Yes
ვიკიპედიიდან
| ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Floydgeo. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება2}} |
Yes კონცერტზე
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ლონდონი, ინგლისი | |
| ჟანრი/ები | პროგრესიული როკი სიმფონიური როკი პოპ როკი |
|
| აქტიური | 1968-1981 1983-დღემდე (ამჟამად არ მოქმედებს) |
|
| ლეიბლი/ები | Atlantic, Atco, Arista, Victory Records, Sanctuary, Eagle | |
| ვებგვერდი | ჯგუფის ოფიციალური ვებ გვერდი | |
| წევრები | ||
| ჯონ ანდერსონი სტივ ჰაუ კრის სკუაიერი რიკ უეკმენი ალან უაიტი |
||
Yes არის ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც უკრავს პროგრესიული როკის ჟანრის მუსიკას. ჯგუფი დაარსდა 1968 წელს, ლონდონში. მიუხედავად შემადგენლობის მრავალჯერ შეცვლისა, იგი უკვე არსებობს 35 წელიწადზე მეტია და კვლავ ჰყავს მრავალი მსმენელი მთელ მსოფლიოში. მის მუსიკას ახასიათებს დინამიური კონტრასტები, რასაც ემატება კომპოზიციების ხანგრძლივობა და ჯგუფის ყველა წევრის საშემსრულებლო ოსტატობა. იგი მუსიკაში ყველაზე ამბიციური კოლექტივია. მას აქვს სიმფონიური და ე.წ. «კლასიკური» მუსიკალური სტრუქტურები, უყვარს სხვადასხვა სტილის ერთმანეთში შერევა, ამატებს მუსიკას ახალ ელემენტებს და ქმნის მეტად «ნათელ» და იდეებით სავსე ჰანგებს.
[რედაქტირება] პირველი წლები
ჯგუფი შექმნილი იქნა 1968 წელს, ვოკალისტ ჯონ ანდერსონისა და ბას-გიტარისტ კრის სკუაირის მიერ. ანდერსონს იმ დროისათვის უკვე ჰქონდა თავისი ძმის, ტონის ჯგუფის The Warriors ვოკალისტად მუშაობის გამოცდილება, ასევე იგი იწერდა სოლო-კომპოზიციებს ჰანს ქრისტიანის სახელით. სკუაირი მანამდე გამოდიოდა ჯგუფში The Syn. მისი დაშლის შემდეგ იგი მთელი წელი მუშაობდა გიტარაზე დაკვრის საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაზე. ანდერსონი და სკუაირი პირველად შეხვდნენ 1968 წლის მაისში, კლუბში 'სოჰო', სადაც ჯონი იმ პერიოდში მუშაობდა. მუსიკოსმა ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩინეს, განსაკუთრებით ვოკალური ჰარმონიების შექმნაში და შემოქმედებითი ძალების გაერთიანებაც გადაწყვიტეს.
სკუაირი ამ დროისათვის უკრავდა ჯგუფში Mabel Greer's Toyshop. ანდერსონი დაემატა მის შემადგენლობას, ისევე როგორც ბილ ბრუფორდი (დასარტყამები), პიტერ ბენკსი (გიტარა) და ტონი კეი (კლავიშები).
შედგენილი ჯგუფის პირველი კონცერტი გაიმართა 1968 წლის 4 აგვისტოს. სასცენო დებიუტს მოჰყვა ჯგუფის Cream დასამშვიდობებელ კონცერტზე მოწვეული სტუმრების სახით გამოსვლა. იმ პერიოდში Yes უფრო სხვა მუსიკოსების მასალას უკრავდა, თუმცა ძალიან ორიგინალური ინტერპრეტაციებით. კარგი რეპუტაციის მქონე კოლექტივი მიწვეული იქნა პრესტიჟულ კლუბში 'მარკი', ამას მოჰყვა ჯონ პილის რადიოგადაცემაში გამოსვლა. გამოცემის Melody Maker მიმომხილველმა ტონი უილსონმა Yes-ს, ლედ ზეპელინთან ერთად მიანიჭა ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ბენდის სტატუსი.
[რედაქტირება] დისკოგრაფია

