უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები (იაპონ. 色彩を持たない多崎つくると、彼の巡礼の年) — იაპონელი მწერალ ჰარუკი მურაკამის მეცამეტე რომანი, რომელიც 2013 წლის 12 აპრილს გამოქვეყნდა. ერთ თვეში გაიყიდა მისი ერთი მილიონი ეგზემპლარი.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ რეალისტურ რომანში მესამე პირი მოგვითხრობს ცუკურუ ტაძაკის წარსულსა და აწმყოზე. ცუკურუ ტაძაკი არის ადამიანი, რომელსაც სურს გაიგოს, რა მოხდა თექვსმეტი წლის წინ მის ცხოვრებაში. 

1990-იან წლებში ცუკურუ ტაძაკი ცხოვრობდა თავის მშობლიურ ქალაქში, ნაგოიაში. ახალგაზრდა ცუკურუ გატაცებული იყო რკინიგზებით. საშუალო სკოლაში სწავლის დროს იგი ოთხ თანატოლს დაუმეგობრდა, რომელთა ოთხივე გვარი ფერებს აღნიშნავდა. ტაძაკი კი ნიშნავს „უფერულს“.  მაგრამ ერთ დღეს, 1995 წელს, მეგობრებმა ყოველგვარი ახსნის გარეშე ზურგი აქციეს და მიატოვეს.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟები
  • ცუკურუ ტაძაკი — რომანის მთავარი გმირი, რომლის გვარიც არ აღნიშნავს ფერს. არის 36 წლის, მარტოხელა. ბავშვობიდან რკინიგზებით არის გატაცებული. ცხოვრობს ტოკიოშო. მუშაობს სარკინიგზო კომპანიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]