რაიმონდ ჩანდლერი
| Raymond Chandler რაიმონდ ჩანდლერი |
|
|---|---|
| დაბადების თარიღი | 23 ივლისი, 1888 |
| დაბადების ადგილი | აშშ, ჩიკაგო |
| გარდაცვალების თარიღი | 26 მარტი, 1959 |
| საქმიანობა | ნოველისტი |
| ეროვნება | ამერიკელი |
| პერიოდი | 1933 – 1959 |
| ჟანრი | დედექტიური |
|
გავლენა მოახდინეს
|
|
რაიმონდ ტორნტონ ჩანდლერი (დ.23 ივლისი, 1888, აშშ, ჩიკაგო — გ. 26 მარტი, 1959) — ამერიკელი რეალისტი მწერალი და კრიტიკოსი, დეტექტიური რომანების, მოთხრობების ავტორი.
რაიმონდ ჩანდლერმა კლასიკური განათლება მიიღო და მცირე ხანს სახელმწიფო სამსახურში იმუშავა, შემდეგ პრესაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ჟურნალისტის რანგში დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. რამდენიმე ხნის შემდეგ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა, საბუღალტრო კურსები დაამთავრა და მუდმივი სამსახურის იშოვა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში გაემგზავრა. ომიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ბუღალტრობას დაუბრუნდა და ნავთობკომპანიაში დაიწო მუშაობა, იგი 1932 წელს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მაგრამ ერთ წელიწადში ალკოჰოლიზმის, გაცდენებისა და თვითმკვლელობის მუქარების გამო სამსახურიდან გააძევეს.
ჩანდლერი თავის სარჩენად კალამს მიუბრუნდა – ოღონდ ამჯერად დეტექტიურ მოთხრობებსა და რომანებს წერდა. მისმა რომანებმა მალე მოიპოვა დიდი წარმატება. 1954 წელს მეუღლის სიკვდილის შემდეგ ჩანდლერი გამუდმებით მარტო იყო, რამაც კლინიკურ დეპრესიამდე მიიყვანა. ისევ სმა დაიწყო, 1955 წელს თვითმკვლელობა სცადა. 1959 წელს პნევმონიით დაავადდა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მწერალი სან-დიეგოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 13, თბილისი, 2010.