევრჯერ ნანახი საიტი[1], ბევრჯერ გატარებულა ცენზურაში სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ქვეყნებია: აშშ, ბრაზილია, ჩინეთი, ინდონეზია, ირანი, მაროკო, პაკისტანი, ტუნისი, თურქეთი, საუდის არაბეთი, სირია, ტაილანდი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

მსოფლიოს გარშემო[რედაქტირება]

Windows Live Messenger[რედაქტირება]

2008 წლის 10 მაისს, მაიკროსოფტმა დროებით აკრძალა იუთუბის ფუნქციონალური ლინკები მისი Live Messenger-ის სერვისიდან. მაიკროსოფტს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი დაბლოკვის შესახებ. რაიმე ფუნქციონალური ლინკის გაგზავნისას, რომელიც იწყება http:// ან www.-ით და შეიცავს "youtube.com"-ის, მესიჯი არ გაიგზავნება და გამოვა შეცდომის მესიჯი, რომელიც გეუბნებათ "შემდეგი მესიჯი ვერ გაიგზავნება ვერცერთ მიმღებთან: (ორიგინალი მესიჯი)." შემთხვევით, ან არა, Messenger TV, Microsoft-ის ახალი ვიდეო სერვისი გამოიცა იმავე კვირას.[2]

2008 წლის 10 მაისვე, დაახლოებით ბრიტანული ზაფხულის დროით 21:30 საათზე გამოჩნდა, რომ იუთუბის ლინკების გაგზავნა კვლავ შესაძლებელი იყო.

საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიხედვით[რედაქტირება]

ბრიგამ იანგის უნივერსიტეტი[რედაქტირება]

აშშ-ს რამდენიმე კოლეჯი ბლოკავს იუთუბთან დაკავშირების შესაძლებლობას. ბრიგამ იანგის უნივერსიტეტმა, პირადი უნივერსიტეტი, რომელსაც მართავს LDS (მორმონი) ეკლესია, დაბლოკა იუთუბთან კავშირი ძველად, მაგრამ ეს პოლიტიკა 2009 წლის ივნისში შეიცვალა[3]

არქიტექტურის სამხრეთ კალიფორნიის ისტიტუტი[რედაქტირება]

არქიტექტურის სამხრეთ კალიფორნიის ინტიტუტის კურსდამთავრებულებს და ბოლო კურსის სტუდენტებს აკრძალული ჰქონდათ იუთუბთან კავშირი სხვა ასეთი სახის ვიდეოების ვებ-გვერდთან, როგორიცაა Google Video

K-12 სკოლები[რედაქტირება]

ბევრმა K-12 სკოლამ აშშ-სა და კანადაში დაბლოკეს იუთუბთან კავშირი სექსიუალური, ძალადური და უჩვეულო შიგთავსის გამო. ასევე ქსელის გადატვირთვის გამო.

დიდ ბრიტანეთში[რედაქტირება]

იუთუბი და სხვა ვიდეოების ვებ-გვერდები ასევე დაბლოკილია დიდი ბრიტანეთის სკოლებში იმისთვის, რომ სხვა რამეზე არ გადაიტანონ ყურადღება მუშაობიდან. ეს ეხება მხოლოდ სტუდენტებს. მასწავლებლები არიან ნებადართულნი, რომ ეწვიონ იუთუბს და ნახონ ვიდეოები, რომლებიც არის საგანმანათლებლო.

საქმეების მიხედვით[რედაქტირება]

ამერიკის საავადმყოფოს კორპორაცია[რედაქტირება]

ამერიკის საავადმყოფოს კორპორაციამ თავიან კომპიუტერებზე დაბლოკა იუთუბთან მისაწვდომლობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქსელის გადატვირთვა.

ქვეყნების მიხედვით[რედაქტირება]

აშშ-ის დროშა აშშ[რედაქტირება]

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ და 911 სიმართლის მოძრაობამ, რამდენიმე წარმატებული მცდელობის შემდეგ ცენზურაში გააკტარა, დაბლოკა და წაშალა აუდიო კლიპები და ფილმები, რომლებიც გამოსახავდა 911 შეთქმულებას.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ამის წინამძღოლი არის ფილმი Zeitgeist, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უფასოდ გავრცელდა მისი ავტორის მიერ და თავისუფალი ლიცენზია ჰქონდა, იშლებოდა განმეორებით იუთუბიდან და თავს იმართლებდნენ იმით, რომ მისი შიგთავსი იყო "შეუფერებელი".[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ბევრი ცდის შემდეგ, იუთუბმა მოაცილა ხმა ვიდეოს, მას შემდეგ რაც აუდიტორიამ გადააჭარმბა მილიონს [1], ეს კი ხალხს აქეზებს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ვიდეოები შექმნან იგივე შიგთავსით, "ანტი-იუთუბი" ფენომენებიც კი.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

სომხეთის დროშა სომხეთი[რედაქტირება]

2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების კამათის გამო, სომხეთის მთავრობამ დროებით დაბლოკა იუთუბი. სომეხი ოპოზიციონრები იყენებდნენ საიტს და გამოექვეყნათ ვიდოები, რომლებშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორი უხეშობით უმკავდებოდა პოლიცია და არმია ანტი-სამთავრობო პროტესტანტებს.

