Electric Light Orchestra
| Electric Light Orchestra | ||
|---|---|---|
Electric Light Orchestra-ს გამოსვლა 1980-იანი წლების დასაწყისში
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ბირმინგემი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | სიმფო-როკი, არტ-როკი, პოპი | |
| აქტიური | 1971 - 1990 | |
| ლეიბლ(ებ)ი | Jet Records | |
| ასოციაციები | The Idle Race, The Move, ბითლზი, ჯორჯ ჰარისონი, ბობ დილანი, Traveling Wilburys, | |
| საიტი | www.elomusic.com | |
| წევრები | ||
| ჯეფ ლინი რიჩარდ თენდი კელი გროქატი |
||
Electric Light Orchestra (შემოკლებით ELO; იკითხება: [i’lektrik lait 'o:kistrə]) — ბირმინგემული წარმოშობის ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 1970 წელს ჯეფ ლინისა და როი ვუდის თაოსნობით. ჯგუფი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 1970-1980-იან წლებში.
მათ შექმნეს საკუთარი და ყველასაგან განსხვავებული სტილი. მისმა წევრებმა მრავალ მუსიკალურ მიმდინარეობაში გამოსცადეს თავი დაწყებული პროგრესული როკიდან დამთავრებული პოპ-მუსიკით.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
1960-იანი წლების დასასრულს ჯგუფ The Move-ის გიტარისტს, ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს როი ვუდს გაუჩნდა ახალი ჯგუფის შექმნის იდეა, სადაც ვიოლინოებითა და ჰორნებით მუსიკისათვის კლასიკური ელფერის შეძენას აპირებდა. ჯგუფის The Idle Race ლიდერი ჯეფ ლინი დაინტერესდა ამ იდეით. 1970 წელს, როდესაც კარლ უეინმა დასტოვა The Move, ლინმა მეორედ მიიღო ჯგუფში შემოერთების წინადადება ვუდისაგან იმ პირობით, რომ ისინი ახალ იდეას განახორციელებდნენ.
10538 Overture გახდა Electric Light Orchestra-ს პირველი კომპოზიცია. ახლადჩამოყალიბებული ჯგუფის დასაფინანსებლად The Move კიდევ ორ ალბომს უშვებს Electric Light Orchestra-ის პირველ და ამავე სახელწოდების ალბომზე მუშაობის პერიოდში. ეს ალბომი გამოვიდა 1971 წელს, ხოლო სიმღერა 10538 Overture ინგლისის ჰიტ-პარადების საუკეთესო ათეულის კენწეროში მოექცა. ამ წარმატების მიუხედავად მალე ვუდსა და ლინს შორის ურთიერთობა დაიძაბა მენეჯმენტთან არსებული პრობლემების გამო. მეორე ალბომის ჩაწერის პერიოდში ვუდმა დასტოვა ჯგუფი, თან წაიყვანა მევიოლინე ჰიუ მაკდაუელი (Hugh McDowell) და ჰორნისტი ბილ ჰანტი (Bill Hunt) და ჩამოაყალიბა ჯგუფი Wizzard. მუსიკალურ პრესაში გაჟღერდა მოსაზრება, რომ ჯგუფი იშლება, ვინაიდან მის სათავეში სწორედ ვუდი იდგა. ლინმა დაიცვა ჯგუფი დაშლისაგან. დასარტყმელ საკრავზე შემსრულებელ ბევ ბივანს (Bev Bevan) შეუერთდა რიჩარდ ტენდი (Richard Tandy), რომელიც სინთეზატორზე უკრავდა. ჯგუფის შემადგენლობაში გამოჩნდნენ ბას-გიტარისტი მაიკ დე ალბუკერკი (Mike de Albuquerque) და გიტარისტები მაიკ ედვარდსი (Mike Edwards) და კოლინ უოლკერი (Colin Walker), ხოლო უილფრედ გიბსონმა (Wilfred Gibson) შეცვალა სტივ ვუულამი (Steve Woolam), რომელიც ვიოლინოზე უკრავდა. 1972 წელს ჯგუფი თავისი განახლებული შემადგენლობით წარსდგა Reading Festival-ზე, ხოლო 1973 წელს გამოუშვა მეორე ალბომი სახელწოდებით ELO 2, სადაც შედიოდა ა.შ.შ. პირველი ჩარტ-ჰიტი Roll Over Beethoven.
