რეიმონდ კარვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეიმონდ კარვერი
ინგლ. Raymond Carver
დაბადების თარიღი 25 მაისი, 1938(1938-05-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი Clatskanie
გარდაცვალების თარიღი 2 აგვისტო, 1988(1988-08-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი პორტ-ანჯელესი[10]
საქმიანობა მწერალი[10] , პოეტი[8] , სცენარისტი, რომანისტი, პროზაიკოსი[8] და მასწავლებელი[11]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი სტენფორდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, California State University, Chico, A.C. Davis High School და California State Polytechnic University, Humboldt
ჟანრი მოთხრობა
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია და ო. ჰენრის პრემია
მეუღლე Tess Gallagher

რეიმონდ კარვერი (ინგლ. Raymond Carver; დ. 25 მაისი, 1938 — გ. 2 აგვისტო, 1988) — ამერიკელი მოთხრობების ავტორი და პოეტი. დიდი წვლილი შეიტანა 1980-იან წლებში ამერიკაში მოთხრობის ჟანრის აღორძინებაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ორეგონში, გაიზარდა ვაშინგტონის შტატის ქალაქ იაკიმაში. მისი მამა ხის საამქროში მუშაობდა, მეთევზე იყო და ალკოჰოლთან დაკავშირებით სეიოზული პრობლემები ჰქონდა, დედამისი კი მუდმივად იცვლიდა სამსახურებს.

კარვერმა განათლება იაკიმას ადგილობრივ სკოლებში მიიღო. თავისუფალ დროს კითხვას და მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ნადირობასა და თევზაობას უთმობდა.

1956 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ კარვერმა მამასთან ერთად კალიფორნიაში, საამქროში დაიწყო მუშაობა. 1957 წლის იანვარში, 19 წლის რეიმონდი 16 წლის მერიენ ბრუკზე დაქორწინდა. იმავე წლის დეკემბერში წყვილს ქალიშვილი, ქრისტინი, შეეძინა, ხოლო მომდევნო წელს დაიბადა მათი ვაჟი, ვენსი. ცოლ-ქმარი ოჯახის სარჩენად მუდივად მუშაობდა. სხვადასხვა დროს კარვერი იყო კურიერი, დამლაგებელი, თანაშემწე ბიბლიოთეკაში და საამქროს მუშა, ხოლო მისი ცოლი – ადმინისტრაციული ასისტენტი, ინგლისურის მასწავლებელი და მიმტანი.[12]

სამწერლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარვერი წერით ჩიკაგოს სახელმწიფო კოლეჯში დაინტერესდა, სადაც რომანისტი ჯონ გარდენის შემოქმედებითი წერის კურსი გაიარა. გარდენი მისი მენტორი გახდა და მის ცხოვრებასა და კარიერა უდიდესი გავლენა მოახდინა. 1961 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა, რომელშიც უილიამ ფოლკნერის გავლენა იგრძნობა.

კარვერმა სწავლა ჰამბოლდტის სახელმწიფო კოლეჯში განაგრძო, რომელიც ბაკალავრის ხარისხით 1963 წელს დაასრულა. ამ პერიოდში იგი რედაქტორობდა კოლეჯის ლიტერატურულ ჟურნალს, რომელშიც თავის ტექსტებსაც აქვეყნებდა, როგორც თავისი სახელით, აგრეთვე ჯონ ვეილის ფსევდონიმით.

1967 წელს გამოაქვეყნა მოთხრობა „თუ შეიძლება, წყნარად იყავით“, რომელიც შევიდა ყოველწლიურ ანთოლოგიაში „საუკეთესო ამერიკული მოთხრობები“.