ბრაზილიის დროშა ბრაზილია[რედაქტირება]

იუთუბზე საქმე აღძრა ბრაზილიელმა მოდელმა და MTV-ის ვიჯეიმ დანიელა სიკარელიმ (უფრო ცნობილი, როგორც რონალდოს ექს-საცოლე) იმაზე დაყრდნობით, რომ პაპარაციმ გაავრცელა და ატვირთა საიტზე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მისი და მისი შეყვარებულის სექსი ესპანეთის სანაპიროზე. სასამართომ მოითხოვა, რომ ბრაზილიაში დაბლოკილიყო იუთუბი, მანამ სანამ არ წაშლიდნენ ვიდეოს ყველა ასლს საიტიდან. შაბათს, 2007 წლის 6 იანვარს, ამუშავდა ფილტრები, რომელიც ბრაზილიელ მომხმარებლებს ხელს შეუშლიდა ვებ-გვერდთან მისაწვდომლობაში[4][5].

ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში[რედაქტირება]

2009 წლის მარტში, იუთუბი დაიბლოკა ბანგლადეშში, მას შემდეგ რაც გავრცელდა პრემიერ-მინისტრისა და არმიის ოფიცერის ჩანაწერი. საიტს ბლოკი ადევს დღემდე[6].

ინდონეზიის დროშა ინდონეზია[რედაქტირება]

2008 წლის 1 აპრილს, ინდონეზიელი ინფორმაციის მინისტრმა, მუგამედ ნუჰმა მიწერა იუთუბს თხოვნით, რომ წაეშალათ სადავო ჰოლანდიური ფილმი, ფინტა, რომელიც შექმნა ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა, გერტ ვილდერსმა. ინდონეზიის მთავრობამ მიდა ორდღიანი ვადა, რომ წაეშალათ ვიდეო, თუ არადა დაბლოკავდნენ იუთუბს თავიანთ ქვეყანაში. 2008 წლის 4 აპრილს, მუჰამედ ნუჰმა თხოვა ყველა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებლებს, რომ დაებლოკათ იუთუბი[7][8]. 5 აპრილს იუთუბი დაიბლოკა საცდელად ერთი ISP-ისთვის[9]. საბოლოოდ, 8 აპრილს, იუთუბი, MySpace-სთან, Metacafe-სთან, RapidShare-სთან, Multiply-სთან, Liveleak-სთან და ფიტნას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ერთად დაიბლოკა ინდონეზიაში[10] იუთუბის ბლოკი მოიხსნა 10 აპრილს[11]. ადგილობრივების თქმით, 2008 წლის მაისში რამდენიმეჯერ კვლავ დაიბლოკა იუთუბი.

ირანის დროშა ირანი[რედაქტირება]

2006 წლის 3 დეკემბერს, ირანმა დროებით დაბლოკა იუთუბთან მისაწვდომობა სხვა რამდენიმე საიტთან ერთად, მას შემდეგ რაც დაარღვიეს სოციალური და მორალური ეთიკის კოდექსი. შემდეგ იუთუბი კვლავ დაბლოკეს იმ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო ირანელი საპნის ოპერის ვარსკვლავის სექსი[12]. შემდგომში ბლოკი მოიხსნა, ხოლო 2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დაიბლოკა[13].

ჩინეთის დროშა ჩინეთი[რედაქტირება]

იუთუბი დაიბლოკა ჩინეთში 2007 წლის 15 ოქტომბერს, მაგრამ მას შემდეგ გახსნეს[14][15].

თუმცა, ატვირთული ვიდეოს გამო, რომელშიც ნაჩვენები იყო ჯარისკაცები, რომლებიც ებრძოდნენ ბერებსა და სხვა ტიბეტელებს, იუთუბი კვლავ დაიბლოკილია მაინლენდ ჩინეთში 2009 წლის 24 მარტიდან[16].

ტუნისის დროშა ტუნისი[რედაქტირება]

იუთუბი დაიბლოკა ტუნისში 2007 წლის 2 ნოემბერს და დღესაც დაბლოკია და შესვლისას გამოაქვს საიტიც ნაცვლად HTTP 404 შეცდომის შეტყობინება[17] ამ მოქმედების მიზეზი და ახსნა სწრაფადვე არ მოუციათ. იუთუბის არის მეორე ვიდეოების საიტი, რომელიც აჩვენებს ესეთ მესიჯებს.