მესამე ალბომის ჩაწერის პერიოდში გიბსონმა და უოლკერმა დატოვეს ჯგუფი, სამაგიეროდ ჩელისტის ამპლუაში შემოუერთდა მიკ კამინსკი (Mik Kaminski). ამავე დროს ედვარდსიც წავიდა ჯგუფიდან, ხოლო მაკდაუელი დაბრუნდა ELO-ში Wizzard-დან. საბოლოოდ კი 1973 წლის ბოლოსათვის როგორც იქნა გამოვიდა ალბომი On the Third Day.
მსოფლიო აღიარება [რედაქტირება]
ჯგუფის მეოთხე ალბომს ჰქვია Eldorado. ალბომის პირველი სინგლი Can’t Get It Out Of My Head გახდა მათი პირველი ჰიტი რომელიც მოხვდა ამერიკული ბილბორდის ტოპ-ათეულში, ხოლო Eldorado კი ჯგუფის პირველ ოქროს ალბომად იქცა. ამ ალბომის რელიზის შემდგომ ჯგუფს შეემატნენ ბას-გიტარისტი და ვოკალისტი კელი გროუქატი (Kelly Groucutt) და გიტარისტი და ჩელისტი მელვინ გეილი (Melvyn Gale), რომლებმაც შეცვალეს დე ალბუკერკი და ედვარდსი.
Face The Music გამოვიდა 1975 წელს, რომელშიც შედიოდნენ სინგლები Evil Woman და Strange Magic. ELO-ს დიდი წარმატება ხვდა წილად შეერთებულ შტატებში, მათ კონცერტებზე ხალხით ივსებოდნენ სტადიონები და საკონცერტო დარბაზები. თუმცა ბრიტანეთში ისინი ასეთი პოპულარობით ვერ სარგებლობდნენ, სანამ 1976 წელს არ გამოუშვეს რიგით მეექვსე ალბომი A New World Record, რომელმაც იმავე წელს დაიპყრო ტოპ-ათეულის მწვერვალი. ალბომში შედიოდნენ ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Livin' Thing, Telephone Line, Rockaria! და Do Ya, წინამორბედ ჯგუფ The Move-ის სიმღერების ახლებური გადამღერება. A New World Record იქცა მეორე პლატინის ალბომად.
შემდეგი ალბომი Out of the Blue, რომელიც გამოვიდა 1977 წელს, შედგებოდა ორი დისკისგან და შეიცავდა ისეთ სინგლებს, როგორებიცაა Turn to Stone, Sweet Talkin' Woman, Mr. Blue Sky და Wild West Hero, რომლებიც ინგლისში ჰიტებად იქცნენ. შემდეგ ჯგუფი გაემგზავრა ცხრათვიან ტურნეში მსოფლიოს გარშემო. მათ თან დაჰქონდათ ძვირადღირებული კოსმოსური ხომალდი და ლაზერული დისპლეი. ა.შ.შ.-ში მათ კონცერტებს ეძახდნენ The Big Night (დიდი ღამე) და ესენი იყვნენ ჯგუფის ისტორიაში ყველაზე უფრო გრანდიოზული სანახაობანი. Cleveland Stadium-ზე გამართულ კონცერტს დაესწრო 80000 ადამიანი. ამ ”კოსმოსური” ტურის განმავლობაში ბევრი აკრიტიკებდა კიდეც ჯგუფს. მაგრამ მიუხედავად ამ კრიტიკისა The Big Night იქცა აქამდე (1978) მსოფლიოში ყველაზე მაღალდასწრებად ცოცხალ საკონცერტო ტურად. ჯგუფი რვა საღამოს განმავლობაში უკრავდა Wembley Arena-ზე. მათი პირველი გამოსვლა გადაღებულ იქნა და შემდგომში გამოიცა CD და DVD დისკების სახით.
