ნორვეგიული ტყე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნორვეგიული ტყე“
ノルウェイの森

ავტორი ჰარუკი მურაკამი
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
ჟანრი რომანი
გამომცემელი Kodansha
გამოცემის თარიღი 1987 წელი
წინამორბედი Hard-Boiled Wonderland and the End of the World
მომდევნო Dance Dance Dance

ნორვეგიული ტყე“ (იაპონ. ノルウェイの森 ნორუვეი ნო მორი) — იაპონელი მწერლის ჰარუკი მურაკამის რომანი. გამოქვეყნდა 1987 წელს. 2010 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის რეჟისორია ან ჰუნგ ჩანი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

წიგნი მოგვითხრობს სტუდენტი ბიჭის, ტორუ ვატანაბეს შესახებ, რომელიც სწავლობს ტოკიოში. ის მშვიდი და გაწონაწორებული ახალგაზრდაა. ის შეყვარებულია ნაოკოზე. ვატანაბესა და ნაოკოს საერთო მეგობრის - კიზუკის გარდაცვალების შემდეგ მათი ცხოვრება იცვლება. ვატანაბე აგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში, ნაოკოს კი უჭირს რეალობის მიღება. მის ცხოვრებაში გამოჩნდება კიდევ ერთი გოგონა მიდორი, რომელიც ნაოკოსგან განსხვავებით სიცოცხლით აღსავსეა. ვატანაბეს მოუწევს გააკეთოს არჩევანი ამ ორ გოგონას შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]