1Q84

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„1Q84“

ერთ-ერთი ინგლისურენოვანი გამოცემა
ავტორი ჰარუკი მურაკამი
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
გამომცემელი Shinchosha
გამოცემის თარიღი 29 მაისი, 2009 და 16 აპრილი, 2010
გვერდი 928
წინამორბედი After Dark
მომდევნო უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები

1Q84 (იაპონ. いちきゅうはちよん) — იაპონელი ავტორის, ჰარუკი მურაკამის რიგით მე-12 რომანი, რომელიც პირველად გამოიცა სამ ტომად იაპონიაში 2009-2010 წლებში.[1] ნაწარმოებში მოქმედება ერთმანეთის პარალელურად როგორც 1984 წელს, ისე „გაურკვეველ 1Q84“ წელს ვითარდება. სიუჟეტი მოგვითხრობს ისტორიას აომამეს შესახებ, რომელიც სამყაროში მოვლენათა უჩვეულო განვითარების შემჩნევას იწყებს.. ის მალევე ეხვევა შეთქმულებაში, რომელიც მოიცავს საკიგაკეგ, რელიგიური კულტს, მისი ბავშვობის სიყვარულს, ტენგს და იწყებს მოგზაურობას, რათა გაიგოს, რა არის რეალური.

პირველი ბეჭდური გამოცემა გამოსვლის დღესვე გაიყიდა და გაყიდვების რაოდენობამ ერთ თვეში მილიონს მიაღწია.[2]

მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში იგი დადებითად მიიღეს, მსოფლიოს მასშტაბით რომანმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა - კრიტიკოსებმა დაგმეს გადაჭარბებული გამეორებები, გაცვეთილი წერის მანერა, მოუხერხებელი ტექსტი და მყარი შინაარსი.[3]

გაზეთმა Guardian-მა 1Q84 მოიხსენია, როგორც „თავისთავადი მსოფლიო მოვლენა და რომანის კონცეფციის შემნარჩუნებელი.“ ჟურნალ Japan Times-ში თქვეს, რომ რომანი აუცილებლად უნდა წაიკოთხონ მათ, ვისაც სურთ, გაეცნონ თანამედროვე იაპონურ კულტურას.

Newsweek-ში რომანის გამო ავტორი ჩარლზ დიკენსს შეადარეს და ნაწარმოებს „მურაკამის ოსტატობის გამომხატველი“ უწოდეს.

მიუხედავად მრავალი დადებითი შეფასებისა, ნაწარმოებმა 54%-იანი რეიტინგი მოიპოვა, რითაც ავტორის ყველაზე დაბალრეიტინგულ რომანად იქცა.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურაკამი ამბობდა, რომ მას ყოველთვის სურდა შეექმნა ნაწარმოები, რომელიც დაეფუძნებოდა ჯორჯ ორუელის დისტოპიურ რომანს - "1984". ავტორმა თითქმის ოთხი წელი მოანდომა ნაწარმოების შექმნას მას შემდეგ, რაც მოიფიქრა მისი სათაური და სიუჟეტის განვითარების თანმიმდევრობა.[4]

რომანის სათაური წარმოადგენს ცნობილი დისტოპიური რომანის - "1984" - სათაურის იაპონურ გადათამაშებას. ლათინური ასო Q და იაპონური ციფრი 九 იაპონურ სიტყვათა თამაშში ომოფონებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, მსგავსი სათაურის მქონე სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოები - IQ 83 (1978) - ეკუთვნის ამერიკელ ავტორ არტურ ჰერცოგს, თუმცა ზემოხსენებული წიგნი მისი შთაგონებით არ დაწერილა.

სხვა ვერსიით, ნაწარმოების შთაგონების წყაროდ შეიძლება იაპონიაში 1995 წელს მომხდარი ჰანშინ-ავაჯის მიწისძვრა, აგრეთვე 1995 წლის ტოკიოში მეტროსადგურ „სარინზე“ მომხდარი თავდასხმა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები მივიჩნიოთ.

The New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში მწერალმა აღნიშნა, რომ რომანი მისი 1981 წლის მოკლე მოთხრობის - "აპრილის დილას ნანახი უნაკლო გოგოს შესახებ" (1981) - ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა.