1979 წელს გამოდის ალბომი Discovery. ყველაზე ცნობილი ჰიტი ამ ალბომში არის Don’t bring me down. ალბომს აკრიტიკებდნენ მისი დისკოსთან სიახლოვის გამო. აქ სხვა ჰიტებსაც შეხვდებით: Shine A Little Love, Last Train to London, Confusion და The Diary of Horace Wimp.
1980 წელს ჯეფ ლინი მიიწვიეს საუნდტრეკის შესაქმნელად მუსიკალური ფილმისათვის Xanadu. დისკი პირველ გვერდზე განთავსებული იყო ჯეფ ლინის, ხოლო მეორე გვერდზე - ჯონ ფარარის (John Farrar) სიმღერები, ხოლო ასრულებდა მათ ცნობილი ავსტრალიელი მომღერალი ქალი ოლივია ნიუტონ-ჯონი (Olivia Newton-John). ფილმი არ აღმოჩნდა წარმატებული, თუმცა საუნდტრეკს ორჯერ მიენიჭა პლატინის დისკის წოდება.
1981 წელს ELO-ს მუსიკამ ალბომით Time სრულიად ახლებურად გაიჟღერა. ამ ალბომის იდეური გამოხატულებას წარმოადგენდა დროში მოგზაურობა, სადაც უკვე სინთეზატორები დომინირებდნენ. სიმღერები Hold on Tight, Twilight, The Way Life’s Meant to Be, Here Is the News და Ticket to the Moon იქცნენ ჰიტებად. ასევე აღსანიშნავია სიმღერა 21-st Century Man, რომელიც ეძღვნებოდა მსოფლიო როკ და პოპ კულტურის ლეგენდის - ჯონ ლენონის (1940-1980) ხსოვნას. ალბომის გამოსვლას მალევე მოჰყვა ჯგუფის ტურნე მსოფლიოს გარშემო.
ჯეფ ლინს სურდა, რომ მათი შემდგომი ალბომი Secret Messages ყოფილიყო ორმაგი, მაგრამ CBS-მა უარყო ეს იდეა იმ მოსაზრებით, რომ დიდ ხარჯებთან ექნებოდათ საქმე. ამიტომაც ალბომი 1983 წელს გამოიცა ერთ დისკად. ალბომის გამოსვლის შემდეგ ერთმანეთს მიეწყო ცუდი სიახლეები: აღარ ჩატარდა ტური ალბომის მხარდასაჭერად, ბევ ბივანმა დაიწყო Black Sabbath-ში დაკვრა, ხოლო კელი გროუქატმა კი საერთოდ დასტოვა ჯგუფი. დაირხა ხმები ჯგუფის დაშლის შესახებ. ამასთანავე ალბომი Secret Messages მოხვდა მხოლოდ მეოთხე პოზიციაზე ბრიტანულ ჩარტებში.
1986 წელს გამოვიდა ELO-ს ბოლო ორიგინალური ალბომი Balance of Power, რომელიც ჯგუფის მხოლოდ სამმა შემორჩენილმა წევრმა ჩაიწერეს (ლინი, ბივანი, ტენდი), თუმცა ჯეფ ლინი ასევე ბას-გიტარაზეც უკრავდა. ამ ალბომის წარმატება უფრო უფერული აღმოჩნდა, ვიდრე წინა Secret Messages ალბომისა, მხოლოდ სიმღერა Calling America ტრიალებდა გარკვეული დროის მანძილზე ჰიტ-პარადებში. ალბომის გამოსვლის შემდეგ ჯეფ ლინმა მიიღო ჯგუფის დაშლის გადაწყვეტილება, თუმცა ამით მას არ შეუწყვეტია თავისი მუსიკალური მოღვაწეობა და მომდევნო 1987 წელს ის უკვე ექს-ბითლ ჯორჯ ჰარისონის სოლო ალბომ Cloud Nine-ის შექმნაში იღებს აქტიურ მონაწილეობას.