თურქეთის დროშა თურქეთი[რედაქტირება]

თურქეთის სასამართლომ რამდენიმეჯერ აკრძალა იუთუბი და ამჟამადაც, მომხმარებლებს არ შეუძლიათ საიტთან მიწვდომა.

პირველმა, 2007 წლის 6 მარტს, იუთუბი დაბლოკა Türk Telekom-მა თურული სასამართლოს თანხმობით. სასამართლოს გადაწყვეტილება დაყრდნობილი იყო იმ ვიდეოებზე, სადაც ადანაშაულებდნენ მუსტაფა ქემალ ათათურქს ესკალაციაში, რომელიც თურქულ მედიაში ცნობილი იყო როგორც "ვირტუალური ომი" და შეურაცხყოფდა ბერძნბსა და თურქებს ვებ-გვერდზე[18][19]. იუთუბზე საქმე აღიძრა "თურქების შეურაცხყოფის" გამო.[20] და საიტთან მისაწვდომლობა შეჩერებული იყო, მანამ არ წაშალეს ვიდეო. იუთუბის ადვოკატებმა გაგზავნეს ვიდეოს წაშლის დამამტიკეცებელი საბუთი სტამბოლის სახალხო პროზექტურაში. საიტთან მისაწვდომლობა აღდგა 2007 წლის 9 მარტს[21].

2008 წლის იანვარში იუთუბი კვლავ აკრძალეს "T.R. ანკარას მეთთორმეტე მშვიდობის კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილებით ნომ. 2008/55" [22]

არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები[რედაქტირება]

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელეკომის მარეგულირებლობის ხელისუფლებამ დაბლოკა იუთუბი Etisalat ISP-ის დამოწმებით "რომ საიტზე არსებობს ისეთი შიგთავსის ვიდეოები, რომელიც ნათლად ეწინააღმდეგება რელიგიურ, კულტურულ, პოლიტიკურ და მორალურ ფასეულობებს არაბერის გაერთიანებულ საამიროებში"[23]. თუმცა 2009 წლის იანვარში, იუთუბს მოეხსნა ბლოკი.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Alexa-ს საუკეთესო საიტები წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2009
  2. Microsoft Starts Blocking YouTube Links From Being Shared On MSN And Windows Live Messenger. BETA Daily (2008-05-10). წაკითხვის თარიღი: 2008-05-10.
  3. http://www.sltrib.com/Utah/ci_12696857
  4. Total Security - O Seu Portal de Segurança
  5. Radio Fandango - Cachoeira do sul - À VOZ DA CIDADE
  6. Bangladesh imposes YouTube block
  7. Indonesia Seeks to Block YouTube Over Anti-Koran Film. The New York Times (2 აპრილი, 2008). წაკითხვის თარიღი: 2008-04-03.
  8. Menkominfo 'Ultimatum' ISP Blokir YouTube (ინდონეზიური ენა). detik.com (4 აპრილი, 2008). წაკითხვის თარიღი: 2008-04-04.
  9. YouTube Terblokir karena 'Ulah' Satu ISP (Indonesian language). detik.com (April 5, 2008). წაკითხვის თარიღი: 2008-04-04.
  10. Speedy Blokir 7 Situs, Pengusaha Kecil Mulai Menjerit! (Indonesian language). detik.com (April 8, 2008). წაკითხვის თარიღი: 2008-04-04.
  11. Indonesia restores access to YouTube Web site
  12. Censorship fears rise as Iran blocks access to top websites (November 4, 2006). წაკითხვის თარიღი: 2006-12-17.
  13. Mobile phones, Facebook, YouTube cut in Iran. American Free Press. Google (July 13, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-06-18-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-07-08.
  14. Schwankert, Steven. "YouTube blocked in China; Flickr, Blogspot restored", IDG News, October 18, 2007. Retrieved on March 3, 2008
  15. Graham Webster. “YouTube unblocked in China, but could Google have cooperated?“, cnet news, 2008-03-22. 
  16. Quentin Sommerville. China 'blocks YouTube video site'. BBC News. წაკითხვის თარიღი: 2009-03-24.
  17. Ben Gharbia, Sami. (2007-11-02)Tunisia: is Youtube blocked?.
  18. Google’s Gatekeepers“, The New York Times, 2008. წაკითხვის თარიღი: 2008-12-01. 
  19. Turkey pulls plug on YouTube over Ataturk 'insults' (March 7, 2007). წაკითხვის თარიღი: 2007-03-07.
  20. Turkey bans YouTube (March 8, 2007). წაკითხვის თარიღი: 2007-03-10.
  21. Turkey revokes YouTube ban (March 9, 2007). წაკითხვის თარიღი: 2007-03-09.
  22. YouTube banned in Turkey once again“, Wikinews, 2008-01-19. წაკითხვის თარიღი: 2008-12-13. 
  23. Wade, Matthew. YouTube block remains. ITP.net: August 17, 2006.