აღნიშნულ რომანში აგრეთვე გამოსარჩევია რელიგიური ცნებები. მისი სიუჟეტი ვითარდება მისტიკური კულტისა და ორი დიდი ხნის დაშორებული ადამიანის გარშემო, რომლებიც სარკისებურ რეალობაში აღმოჩნდებიან.

რელიგიური გაუცხოება ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი თემაა, რადგან მურაკამი რელიგიურ იდეებს ყოველდღიური რეალობისგან განცალკევებით წარმოგვიდგენს. ეს განცალკევება ხშირად ხელს უწყობს თავად ავტორის რელიგიურ შეხედულებების, როგორც უიარყოფით ძალაზე, ყურადღების გამახვილებას, რომელიც ეწინააღმდეგება ნორმალურ, ყოველდღიურ ცხოვრებას; მიუხედავად ამისა, მურაკამი საკმაოდ მშვიდად ეკიდება პირად რელიგიურ მრწამსს.

კულტურული გავლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მის სხვა არაერთ წიგნში, ამ რომანში მურაკამი ხშირად ახსენებს კომპოზიტორებსა და მუსიკოსებს, იოჰან სებასტიან ბახიდან დაწყებული ანტონიო ვივალდით დამთავრებული, რომელთა ნაწარმოებებიც არაერთხელაა მოხსენიებული რომანის სიუჟეტის მანძილზე.

ნაწარმოებში ასევე შევხვდებით პარალელს ანტონ ჩეხოვის რომანთან - "კუნძული სახალინი".

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ვითარდება 1984 წელს. მთავარი გმირი აომამე, რომელიც ფიზიოთერაპევვტი და საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელია, მიემგზავრება ტაქსით მნიშვნელოვან შეხვედრაზე, თუმცა ის აგვიანებს და მძღოლის რჩევით ის უკანონო ხაზს გადაკვეთს. ეს გამოიწვევს რაღაც უცნაურს, რის შედეგადაც წლის სხვა ვერსიაში აღმოჩნდება (როგორც თავად უწოდებს 1Q84-ში).

ტენგო არის მარტოხელა მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ინარჩუნებს ურთიერთობას თავისზე დიდ პარტნიორთან. იგი მთელ დღეებს სკოლაში ატარებს, თავისუფალ დროს კი ნაწარმოებებს წერს, რომელთაც იგი შეგნებულად არ აქვეყნებს. იუჯი კომაცუ მას სთხოვს, გადახედოს 17 წლის ერიკო ფუკადას მიერ დაწერილ ნაწარმოებს. ნაწარმოები ტენგოს ძალიან მოეწონება, თუმცა აღნიშავს, რომ გაუმართავადაა დაწერილი, კომაცუ კი სთავაზობს შესწორებას და გადაწერას, რასაც ტენგო თავიდან ეწინააღმდეგეგბა, თუმცა ფუკადასთან შეხვედრის შემდეგ ის ამ წინადადებას თანხმდება.

აომამე, გარდა იმისა, რომ ფიზიოთერაპევტი და საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელია, აგრეთვე მდიდარი ქალბატონის მიერ დაქირავებული მკვლელია. ქალბატონი რომელიც ავალებს მას მოკლას ყველა კაცი, რომელიც ქალს უხეშად მოეპყრობა. მოხუც ქალსა და აომამეს შორის მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება.

რაღაც მომენტში აომამე შენიშნავს გარკვეულ ასტრონომიულ ცვლილებებს, რომლებსაც იგი ვერ აღიქვამს - იგი ხვდება, რომ ეს ის სამყარო აღარაა, რომელიც მას ჰგონია.

ნაწარმოების თავები მონაცლეობს ორ მთავარ გმირს შორის, ვლინდება ორი პარალელური შეთქმულება, რომლებზეც გავლენას ახდენს რელიგიური კომუნა, სახელწოდებით „ავანგარდი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Third book of Murakami's bestselling novel '1Q84' to be released in April“. Mainichi Daily News. 2 January 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 21, 2010. ციტირების თარიღი: 24 April 2014.
  2. „Murakami's "1Q84" grips Japan“. Reuters. ივნისი 15, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 10, 2010. ციტირების თარიღი: იანვარი 2, 2010.
  3. 1Q84 by Haruki Murakami. iDreamBooks. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 23, 2019. ციტირების თარიღი: October 4, 2016
  4. Anderson, Sam (October 24, 2011). „The Fierce Imagination of Haruki Murakami“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 25, 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=1Q84&oldid=4454582“-დან