მოგვიანებით ბევ ბივანმა ELO-ს სხვა ყოფილი წევრების: გროუქატის, კამინსკისა და კლარკის დახმარებით აღადგინა ანსამბლი განახლებული
სახელწოდებით ELO 2. ჯგუფში წამყვან ფიგურად მალე კელი გროუქატი იქცა. ჯგუფი ძირითადად გასტროლებით იყო დაკავებული, თუმცაღა მათი რეპერტუარის უდიდეს ნაწილს ისევ ჯეფ ლინის მიერ შექმნილი ძველი კომპოზიციები იკავებდა. ამის გამო ლინსა და ELO 2-ს შორის წარმოიშვა დავა, რომელიც სასამართლოს ხშირი განხილვის საგნადაც კი იქცა. საბოლოოდ ELO 2-ს აეკრძალა არსებობის უფლება და მათი სახელწოდება გახდა Orchestra.
ამავე დროს ჯეფ ლინმა 2001 წელს გამოუშვა თავისი ბოლო ალბომი ELO-ს სახელით Zoom. ჯგუფის ძველი შემადგენლობიდან ამ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდა ლინის ძველი მეგობარი და კლავიშებიან საკრავებზე შესანიშნავი შემსრულებელი რიჩარდ ტენდი, ასევე ლეგენდარული „ბითლზის" ორი წევრი — ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი. ალბომი მართლაც სასიამოვნო ჟღერადობითა და გემოვნებით გამოირჩევა.
ამავე 2001 წელს ჯორჯ ჰარისონი გარდაიცვალა, ხოლო მომდევნო 2002 წელს გაიმართა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი სახელწოდებით Concert for George, სადაც ჯეფ ლინმა მინაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ როკ-ვარსკვლავებთან, როგორებიცაა ერიკ კლეპტონი, ტომ პეტი, პოლ მაკ-კარტნი, რინგო სტარი და სხვ.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- The Electric Light Orchestra (1971)
- ELO 2 (1973)
- On the Third Day (1973)
- Eldorado, A Symphony (1974)
- Face the Music (1975)
- A New World Record (1976)
- Out of the Blue (1977)
- Discovery (1979)
- Xanadu (1980)
- Time (1981)
- Secret Messages (1983)
- Balance of Power (1986)
- Zoom (2001)
პერსონალი [რედაქტირება]
ჯგუფის შემადგენლობა სტუდიურ ალბომებში [რედაქტირება]
- ჯეფ ლინი – ვოკალი, გიტარები, ბას-გიტარა, კლავიშებიანი, დასარტყამი, ჩელო, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, არანჟირება (1970–1983, 1985-1986, 2000–01)
- როი ვუდი – ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, ჩელო, კლარნეტი, ფაგოტი, ჰობოი, დასარტყამი, რეკორდერი, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი, არანჟირება (1970–1972)
- ბევ ბივანი – დასარტყამი, პერკუსია, ვოკალი (1970–1983, 1985-1986)
- რიჩარდ ტენდი – კლავიშებიანი, სინთეზატორი, ბას-გიტარა, გიტარა, ბექ-ვოკალი, არანჟირება (1972–1983, 1985-1986, 2000–01)
- კელი გროქატი – ბას-გიტარა, ვოკალი (1974–1983)
- მიკ კამინსკი – ვიოლინო (1973–1979, 1981-1983, 1986)
- ჰიუ მაკდაუელი – ჩელო (1972, 1973–1979)
- მელვინ გეილი – ჩელო (1975–1979)
- მაიკ ედვარდსი – ჩელო (1972–1974)
- მაიკ დე ალბუკერკი – ბას-გიტარა, ვოკალი (1972–1974)
- ვილფრედ გიბსონი – ვიოლინო (1972–1973)
- კოლინ უოკერი – ჩელო (1972–1973)
- ბილ ჰანტი – კლავიშებიანი, ვალტორნა, სანადირო რქა (1970–1972)
- სტივ ვულემი – ვიოლინო (1970–1971)
- ლუის კლარკი – საორკესტრო არანჟირება, დირიჟორი (1974–1979, 1981-1983, 1986)