1976 წელს გამოაქვეყნა მოთხრობათა კრებული „თუ შეიძლება, წყნარად იყავით“. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის მანძილზე წიგნის 5 000-ზე ნაკლები ეგზემპლარი გაიყიდა, კრებული აშშ-ის წიგნის ეროვნულ პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარვერის ლიტერატურული კარიერა მოთხრობებსა და პოეზიას მიეძღვნა. თავად იგი საკუთარ თავს „ლაკონურობისა და ინტენსივობისკენ მიდრეკილს“ და „მოთხრობების წერაზე დამოკიდებულს“ უწოდებდა (ეს სიტყვები გვხვდება მისი 1988 წელს გამოქვეყნებული მოთხრობათა კრებულის „საიდანაც ვრეკავ“ წინასიტყვაობაში, რომელიც 2006 წელს ნიუ იორკ ტაიმზმა უკანასკნელი 25 წლის საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებებს შორის დაასახელა). მწერლის ლაკონურობის ერთ-ერთი ახსნა იყო ასევე ის, რომ „მოთხრობა [ან ლექსი] ერთი დაჯდომით იწერება და იკითხება“. ეს არა კარვერის ახირება, არამედ პრაქტიკული გამოსავალი იყო, რადგან კარიერის საწყის ეტაპზე იგი მუშაობასა და მწერლობას ერთმანეთს უთავსება. მწერლის შემოქმედებაც ხშირად სწორედ მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდებოდა და მუშათა კლასის წარმომადგენლების რთულ ყოფას ასახავდა.

მინიმალისტური სტილი კარვერის შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ ნიშნად მიიქცევა, თუმცა თავარ კარვერი საკუთარ თავს არც მინიმალიზმს და არც სხვა რომელიმე კატეგორიას მიაკუთვნებდა.

კარვერის სტილს ასევე აღწერენ, როგორც ბინძურ რეალიზმს. ეს ტერმინი უკავშირდება 1970-იან და 1980-იან წლებში არსებულ მწერალთა დაჯგუფებას, რომელთა შორისაც იყვნენ რიჩრად ფორდი და ტობიას ვულფი. ეს მწერლები ქვედა საშუალო კლასის ან იზოლირებული და მარგინალიზებული ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებზე წერდნენ.

რეიმონდ კარვერის მემორიალი ორეგონში

თავის ესეში „გავლენის შესახებ“, კარვერი აღნიშნავს, რომ ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედების თაყვანისმცემელი იგი, თუმცა მას თავის გავლენად არასოდეს მიიჩნევდა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობათა კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „თუ შეიძლება, წყნარად იყავით“ (1976)
  • „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე“ (1981)
  • „კათედრალი“ (1983)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Raymond Carver. The Oregon Encyclopedia.
  • Hansen, Ron (2009). „რონ ჰენსონის რეცენზია რეიმონდ კარვერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე“. The Washington Post.
  • Haslam, Dave. (1985) An indepth interview. ინტერვიუ, რომელშიც კარვერი საუბრობს მამამისზე, თავის ადრეულ ტექსტებზე, თავის პერსონაჟებზე და თავის მოთხრობებში გამოყენებულ „შავ იუმორზე“.
  • „Review of the posthumously published Tell it All. Tell it All. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-26.
  • რეიმონდ კარვერის საერთაშორისო საზოგადოება. Home page.
  • რეიმონდ კარვერის საერთაშორისო საზოგადოება. Welcome: The Raymond Carver Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2022-03-20.
  • სტივენ კინგი. (22 ნოემბერი, 2009) Raymond Carver's Life and Stories. ნიუ-იორკ ტაიმზი.
  • Koehne, David. (1978)Echoes of Our Own Lives: An interview with Raymond Carver. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-11-30. ციტირების თარიღი: 2022-03-20.
  • A Conversation on Raymond Carver (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-28. ციტირების თარიღი: 2022-03-20. ინტერვიუ რეიმონდ კარვერის ბიოგრაფთან.
  • „Raymond Carver, The Art of Fiction No. 76“. Paris Review. 1983.
  • „Raymond Carver: the kindest cut“. The Observer. 2009.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive — 2003.
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. 10.0 10.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118853627 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. Czech National Authority Database
  12. Sklenicka, Carol (2009). Raymond Carver: A Writer's Life. New York: Scribner. ISBN 9780743262453.