ჰარუკი მურაკამი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
HarukiMurakami.png

ჰარუკი მურაკამი (იაპონ. 村上春樹 — მურაკამი ჰარუკი; დ. 12 იანვარი, 1949) — თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნამუშევრები ზოგადად ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“.

ბიოგრაფია [რედაქტირება]

მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდან.

ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით. იაპონური ლიტერატურა ხშირად ხაზს უსვამს ენის სილამაზეს, რამაც შესაძლოა კომპოზიცია შეზღუდოს, მაშინ როცა მურაკამის სტილი შედარებით თავისუფალი და სხარტია.

მურაკამი თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში ტოკიოში, სადაც მის მომავალ მეუღლეს, იოკოს, შეხვდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ტორუ ვატანაბე (ნოვეგიული ტყე), მუშაობს. სწავლის დამთავრების შემდეგ მურაკამიმ ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა კოკობუნძიში, ტოკიო, რომელიც 1974-82 წლებში ჰქონდა. მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს.

ბიბლიოგრაფია [რედაქტირება]

წელი დასახელება დასახელება დედანში ინგლისური დასახელება შენიშვნა
1979 უსმინე ქარის სიმღერას“
風の歌を聴け
Kaze no uta wo kike
Hear the Wind Sing „ვირთხის ტრილოგიის“ პირველი ნაწილი
1980 პინბოლი 1973“
1973年のピンボール
1973-nen-no pinbooru
Pinball, 1973 „ვირთხის ტრილოგიის“ მეორე ნაწილი.
1982 ნადირობა ცხვარზე“
თარგმანი ირაკლი ბერიაშვილისაISBN 978-9941-15-168-2
羊をめぐる冒険
Hitsuji o meguru bōken
A Wild Sheep Chase ISBN 0-375-71894-X „ვირთხის ტრილოგიის“ მესამე ნაწილი.
1985 მაგრად მოხარშული საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს აღსასრული“
世界の終わりとハードボイルド・ワンダーランド
Sekai no owari to hâdoboirudo wandārando
Hard-Boiled Wonderland and the End of the World
1987 ნორვეგიული ტყე“
ノルウェイの森
Noruwei no mori
Norwegian Wood ISBN 0-375-70402-7
1988 დენს, დენს, დენს“
ダンス・ダンス・ダンス
Dansu dansu dansu
Dance, Dance, Dance „ვირთხის ტრილოგიის“ გაგრძელება.
1992 სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით“
国境の南、太陽の西
Kokkyō no minami, taiyō no nishi
South of the Border, West of the Sun
1994,1995 ჩიტის ქრონიკის დასრულება“
ねじまき鳥クロニクル
Nejimaki-dori kuronikuru
The Wind-Up Bird Chronicle რომანი 3-წიგნად.
1999 ჩემი საყვარელი sputnik“
スプートニクの恋人
Spūtoniku no koibito
Sputnik Sweetheart
2002 კაფკა პლაჟზე“
海辺のカフカ
Umibe no Kafuka
Kafka on the Shore
2004 წყვდის შემდეგ“
アフターダーク
Afutādāku
After Dark
2009 1Q84“
1Q84
Ichi-kyū-hachi-yon

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]