- მარკ მენი – გიტარა, კლავიშებიანი, ვოკალი, არანჟირება (2000–01)
მოწვეული მუსიკოსები სტუდიურ ალბომებში [რედაქტირება]
- რიკ პრაისი – ბას-გიტარა (1970) თავდაპირველი მონაწილეობა ELO-ს ზოგიერთ ადრეულ კომპოზიციაში
- კარლ უაენი – ვოკალი (1973) ELO 2 The Lost Planet
- მარკ ბოლანი – გიტარა (1973) On the Third Day
- ელი გრინვიჩი – uncredited vocals (1975) Face the Music
- სუზან კოლინზი – uncredited vocals (1975) Face the Music
- ნენსი ო’ნილი – uncredited vocals (1975) Face the Music
- მარგარეტ რეიმონდი – uncredited vocals (1975) Face the Music
- მერი თომასი – საოპერო ვოკალი (1976) A New World Record
- პატი კუატრო – uncredited vocals (1976) A New World Record
- თომას დონელი - uncredited vocals (1976) "Telephone Line"
- ოლივია ნიუტონ-ჯონი – ვოკალი (1980) "Xanadu"
- რეინერ პიჩი – არანჟირება, დირიჟორი (1981) Time
- დეივ მორგანი – ბექ-ვოკალი (1983) Secret Messages
- ქრისტიან შნაიდერი – საქსოფონი (1986) Balance of Power
- ჯორჯ ჰარისონი – სლაიდ-გიტარა, ვოკალი (2001) Zoom
- რინგო სტარი – დასარტყამი (2001) Zoom
- სუზი კატაიამა – ჩელო (2001) Zoom
- როჯერ ლებოუ – ჩელო (2001) Zoom
- დეივ ბორაფი – საქსოფონი (2001) Zoom
- ლორა ლინი – ბექ-ვოკალი (2001) Zoom
- როზი ველა – ბექ-ვოკალი (2001) Zoom
- კრის უილკინსონი – არანჟირება (2001) Zoom
კონცერტების სია [რედაქტირება]
| 漢>ა A>ა |
ეს სტატია/სექცია ქართულ ენაზე თარგმნის პროცესშია. თუ ფლობთ ამ ენას, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. |
| 1972 სადებიუტო ტურნე
Roy Wood's only live ELO tour. |
|
|---|---|
| 1972–1973 ELO 2 ტურნე
ბასისტი მაიკ დე ალბუქერქი და ჩელისტი კოლინ უოლკერი შეემატნენ ELO-ს მას შემდეგ, რაც წავიდნენ ვუდი, ჰანტი და მაკდაუელი, კრეიგი და სმითი. |
ლინი, ბივანი, ტენდი, ედვარდსი, გიბსონი plus
|
| 1973–1974 Do It With The Light On Tour
მიკ კამინსკი ცვლის მევიოლინე გიბსონს, |
ლინი, ბივანი, ტენდი, ედვარდსი, დე ალბუქერქი პლიუს
|
| 1974–1975 Eldorado ტურნეr
კელი გროქატი ცვლის დე ალბუქერქს. |
ლინი, ბივანი, ტენდი, კამინსკი, ედვარდსი, ჰიუ მაკდაუელი პლიუს
|
| 1975–1978 Classic Lineup, touring in support of the albums Face The Music, A New World Record and Out Of The Blue Edwards is replaced by cellist Melvyn Gale. |
ლინი, ბივანი, ტენდი, გროქატი, კამინსკი, მაკდაუელი პლიუს
|
| 1981–1982 Time ტურნე
ჩელისტები მაკდაუელი და გეილი შეცვალა "ტექნოლოგიამ", |
ლინი, ბივანი, ტენდი, გროქატი, კამინსკი პლიუს
|
| 1986 Balance Of Power ტურნე
მარტინ სმითი ცვლის გროქატს, "Fred" აღარაა |
ლინი, ბივანი, ტენდი, კამინსკი, კლარკი, მორგანი პლიუს
|
| 2001 Zoom ტურნე
Featuring a whole new band save for Lynne and Tandy. The only time the band has not featured a violinist although the cellos return. |
ლინი, ტენდი პლიუს
|
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური გვერდი
- Face the Music
- Electric Light Orchestra Legacy Recordings
- ჯეფ ლინის სიმღერების მონაცემთა ბაზა
- Discovery – welcome to the show
|
|||||||||||||||||